განცხადების დასაშვებად ცნობისა და რეაბილიტაციის რეჟიმის გახსნის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
განცხადების დასაშვებად ცნობისა და რეაბილიტაციის რეჟიმის გახსნის შესახებ
საქმე №2/23705-25
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
განცხადების დასაშვებად ცნობისა და რეაბილიტაციის
რეჟიმის გახსნის შესახებ
2025 წლის 2 სექტემბერი
ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე – დავით აკობიძე
განმცხადებელი (მოვალე) – სპს „თენგიზ ბალუაშვილი ქართული ვაზი და ღვინო“ (საიდენტიფიკაციო ნომერი: 227744554)
დირექტორი – თენგიზ ბალუაშვილი
წარმომადგენელი – გიგა სულაქველიძე
მოთხოვნა – რეაბილიტაციის რეჟიმის გახსნა
სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სპს „თენგიზ ბალუაშვილი ქართული ვაზი და ღვინოს“ განცხადების დასაშვებად ცნობისა და რეაბილიტაციის რეჟიმის გახსნის შესახებ საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
2025 წლის 27 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მომართა სპს „თენგიზ ბალუაშვილი ქართული ვაზი და ღვინოს“ წარმომადგენელმა გიგა სულაქველიძემ სპს „თენგიზ ბალუაშვილი ქართული ვაზი და ღვინოს“ (საიდენტიფიკაციო ნომერი: 227744554) მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების, რეაბილიტაციის რეჟიმის გახსნისა და სპს „თენგიზ ბალუაშვილი ქართული ვაზი და ღვინოს“ (საიდენტიფიკაციო ნომერი: 227744554) მართვაში დატოვების მოთხოვნით.
განმცხადებლის განმარტებით, სპს „თენგიზ ბალუაშვილი ქართული ვაზი და ღვინო“ ს.ნ. 227744554 დაარსებულია 28.05.2004 წელს და მისი დირექტორია თენგიზ ბალუაშვილი პ.ნ.13001008217, პარტნიორები არიან: თენგიზ ბალუაშვილი პ.ნ.13001008217; თამაზი ბალუაშვილი, პ.ნ.13501073064.
მის საქმიანობას წარმადგენს ღვინის, ვაზის, ვენახის, მასთან დაკავშირებულ და მისგან გამომდინარე სფეროებში საქმიანობა, კერძოდ:
ვაზის, ვენახის მოყვანა-გაშენება
ვაზის ჯიშების გამოყვანა
ღვინის დაყენება, წარმოება, ჩამოსხმა
ღვინის პროდუქტების რეალიზაცია
სპირტისა და ალკოჰოლური სასმელების წარმოება, ჩამოსხმა რეალიზაცია
ღვინისა და ალკოჰოლური პროდუქტის საქართველოში ყიდვა-გაყიდვა
ღვინისა და ალკოჰოლური პროდუქტების საზღვარგარეთ რეალიზაცია
ტურისტული მიმართულება
სარესტორნო ბიზნესი
საწარმო წარმოადგენს კახეთის სხვადასხვა რაიონში მდებარე მიწის ნაკვეთებს და მასზე გაშენებულ ღვინის სამარნე შენობებს, ტურისტულ კომპლექსს, ე.წ. შატოს, თავისი სარესტორნო და ტურისტული ინფრასტრუქტურით. მასვე ეკუთვნის ბოთლებში ჩამოსხმული ღვინის ბრენდი 8000 ისტორია. საწარმომ გამოიარა ურთულესი პერიოდები, მაგალითად კორონა ვირუსით გამოწვეული პანდემია, ასევე, რუსეთის ემბარგო 2006 წელს. აღნიშნულ პერიოდებს საწარმომ გაუძლო, ფუნქციონირებდა და ფუნქციონირებს.
საწარმოს აქტივობა 2022 წლიდან დაეცა (ძირითადად რუსეთ-უკრაინის ომის გამო), ომისგან გამოწვეული ერთ-ერთი შედეგია, რომ მოვალემ ვეღარ გადაიხადა სს „თიბისი ბანკის“ ვადამოსული ვალდებულებები, თუმცა 2024 წლის დასაწყისში ბანკთან გაფორმდა მორიგება. საწარმომ ამ ახალ მოდიფიცირებულ ვალდებულებებსაც ვერ გაართვა თავი, ძირითადად შეზღუდული აქტივობების გამო რუსეთისა და უკრაინის ომიდან გამომდინარე. სს „თიბისი ბანკისთვის“ ეს გახდა ძირითადი მიზეზი დაეწყო სააღსრულებო წარმოება.
განცხადების წარდგენის დროისათვის განმცხადებელს (მოვალე: სპს „თენგიზ ბალუაშვილი ქართული ვაზი და ღვინო“) გააჩნია აქტივები 4 503 332 ლარის ღირებულების, ხოლო ვალდებულებების ოდენობაა 4 803 899.68 ლარი.
საჯარო რეესტრის მონაცემებით მოვალის საკუთრებაშია 13 უძრავი ნივთი. სპს-ს სახელზე ავტოსატრანსპორტო საშუალებები რეგისტრირებული არ არის. საწარმოს გააჩნია 136 960.1 ლარის მოძრავი ნივთი. ყველა მოძრავი ქონება წარმოადგენს გირავნობის საგანს სს „თიბისი ბანკის“ ვალდებულების უზრუნველყოფისათვის და ასევე, შემოსავლების სამსახურის მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებას. ჩამოთვლილი უძრავ-მოძრავი ქონებების საბალანსო ღირებულება არის 3 825 605 ლარი.
სსიპ – შემოსავლების სამსახურის ოფიციალური მონაცემებით მოვალეს გააჩნია მოქმედი საბანკო ანგარიშები შემდეგ საბანკო დაწესებულებებში:
სს საქართველოს ბანკი;
სს თიბისი ბანკი;
სს კრედო ბანკი;
სს ჰალიკ ბანკი;
სს ლიბერთი ბანკი.
მოვალის ანგარიშებს ადევს ინკასო და ამდენად, ანგარიშებზე თანხები მეწარმეს არა აქვს. შემოსავლების სამსახურის ინფორმაციის მიუხედავად, სს „კრედო ბანკში“ ანგარიში დახურულია.
განმცხადებელს (მოვალე: სპს „თენგიზ ბალუაშვილი ქართული ვაზი და ღვინო“) აქვს მოთხოვები მესამე პირების მიმართ:
შპს ინგოროყვა ვაინს ენდ სპირიტს ს.ნ. 405229140, მის.: თბილისი, პეკინის გამზირი № 31, ბინა № 11. დებიტორული მოთხოვნა არის 97 000 ლარი. დავალიანება წარმოიშვა ღვინის მიწოდებიდან. დებიტორ შპს-სთან შედგა შედარების აქტი.
შპს უსახელაურის ვენახები ს.ნ. 205277181, მისამართი: თბილისი. ჭონქაძის ქ. №10ა, დებიტორული მოთხოვნა არის 60 150 ლარი. დავალიანება წარმოეშვა ღვინის მიწოდებიდან.
შპს ეი-ბი-ეფ ს.ნ.204553394, მისამართი: გარდაბნის რაიონი, სოფელი მარტყოფი, ვაზიანის დასახლება. დებიტორული მოთხოვნა არის 140 000 ლარი. დავალიანება წარმოეშვა ღვინის მიწოდებიდან.
შპს ყვარლის ღვინის კომპანია ს.ნ.241567540, მისამართი: ყვარელი, ლერმონტოვის 3. დებიტორული მოთხოვნა არის 81 000 ლარი. დავალიანება წარმოეშვა ღვინის მიწოდებიდან.
შპს ქართული ღვინო ს.ნ.431179770, მისამართი: თელავის რაიონი, სოფელი წინანდალი, მე-12, 1 ჩიხი, № 2. დებიტორული მოთხოვნა არის 169 800 ლარი. დავალიანება წარმოეშვა ღვინის მიწოდებიდან.
მთლიანობაში მოვალე-განმცხადებლის მოთხოვნები არის 547 950 ლარი.
განმცხადებლის განმარტებით, მარაგებში ფიქსირდება 95 841 ლარის ღირებულების ღვინო (65841 ლარი) და სპირტი (30000 ლარის ღირებულების). 33 936 ლარის ღირებულების აგური და რკინა-მასალა (სამშენებლო მასალა). საგადასახადო აქტივები სპს-ს „თენგიზ ბალუაშვილი ქართული ვაზი და ღვინოს“ არა აქვს. სულ ქონების (აქტივების) ღირებულება ლარებში არის 4 503 332 ლარი.
სპს „თენგიზ ბალუაშვილი ქართული ვაზი და ღვინოს“ მითითებით მისი კრედიტორები და დავალიანება არის შემდეგი:
სს „თიბისი ბანკი“ ს.ნ. 204854595. მისამართი: თბილისი, ჩუღურეთის რაიონი, მარჯანიშვილის ქუჩა № 7. დავალიანება 3642467.93 ლარი. სს თიბისი ბანკი არის უზრუნველყოფილი კრედიტორი. თიბისი ბანკთან ძველად დადებული სესხის ხელშეკრულებასთან დაკავშირებით შედგა მორიგება, ანუ მოხდა ერთგვარი ნოვაცია და დაიდო აღსასრულებლად სავალდებულო სასამართლო მორიგება, რომელშიც იპოთეკები იგივე დარჩა, ხოლო სესხის გრაფიკი და პირობებიც შეიცვალა. სს „თიბისი ბანკის“ მიმართ განმცხადებლის ვალდებულება შეადგენს 879838.16 ლარი მორიგებიდან 807684.61 ევრო მორიგებიდან 65768.68 ლარი სააღსრულებო საფასურიდან. მთლიანობაში ლარებში – 3642467.93 ლარი. შენიშვნა: ბუღალტრულ მონაცემებში ბანკის ვალდებულებები (ევროს ნაწილში) დათვლილია სხვა კურსით, ამიტომაც არის სხვაობა, ერთია ბუღალტრული სტანდარტები და მეორეა იურიდიულად სავალდებულო სასამართლოს გადაწყვეტილება და აღსრულება. სს „თიბისი ბანკი“ არის უზრუნველყოფილი კრედიტორი, რადგან მის სასარგებლოდ დადებულია გირავნობის ხელშეკრულება მოძრავ ქონებაზე, ხოლო იპოთეკები – უძრავ ნივთებზე. (დანართი 12, 13, 16, 20, 21).. სს „თიბისი ბანკის“ სასარგებლოდ დაწყებულია სააღსრულებო საქმე.
სსიპ „შემოსავლების სამსახური“ (მის.: ვ. გორგასლის ქ. №16). მის წინაშე 2025 წლის 27 აგვისტოს მდგომარეობით არსებული დავალიანება არის 299921 ლარი და 96 თეთრი, საიდანაც ძირი თანხაა 160260.19 ლარი, საურავი – 3963.27 ლარი. შემოსავლების სამსახური არის უზრუნველყოფილი კრედიტორი, რადგან შემოსავლების სამსახურის 17.06.25 შეტყობინება 042-2237-ით მოვალის მთელ ქონებაზე გავრცელდა გირავნობა/იპოთეკა.
შპს „მარიტელი“ ს.ნ. 441560883. მის.: ყვარელი, თამარ მეფის ქუჩა № 21. დავალიანება შეადგენს 31 538.50 ლარს. ეს კომპანია განმცხადებელს აწვდიდა ყურძნის კონცენტრატს, მასთან შედგა შედარების აქტი. მხარეთა შორის წერილობითი ხელშეკრულება არ იდებოდა, მხოლოდ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით ხდებოდა მიწოდება.
შპს „ოლან“ ს.ნ. 441559760. მის.: თბილისი, მგალობლიშვილის ქუჩა № 1, ბ-17. დავალიანება არის 49 082.70 ლარი. კომპანია განმცხადებელს აწვდიდა ყურძნის კონცენტრატს, მასთან შედგა შედარების აქტი, მხარეთა შორის წერილობითი ხელშეკრულება არ იდებოდა, მხოლოდ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით ხდებოდა მიწოდება.
შპს „დამხმარე მასალები“ ს.ნ. 405620788. მის.: თბილისი, ვალენტინ თოფურიძის ქუჩა № 6, შენობა № 11. დავალიანება შეადგენს 328 555 ლარს. კომპანია განმცხადებელს აწვდიდა მეურნეობისთვის აუცილებელ სხვადასხვა პროდუქციას. კრედიტორთან შედგა შედარების აქტი.
შპს „ვაინ კახეთი“ ს.ნ. 405242125. მის.: თელავი, იოსებ ნონეშვილის ქუჩა № 1. დავალიანება არის 345 607 ლარი. კრედიტორთან შედგა შედარების აქტი. კომპანია განმცხადებელს აწვდიდა ღვინის პროდუქციას, რომელიც დადასტურებულია ანგარიშ-ფაქტურებით 1 846 544 ლარის პროდუქცია (ღვინო). სპს-მ „თენგიზ ბალუაშვილი ქართული ვაზი და ღვინო“ აღნიშნულ კომპანიას მიაწოდა 555 220 ლარის ღვინო. ბანკის ანგარიშებიდან სპს-მ „თენგიზ ბალუაშვილი ქართული ვაზი და ღვინო“ გადაურიცხა 945 717 ლარი.
შპს „წინანდალი“ – XXI საუკუნის საუკეთესო ღვინოები ს.ნ. 231250758. მის.: თელავის რაიონი, სოფელი წინანდალი. დავალიანება შეადგენს 37 000 ლარს, კრედიტორთან შედგა შედარების აქტი. კომპანიამ განმცხადებელს მიაწოდა 180 000 ლარის პროდუქცია. საქართველოს ბანკის ანგარიშებიდან სპს-ის „თენგიზ ბალუაშვილი ქართული ვაზი და ღვინო“ მიერ გადარიცხულია 143 000 ლარი.
შპს „შვიდი ვაინი“ ს.ნ. 405130889, მის.: თბილისი, თევდორე მღვდლის ქუჩა № 59, საოფისე ფართი, სართული 2. დავალიანება შეადგენს: 1228 ლარს და 25 თეთრს. კრედიტორთან შედგა შედარების აქტი სახელშეკრულებო ურთიერთობა ხდებოდა ანგარიშ-ფაქტურებით.
შპს „შატო გარეჯი“ ს.ნ. 438113854, მის.: საგარეჯოს რაიონი, სოფელი მზისგული. დავალიანება შეადგენს 22750 ლარს. მასთან შედგა შედარების აქტი სახელშეკრულებო ურთიერთობა ხდებოდა ანგარიშ-ფაქტურებით.
ელიზბარ ბალუაშვილი პ.ნ. 13001069553, მის.: გურჯაანის მუნიციპალიტეტი, სოფ. დავალიანება არის 300 ლარი.
იზა ამონაშვილი პ.ნ. 13001044993, მის.: გურჯაანის მუნიციპალიტეტი, სოფ. ველისციხე. დავალიანება არის 200 ლარი.
ვალიკო სოსებაშვილი პ.ნ. 13001058850, მის.: გურჯაანის მუნიციპალიტეტი, სოფ. ველისციხე,. დავალიანება არის 250 ლარი.(დანართი 51 და 55).
მთლიანობაში 2025 წლის 27 აგვისტოს მდგომარეობით 12 კრედიტორის მიმართ დავალიანება შეადგენს 4 758 900,38 ლარს.
სპს „თენგიზ ბალუაშვილი ქართული ვაზი და ღვინოში“ დასაქმებულები არიან: ელიზბარ ბალუაშვილი პ.ნ.13001069553, მის.: გურჯაანის მუნიციპალიტეტი, სოფ. ველისციხე. ანაზღაურება 300 ლარი; იზა ამონაშვილი პ.ნ.13001044993, მის.: გურჯაანის მუნიციპალიტეტი, სოფ. ველისციხე. დამლაგებელი. ანაზღაურება 200 ლარი; ვალიკო სოსებაშვილი პ.ნ.13001058850, მის.: გურჯაანის მუნიციპალიტეტი, სოფ. ველისციხე, ტექპერსონალი. ანაზღაურება 250 ლარი; თენგიზ ბალუაშვილი პ.ნ.13001008217. მის: გურჯაანის მუნიციპალიტეტი, სოფ. ველისციხე, დირექტორი, ანაზღაურება 2000 ლარი. კომპანია საქმიანობას ეწევა ოჯახის წევრების შრომითაც. ასევე პერიოდულად კომპანია მიმართავს დამატებითი პერსონალის დაქირავებას რთველის პერიოდში.
სპს „თენგიზ ბალუაშვილი ქართული ვაზი და ღვინოს“ ვალდებულებები, სამომავლო და პირობით ვალდებულებებთან ერთად არის 4 803 899.68 ლარი.
განმცხადებლის განმარტებით, 2025 წლის 24 იანვრიდან მის მიმართ მიმდინარეობს სააღსრულებო საქმის წარმოება საქმე A25020890 საქმეზე კრედიტორია სს „თიბისი ბანკი“, ამ საქმეზე ძირითადი მოვალეა სპს (განმცხადებელი). კომპანიის მიმართ მიმდინარე სააღსრულებო წარმოებაში მოვალეები არიან:
სპს თენგიზ ბალუაშვილი ქართული ვაზი და ღვინო (227744554) მისამართი: საქართველო, გურჯაანის რაიონი, სოფ. ველისციხე
თამაზი ბალუაშვილი (13501073064) მისამართი: საქართველო, გურჯაანის მუნიციპალიტეტი, სოფელი ველისციხე, მე-12 ქუჩა, № 22
თენგიზ ბალუაშვილი (13001008217) მისამართი: თბილისი, დიმიტრი ბაქრაძის ქ. № 8 ბ.
საბა ბალუაშვილი (01017044087) მისამართი: თბილისი, დიმიტრი ბაქრაძის ქ. № 8 ბ. 2
სოფიო ურუშაძე (62005028044) მისამართი: თბილისი, დიმიტრი ბაქრაძის ქ. № 8 ბ. 2 / ქ. თბილისი, აბაშიძის ქ. №41
სპს-ის გარდა სხვა პირები წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს, ამასთან ეს პირები არიან ოჯახის წევრები (სანათესაო) და მათი ქონებითაც არის უზრუნველყოფილი სპს-ს ვალდებულება ბანკის წინაშე. ისევე როგორც პარტნიორებიც პასუხისმგებლები არიან კომპანიის სრული ვალის წინაშე.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 06.08.2025 წლის №684/2081-03 წერილით მიმდინარეობს ადმინისტრაციული დავა აღსრულების მიმართ. აღნიშული დავა ეხება სამი ქონების შეფასების დასკვნას. დადგენილია ხარვეზი ბაჟის გადაუხდელობისა და სასარჩელო მოთხოვნის დაზუსტების მოთხოვნით. სხვა გადახდისუუნარობის საქმე სასამართლოში არ მიმდინარეობს.
გადახდისუუნარობის კანონმდებლობის მოთხოვნიდან გამომდინარე, წარმოდგენილია ფინანსური მდგომარეობის უწყისი (ბალანსი) და მოგება-ზარალის უწყისი. კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად სპს-ს შედგენილი აქვს ფინანსური ანგარიშგებები.
ამასთან, განცხადებას ერთვის RS.GE გადამხდელის (მოვალის) გვერდიდან ამოღებული ინფორმაცია – პირადი ბარათი, სადაც მოცემულია სრული საგადასახადო აქტივობა 2020 წლიდან მოყოლებული. სს „თიბისი ბანკთან“ დავის გამო (და არა მხოლოდ) მოვალე საქმიანობისთვის იყენებს საქართველოს ბანკში გახსნილ ანგარიშებს. ამ საბანკო ამონაწერით ჩანს კრედიტორებზე თანხის ჩარიცხვები, კომპანიის ფინანსური აქტივობები, მომწოდებლების შესახებ ინფორმაცია და განმცხადებლის პროდუქციის მყიდველი სუბიექტები.
განმცხადებელი ასევე განმარტავს, რომ „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, განმცხადებელი – მოვალე სპს არის „მეწარმეთა შესახებ“ კანონის შესაბამისად დაფუძნებული სუბიექტი და ჯდება გადახდისუუნარობის კანონმდებლობის მოქმედების სფეროში.
რეაბილიტაციის რეჟიმის მიზნის მიღწევის გონივრული ალბათობასთან მიმართებით განმცხადებელი დამატებით აღნიშნავს, რომ რეაბილიტაციის გეგმა ამ ეტაპისთვის მომზადებული არ არის და არც კრედიტორებთანაა შეთანხმებული. ამასთან, რეაბილიტაციის რეჟიმის მიზნის მიღწევის გონივრული ალბათობა სახეზეა საწარმოს საქმიანობიდან გამომდინარე. სს „საქართველოს ბანკში“ გახსნილ ანგარიშზე ბრუნვები აჩვენებს საწარმოს შესაძლებლობებს. ის აქტივობები, რომელსაც მოვალე ეწევა აშკარად აჩენს მოლოდინს, რომ შემდგომშიც გაგრძელდება და გაიზრდება კიდეც.
სპს-ს აქვს სრული ინფრასტრუქტურა მარანი – მიკრო ქარხანა ღვინის საწარმოებლად, სრული კომპლექტი დასაწური დანადგარებისა და ცისტერნებისა. სპს თავისი ქონებით ახდენს შესყიდული ყურძნის, თუ თავისივე მიწაზე მოყვანილი ყურძნის გადამუშავებას, შენახვას, გადაზიდვას, დაწურვას, გაფილტვრას და სხვა სამუშაოებს.
ამასთან, იმ უძრავ ქონებებზე, რომლებსაც ფლობს მოვალე გაშენებულია საუკეთესო ჯიშის ვენახი, რაც აისახება მის ფასზე. შესაბამისად, მოვალეს გააჩნია შესაძლებლობა, რომ მოიყვანოს ათობით ტონა ყურძენი, დაწუროს და დაამზადოს ღვინო. ღვინის ნაწილიც კი სპეციალურ ბოთლებში ისხმება და იყიდება, ხოლო ნაწილი ღვინის სახით ლიტრაჟობით მიეწოდება მომხმარებელს. აღნიშნული ბიზნესის აქტივობა იწყება სექტემბერ-ოქტომბერში, სწორედ ამ დროიდან კომპანია თავისი ყურძნის რეალიზებით (მინიმუმი დანახარჯით) შეძლებს დაფაროს რეაბილიტაციის ზედამხედველის ხარჯი, სრული საგადასახადო ვალდებულება და ამავე დროს სს „თიბისი ბანკის“ ვალდებულება არანაკლებ 700 000 ლარის ოდენობით. ერთი წლის პერსპექტივაში დაგეგმილია მინიმუმ „თიბისი ბანკის“ დავალიანების 40%-ით დაფარვა.
განმცხადებელი ასევე განმარტავს, რომ როგორც უკიდურესობა, შესაძლებელია შატოს დასრულება და მისი რეალიზაცია. ამასთან, ყურძნის, ღვინის და სხვა ტურისტული ბიზნესსაქმიანობით შემოსული თანხებით სრულად შეიძლება ბანკის ვალდებულებების დაფარვა, მორატორიუმის რეჟიმში დაახლოებით ბანკის ვალდებულების მესამედის აკუმულირება და შემდგომ მისი რეაბილიტაციის მიზნით გამოყენება. ამ პერიოდამდე მეწარმის ძირითადი შემოსავლები მიემართებოდა შატოების მშენებლობას, ხოლო ამ დროისთვის მშენებლობის მთავარი ხარჯები გაღებულია – ერთი შატო ნებისმიერ დროს სტუმრების მიღების მოლოდინშია, რესტორნით, მარანით და ტურისტული ინფრასტრუქტურით.
ზემოაღნიშნულისა და იმ საქმიანი ურთიერთობებისა გამო, რომელიც აქვს მეწარმე სუბიექტს სრულად რეალისტურია რეაბილიტაციის რეჟიმის მიზნის მიღწევის გონივრული ალბათობა.
ამასთან, განმცხადებლის მოთხოვნას ასევე წარმოადგენს მოვალის მართვაში დატოვება. მისი განმარტებით, მოვალე სუბიექტის ხელმძღვანელი გამოცდილია კომპანიის საქმიანობის ძირითადი მიმართულებების კუთხით, მან კომპანია მოიყვანა დღემდე. კომპანიის საქმიანობის სხვადასხვა დროს გაუძლო უამრავ კრიზისს თუ გამოწვევას. ამასთან, კომპანიის სამართლებრივი ფორმიდან გამომდინარეც ნათელია, რომ ის პირადადაა პასუხისმგებელი კომპანიის ვალებზე. ისხმება ღვინო, რომლის ბრენდად ქცევა სწორედ მისი დამსახურებაა, გამოყვანილია ვაზის ჯიშები, სექტემბერ-ოქტომბერში დასაორგანიზებელია რთველი და ღვინის დაყენების მრავალშრიანი პროცედურა, რაც წარმოუდგენელია გამოცდილი პირის გარეშე, ხოლო დირექტორი სწორედ ასეთ პირს წარმოადგენს.
ამასთან, განმცხადებელი განმარტავს, რომ სახეზეა „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის „ა‘’, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული წინაპირობები. კერძოდ:
ქონების (აქტივების) ღირებულებაა 4 503 332 ლარი. ხოლო ვალდებულებების ოდენობაა 4 803 899.68 ლარი.
მიმდინარეობს აღსრულება და აუქციონისთვის მზადდება კომპანიის მთელი ქონება, რაც ასევე ნიშანია კომპანიის გადახდისუუნარობის წინაშე დადგომისა და გამოიწვევს სხვა კრედიტორთა ინტერესების უგულებელყოფას.
შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 17 ივნისის შეტყობინებით № 042-2237, გადასახადის დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის მიზნით კომპანიის მთელ ქონებას დაედო გირავნობა/იპოთეკა. ასევე შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 23 ივნისის ბრძანებით, გადასახადის დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის მიზნით სპს-ის საბანკო ანგარიშებზე ვრცელდება ინკასო.
განმცხადებელი უთითებს, რომ „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველივე მუხლი ადგენს, რომ ამ კანონის მიზანია კრედიტორთა მოთხოვნების კოლექტიური დაკმაყოფილება რეაბილიტაციის მიღწევით, ხოლო რეაბილიტაციის მიღწევის შეუძლებლობის შემთხვევაში − გადახდისუუნარობის მასის რეალიზაციით მიღებული თანხების განაწილებით. მოვალე რეაბილიტაციის საქმის წარმოების გახსნის მოთხოვნით სასამართლოსათვის მიმართვით, თავიდან იცილებს როგორც კრედიტორების დაზარალებას, ისე მოვალის აქტიური ბიზნეს სუბიექტების რიგებიდან გაქრობას, ვინაიდან განმცხადებელს აქვს პოტენციალი სწორი მენეჯმენტის მეშვეობით შეინარჩუნოს ბიზნესაქტიურობა და ამასთანავე, ეტაპობრივად დააკმაყოფილოს კრედიტორთა მოთხოვნები. საწარმოს ხელმძღვანელობის მიზანია, მოვალის ხარჯების შემცირებით მოახერხოს კრედიტორთა მოთხოვნების კანონით დადგენილი წესითა და პირობებით ეტაპობრივი სრული დაკმაყოფილება.
არსებული ვალდებულებების გამო ცხადია არ უნდა მოხდეს მოვალის აქტივების რეალიზაცია, რაც იქნება მისი გაკოტრება და უნარიანი ბიზნესსუბიექტის გაქრობა. ამგვარი მიდგომა ცალსახად დამღუპველი იქნება საბაზრო ეკონომიკისათვის და ძირს გამოუთხრის მთელ სამოქალაქო ბრუნვას. სწორედ მოვლენათა ამგვარი მიმდინარეობის თავიდან ასაცილებლად, „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონი ადგენს, რომ თუკი არსებობს კანონისმიერი შესაძლებლობა, რომ მოვალემ სასამართლოს კონტროლის ქვეშ განახორციელოს საქმიანობა, გაწერილი გეგმის მიხედვით ეტაპობრივად და სრულად დაფაროს ვალები, მაშინ ცხადია მისი ლეგიტიმური მოლოდინი, რომ რეაბილიტაციის რეჟიმში ყოფნით გადაურჩეს გაკოტრებას და ამავდროულად კრედიტორთა მოთხოვნებიც დააკმაყოფილოს.
რეაბილიტაციის რეჟიმმა საბოლოო ჯამში უნდა უზრუნველყოს როგორც კრედიტორთა მოთხოვნების ეტაპობრივი და სრული დაკმაყოფილება, ისე მოვალის ბიზნესაქტივობის შენარჩუნება, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოვალის გაკოტრება და კრედიტორთა მოთხოვნების მნიშვნელოვანი ნაწილის დაკმაყოფილების გარეშე დარჩენა გარდაუვალია.
სასამართლომ განიხილა სპს „თენგიზ ბალუაშვილი ქართული ვაზი და ღვინოს“ (საიდენტიფიკაციო ნომერი: 227744554) განცხადება, წარმოდგენილი ინფორმაციები, მიაჩნია, რომ განცხადება რეაბილიტაციის რეჟიმის გახსნის და მოვალის მართვაში დატოვების შესახებ დასაშვებად უნდა იქნეს ცნობილი და სპს „თენგიზ ბალუაშვილი ქართული ვაზი და ღვინოს“ (საიდენტიფიკაციო ნომერი: 227744554) მიმართ უნდა გაიხსნას რეაბილიტაციის რეჟიმი შემდეგ გარემოებათა გამო:
„რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, ამ კანონის მიზანია კრედიტორთა მოთხოვნების კოლექტიური დაკმაყოფილება რეაბილიტაციის მიღწევით, ხოლო რეაბილიტაციის მიღწევის შეუძლებლობის შემთხვევაში – გადახდისუუნარობის მასის რეალიზაციით მიღებული თანხების განაწილებით. ამ კანონის მიზანია კრედიტორთა მოთხოვნების კოლექტიური დაკმაყოფილება რეაბილიტაციის მიღწევით, ხოლო რეაბილიტაციის მიღწევის შეუძლებლობის შემთხვევაში – გადახდისუუნარობის მასის რეალიზაციით მიღებული თანხების განაწილებით.
ამავე კანონის მე-6 მუხლის 1-ელი ნაწილით, გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების საფუძველია მოვალის გადახდისუუნარობა ან მოსალოდნელი გადახდისუუნარობა. გადახდისუუნარობის საქმის წარმოება იწყება რეაბილიტაციის ან გაკოტრების რეჟიმის გახსნის მოთხოვნით გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების სასამართლოში შეტანით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, გადახდისუუნარობის საქმის წარმოება შეიძლება განხორციელდეს ა) რეაბილიტაციის რეჟიმით; ბ) გაკოტრების რეჟიმით.
„რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის პირველი ნაწილით, გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების სასამართლოში შეტანის უფლება აქვს მოვალეს – საწარმოს ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის მეშვეობით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება უნდა შეიცავდეს განმცხადებლის მოთხოვნას რეაბილიტაციის ან გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე. მოცემულ შემთხვევაში, განმცხადებლის (მოვალის) მოთხოვნაა დაიწყოს გადახდისუუნარობის საქმისწარმოება რეაბილიტაციის გზით.
„რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის 44-ე მუხლის პირველ ნაწილში მითითებულია ის ჩამონათვალი, რასაც უნდა შეიცავდეს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება, რომლითაც განმცხადებელი რეაბილიტაციის რეჟიმის გახსნას მოითხოვს. ამავე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად, გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას უნდა დაერთოს შემდეგი ინფორმაცია (რამდენადაც ეს ცნობილია განმცხადებლისთვის):
ა) ინფორმაცია მოვალის ფინანსური მდგომარეობის შესახებ, რომელიც მოიცავს მის აქტივებსა და ვალდებულებებს, მათ შორის, სამომავლო და პირობით ვალდებულებებს;
ბ) ინფორმაცია უზრუნველყოფის ღონისძიებით დატვირთული მოვალის ქონებისა და უზრუნველყოფილი კრედიტორების ვინაობის (სახელები, სახელწოდებები, მისამართები, საიდენტიფიკაციო ნომრები) შესახებ;
გ) ინფორმაცია მოვალის მიმართ სხვა გადახდისუუნარობის საქმის წარმოების მიმდინარეობის შესახებ;
დ) მოვალის შესახებ ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;
ე) ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც, განმცხადებლის აზრით, მნიშვნელოვანია რეაბილიტაციის რეჟიმის გახსნის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად.
3. თუ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება სასამართლოში მოვალეს შეაქვს, მან, გარდა ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული ინფორმაციისა, აგრეთვე უნდა წარადგინოს:
ა) თავისი კრედიტორების სრული ჩამონათვალი (მიეთითება სახელები, სახელწოდებები, პირადი ნომრები, საიდენტიფიკაციო მონაცემები) და არსებული ვალდებულებების შესახებ ინფორმაცია;
ბ) საგადასახადო ვალდებულებების აღწერილობა და ინფორმაცია მათი ოდენობის, მათ შორის, დაუზუსტებელი ოდენობის, შესახებ;
გ) ინფორმაცია საწარმოს ბალანსის შესახებ, მიმდინარე შემოსავლების (მათ შორის, ყოველთვიური წმინდა შემოსავლის სახეობისა და ოდენობის) და ხარჯების აღწერილობა;
დ) თავისი დებიტორული მოთხოვნების შესახებ ინფორმაცია;
ე) ხელშეკრულებებისა და მიმდინარე რეგულარული ვალდებულებების შესახებ ინფორმაცია;
ვ) მიმდინარე სასამართლო დავების შესახებ ინფორმაცია;
ზ) ამ განცხადების შეტანის მომენტისთვის საწარმოში დასაქმებულთა რაოდენობის შესახებ ინფორმაცია;
თ) ამ განცხადების შეტანის მომენტისთვის წინასწარ მომზადებული რეაბილიტაციის გეგმის პროექტის არსებობის შემთხვევაში – ამ პროექტის ასლი, ხოლო შესაძლებლობის შემთხვევაში − აგრეთვე აღნიშნული განცხადების შეტანის მომენტიდან მომდევნო 12 თვის განმავლობაში შემოსავლებსა და ხარჯებში შესატანი, გონივრულად მოსალოდნელი ცვლილების შესახებ ინფორმაცია;
ი) კრედიტორებთან წინასწარ შეთანხმებული რეაბილიტაციის გეგმა (არსებობის შემთხვევაში). მას უნდა ერთოდეს მოვალის მიერ ამ კანონით დადგენილი კრედიტორთა უმრავლესობისგან წინასწარ მიღებული თანხმობა.
კანონის 47-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობის საკითხს სასამართლო ზეპირი მოსმენით განიხილავს. თუ საქმის ფაქტობრივი გარემოებები სადავო არ არის, სასამართლო უფლებამოსილია ეს საკითხი ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილოს.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოვალე სპს „თენგიზ ბალუაშვილი ქართული ვაზი და ღვინოს“ (საიდენტიფიკაციო ნომერი: 227744554) განცხადებაში მითითებული გარემოებებთან დაკავშირებით არ გამოვლენილა სადავოობის საკითხი და სასამართლომ სპს „თენგიზ ბალუაშვილი ქართული ვაზი და ღვინოს“ (საიდენტიფიკაციო ნომერი: 227744554) განცხადება უნდა განიხილოს ზეპირი მოსმენის გარეშე.
საქმეზე დართული მტკიცებულებების შესწავლისა და ერთობლივი ანალიზით, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოვალეს კომპანიის ფინანსური სიძნელეებისა და ფინანსური სახსრების ნაკლებობის გამო არ შესწევს უნარი დააკმაყოფილოს კრედიტორთა ვადამოსული მოთხოვნები „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულია იმ გარემოებების ჩამონათვალი, რომელთაგან ერთ-ერთის არსებობა იძლევა მოვალის გადახდისუუნარობის ვარაუდს.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზეა აღნიშნული ნორმის „ა“, „ბ“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გარემოებები. კერძოდ, „ა“ ქვეპუნქტის თანახმად: გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების სასამართლოში შეტანის მიზნებისთვის, საპირისპიროს დამტკიცებამდე ივარაუდება, რომ მოვალე გადახდისუუნაროა, თუ არსებობს ერთ-ერთი შემდეგი გარემოება: მოვალის მთლიანი ვალდებულებების, მათ შორის, სამომავლო და პირობითი ვალდებულებების, ჯამი მთლიანი აქტივების ჯამს აღემატება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს მაღალი ალბათობა იმისა, რომ მოვალე შეძლებს საქმიანობის გაგრძელებას, რის შედეგადაც აღმოიფხვრება ვალდებულებების მეტობა აქტივებთან შედარებით. გადახდისუუნარობის არსებობის დადგენის მიზნებისთვის მოვალის ვალდებულებები მოიცავს სამომავლო და პირობით ვალდებულებებსაც, გარდა მოვალეზე პარტნიორის მიერ გაცემული სესხებისა.
„რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად – სავარაუდოა, რომ მოვალე ვადამოსულ ვალდებულებებს შემდგომი 30 დღის განმავლობაში ვერ დაფარავს, რადგან მისი ვადამოსული ვალდებულებების ჯამი მთლიანი ლიკვიდური აქტივების ჯამს არანაკლებ 20 პროცენტით აღემატება (ლიკვიდობის დეფიციტი), გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს მაღალი ალბათობა იმისა, რომ მოვალე დროის გონივრულად მცირე მონაკვეთში შეძლებს ლიკვიდობის დეფიციტის მთლიანად ან არსებითად მთლიანად აღმოფხვრას.
საქმეზე დართული მტკიცებულებების შესწავლისა და ერთობლივი ანალიზით, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოვალეს კომპანიის ფინანსური სიძნელეებისა და ფინანსური სახსრების ნაკლებობის გამო არ შესწევს უნარი დააკმაყოფილოს კრედიტორთა ვადამოსული მოთხოვნები, არსებული ფინანსური მდგომარეობის ამსახველი ინფორმაციის მიხედვით არ დასტურდება ალბათობა იმისა, რომ მოვალე დროის გონივრულად მცირე მონაკვეთში შეძლებს ლიკვიდობის დეფიციტის მთლიანად ან არსებითად მთლიანად აღმოფხვრას.
„რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების სასამართლოში შეტანის მიზნებისთვის, საპირისპიროს დამტკიცებამდე ივარაუდება, რომ მოვალე გადახდისუუნაროა, თუ:
ე) მოვალის მიმართ განცხადების შეტანამდე არანაკლებ 30 დღის განმავლობაში მოქმედებს საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიება; ხოლო ამავე მუხლის ამავე პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, საპირისპიროს დამტკიცებამდე ივარაუდება, რომ მოვალე გადახდისუუნაროა, თუ:
ვ) მოვალის ან მესამე პირის ვალდებულებების შესასრულებლად უზრუნველყოფის ხელშეკრულებით ან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძვლით დაიწყო მოვალის ქონების რეალიზაციის პროცესი, რომლის გაგრძელება საფრთხეს შეუქმნის სხვა კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილებას.
„რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულია იმ გარემოებების ჩამონათვალი, რომელთაგან ერთ-ერთის არსებობა იძლევა მოვალის გადახდისუუნარობის ვარაუდს. საქმეზე დართული მტკიცებულებების შესწავლისა და ერთობლივი ანალიზით, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოვალეს კომპანიის ფინანსური სიძნელეებისა და ფინანსური სახსრების ნაკლებობის გამო არ შესწევს უნარი დააკმაყოფილოს კრედიტორთა ვადამოსული მოთხოვნები, სახეზეა ლიკვიდობის დეფიციტი, განცხადების სასამართლოში წარმოდგენამდე 30 დღის განმავლობაში მოქმედებს საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიება და ერთ-ერთი კრედიტორის მოთხოვნის საფუძველზე დაწყებულია იძულებითი აღსრულება.
„რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის მიზანია კრედიტორთა მოთხოვნების კოლექტიური დაკმაყოფილება რეაბილიტაციის მიღწევით, ხოლო რეაბილიტაციის მიღწევის შეუძლებლობის შემთხვევაში – გადახდისუუნარობის მასის რეალიზაციით მიღებული თანხების განაწილებით. რეაბილიტაციის რეჟიმი გულისხმობს მოვალის გადარჩენის გზით კრედიტორთა დაკმაყოფილების საუკეთესო გზას. შესაბამისად, გადახდისუუნარობის რეჟიმის გახსნის შედეგად რეაბილიტაცია მოვალისა და კრედიტორებისათვის ყველაზე ოპტიმალური გამოსავალია.
„რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის 44.1 მუხლის „ი“ ქვეპუნქტით, გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება, რომლითაც განმცხადებელი რეაბილიტაციის რეჟიმის გახსნას მოითხოვს, მითითებული უნდა იყოს მოთხოვნა მოვალის მართვაში დატოვების ან რეაბილიტაციის მმართველის დანიშვნის შესახებ.
ამავე კანონის 69.1 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, თუ რეაბილიტაციის რეჟიმის გახსნის შესახებ მოვალის განცხადებით პირდაპირ არის მოთხოვნილი მოვალის მართვაში დატოვება, სასამართლო მოვალეს მართვაში ტოვებს, თუკი ამას გონივრულად და დასაბუთებულად მიიჩნევს. ამავე კანონის 74.1 მუხლის თანახმად, რეაბილიტაციის ზედამხედველს ნიშნავს სასამართლო მხოლოდ მართვაში მყოფი მოვალის შემთხვევაში.
მოცემულ შემთხვევაში განმცხადებელი ითხოვს მოვალის, კერძოდ, მისი დირექტორის, თენგიზ ბალუაშვილის (პირადი ნომერი: 13001008217) მართვაში დატოვებას, რადგან იგი გამოცდილია კომპანიის საქმიანობის ძირითადი მიმართულებების კუთხით. ამასთან, დირექტორის დამოკიდებულება კომპანიის სამართლებრივი ფორმიდან გამომდინარეც ნათელია, რომ ის პირადადაა პასუხისმგებელი კომპანიის ვალებზე. კომპანია დღემდე ფუნქციონირებს.
სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში მოვალე უნდა დარჩეს მართვაში და დაინიშნოს რეაბილიტაციის ზედამხედველი კანონის მოთხოვნათა დაცვით.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ სპს-ს „თენგიზ ბალუაშვილი ქართული ვაზი და ღვინო“ (საიდენტიფიკაციო ნომერი: 227744554) განცხადება აკმაყოფილებს „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონით განცხადების დასაშვებობისათვის დადგენილ მოთხოვნებს, რის შესაბამისადაც, მოვალის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს და მის მიმართ გაიხსნას რეაბილიტაციის რეჟიმი, ხოლო მისი დირექტორი დარჩეს კომპანიის მართვაში.
სასამართლომ იხელმძღვანელა „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის 1-ლი,მე-4, მე-6, მე-8, მე-9, მე-11, 43-ე, 44-ე, 47-ე, 49-ე, 50-ე, 51-ე, 55-ე, 56-ე, 62-ე, 63-ე, 64-ე, 73-ე, 74-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სპს-ს „თენგიზ ბალუაშვილი ქართული ვაზი და ღვინო“ (საიდენტიფიკაციო ნომერი: 227744554) წარმომადგენლის გიგა სულაქველიძის განცხადება დასაშვებად იქნეს ცნობილი.
2. სპს-ს „თენგიზ ბალუაშვილი ქართული ვაზი და ღვინო“ (საიდენტიფიკაციო ნომერი: 227744554) მიმართ გაიხსნას რეაბილიტაციის რეჟიმი.
3. სპს-ს „თენგიზ ბალუაშვილი ქართული ვაზი და ღვინო“ (საიდენტიფიკაციო ნომერი: 227744554) დირექტორი თენგიზ ბალუაშვილი (პირადი ნომერი: 13001008217) დარჩეს მართვაში.
4. რეაბილიტაციის ზედამხედველად დაინიშნოს გადახდისუუნარობის პრაქტიკოსი ნატალი ჭუჭულაშვილი (პირადი ნომერი: 40001033404; ტელ.: 555559558; ელ.ფოსტა: №atalitchutchulashvili@gmail.com), რომელიც შერჩეულ იქნა „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-5 პუნქტისა და 74-ე მუხლის საფუძველზე.
5. გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და რეაბილიტაციის რეჟიმის გახსნის თაობაზე სასამართლოს განჩინების გამოტანისთანავე ავტომატურად:
ა) ჩერდება მოვალის ქონების წინააღმდეგ მიმდინარე იძულებითი აღსრულების ღონისძიებები, ხოლო იძულებითი აღსრულების ახალი ღონისძიებების დაწყება აღარ დაიშვება;
ბ) ჩერდება და აღარ დაიშვება საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიებები (საგადასახადო გირავნობა, იპოთეკა და სხვა), ასევე ჯარიმისა და საურავის დარიცხვა/გადახდა, ხოლო აღსრულების უზრუნველყოფის ახალი ღონისძიებების დაწყება არ დაიშვება, გარდა საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესით სასამართლოს მიერ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და რეაბილიტაციის/გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე სასამართლო განჩინების გამოტანის შემდეგ წარმოშობილი საგადასახადო დავალიანების დაფარვის მიზნით განხორციელებული ღონისძიებებისა;
გ) ჩერდება და არ დაიშვება კრედიტორის დაკმაყოფილება უზრუნველყოფის საგნიდან, გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა;
დ) არ დაიშვება დივიდენდის განაწილების, საწარმოს რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღება;
ე) არ დაიშვება გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყებამდე წარმოშობილი ვალდებულებების შესრულება, ახალი ვალდებულებების აღება, გადახდის ახალ პირობებზე შეთანხმება და მათი უზრუნველყოფა, გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა;
ვ) ჩერდება გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყებამდე წარმოშობილ ვალდებულებებზე პროცენტის გადახდა. ამასთან, მორატორიუმით არ ჩერდება პროცენტის დარიცხვა, რომელიც გათვალისწინებული უნდა იქნეს კრედიტორთა მოთხოვნებში;
ზ) ჩერდება პირგასამტეხლოს დარიცხვა და გადახდა. თუ გადახდისუუნარობის საქმის წარმოება გადახდისუუნარობის საფუძვლის არარსებობის გამო შეწყდება, მიიჩნევა, რომ საქმის წარმოება შეწყდება გადახდისუუნარობის საფუძვლების არარსებობის გამო, ჩაითვლება, რომ პირგასამტეხლოს დარიცხვა უწყვეტად მიმდინარეობდა;
თ) არ დაიშვება ახალი საპროცესო უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენება;
ი) ჩერდება გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყებამდე აღძრული, გადახდისუუნარობის მასის წინააღმდეგ მიმართული დავების განხილვა სასამართლოში, არბიტრაჟში, ადმინისტრაციულ ორგანოში, ხოლო ახალი დავების დაწყება არ დაიშვება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა დავა ეხება გადახდისუუნარობის მასიდან ნივთის გამოყოფას ან ამ კანონით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევისა. ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, უფლების განხორციელების ხანდაზმულობას ვადის დინება ჩერდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 132-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად.
6. განემარტოს მართვაში მყოფ მოვალეს (მმართველს), რომ მასზე ვრცელდება რეაბილიტაციის მმართველისთვის „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესები, გარდა ამ კანონით პირდაპირ გათვალისწინებული გამონაკლისებისა. მართვაში მყოფ მოვალეს აქვს რეაბილიტაციის მმართველისთვის ამ კანონით განსაზღვრული ყველა უფლება და მოვალეობა, გარდა:
ა) იმ უფლებებისა და მოვალეობებისა, რომლებიც აქვს რეაბილიტაციის ზედამხედველს;
ბ) მოვალის ყოფილი ან მოქმედი დირექტორის ან ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი სხვა პირების ქმედებებისა და მათ მიერ დადებული გარიგებების შეცილების უფლებისა.
7. განემარტოს მართვაში მყოფ მოვალეს, რომ იგი
ა) გასცემს თანხმობას ისეთ გარიგებაზე:
ა.ა) რომელიც იდება 2 თვეზე მეტი ვადით;
ა.ბ) რომელიც სცილდება მოვალის ჩვეულებრივ კომერციულ საქმიანობას;
ა.გ) რომლის ღირებულებაც წინა წლის ბრუნვის 30%-ს აღემატება;
ბ) ადგენს ანგარიშებს ამ კანონის მოთხოვნათა შესაბამისად და წარუდგენს სასამართლოს;
გ) ანგარიშის შედგენის მიზნით შეისწავლის კრედიტორულ მოთხოვნებს;
დ) ადგენს კრედიტორთა პირველად რეესტრს ამ კანონის 52-ე მუხლის შესაბამისად;
ე) უფლებამოსილია, მოვალისაგან გამოითხოვოს ინფორმაცია მოვალის ქონების, ვალდებულებების, ფინანსური მდგომარეობის, საქმიანობისა და გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობის მომენტისათვის მიმდინარე დავების შესახებ. მმართველს უფლება აქვს მოსთხოვოს მოვალეს მის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის დაზუსტება;
ვ) იძიებს და აღწერს მოვალის სახელზე რიცხულ ქონებას;
ზ) დაუყოვნებლივ ატყობინებს კრედიტორებს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და საქმის წარმოებაში ელექტრონული სისტემის გამოყენების ვალდებულების შესახებ. შეტყობინებაში ასევე მითითებული უნდა იყოს კრედიტორების უფლება, წარმოადგინონ მოთხოვნები და მოსაზრებები ამ კანონით განსაზღვრულ ვადაში;
თ) შუამდგომლობით მიმართავს სასამართლოს მისთვის მოვალის მართვის უფლების სრულად გადაცემის შესახებ, თუ საწარმოს რაიმე მიზეზით არ ჰყავს ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი ან ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი, რომელსაც შენარჩუნებული აქვს ამ კანონით განსაზღვრული წესით საწარმოს მართვის უფლება:
თ.ა) არ თანამშრომლობს მასთან ამ კანონით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად;
თ.ბ) ცალსახად ზიანს აყენებს გადახდისუუნარობის მასას;
თ.გ) თავს არიდებს კანონმდებლობით ან მოვალის წესდებით დადგენილი მოვალეობის შესრულებას, მათ შორის, აღარ მართავს საწარმოს.
მმართველის მიერ ზ/ხსენებულ გარიგებაზე თანხმობის გაცემაზე უარის თქმის შემთხვევაში, მოვალეს შეუძლია ნებართვის გაცემის მოთხოვნით განცხადებით მიმართოს სასამართლოს.
8. განემარტოს მართვაში მყოფ მოვალეს, რომ იგი ვალდებულია რეაბილიტაციის ზედამხედველის თანხმობის გარეშე არ განახორციელოს ისეთი ქმედება, რომლის განხორციელებაზე რეაბილიტაციის ზედამხედველის თანხმობის აუცილებლობა „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონით პირდაპირ არის გათვალისწინებული. რეაბილიტაციის გეგმის დამტკიცებამდე მოვალეს ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლების მიღმა ვალდებულების აღება/ხელშეკრულების დადება შეუძლია მხოლოდ რეაბილიტაციის ზედამხედველის თანხმობით.
9. განემარტოს მმართველს (მართვაში მყოფ მოვალეს), რომ იგი ვალდებულია გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობის თაობაზე ყველა ცნობილ და სავარაუდო კრედიტორს გაუგზავნოს შეტყობინება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობის თაობაზე, რომელიც უნდა შეიცავდეს ინფორმაციას: ა) მოვალის გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობის თაობაზე; ბ) მოვალის მიერ კრედიტორის მიმართ აღიარებული ვალდებულების ოდენობის თაობაზე და მითითებას კრედიტორის მიერ ამ კანონით დადგენილ ვადაში აღნიშნული ოდენობის შესახებ შედავების უფლებაზე; გ) შესაბამისი რეჟიმის გახსნის თაობაზე მოსაზრების ამ კანონით დადგენილ ვადაში წარდგენის შესაძლებლობის შესახებ.
10. გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და რეაბილიტაციის/გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე განჩინების „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებიდან 15 დღის ვადაში, ნებისმიერი კრედიტორი უფლებამოსილია, სასამართლოს წარუდგინოს თავისი მოსაზრება მოვალის გადახდისუუნარობის/მოსალოდნელი გადახდისუუნარობისა და განცხადებით მოთხოვნილი რეჟიმის გახსნის თაობაზე. ამ მიზნით, თითოეულ კრედიტორს უფლება აქვს, გადახდისუუნარობის პრაქტიკოსისგან დამატებით გამოითხოვოს მოვალესთან დაკავშირებული ფინანსური ან სხვა სახის ინფორმაცია, რაც მმართველის მიერ ქვეყნდება ელექტრონულ პროგრამაში, გარდა კომერციულ საიდუმლოებას მიკუთვნებული ინფორმაციისა.
11. განემარტოს მმართველს (მართვაში მყოფ მოვალეს), რომ იგი კრედიტორთა მოთხოვნების შემოწმებას ახორციელებს და კრედიტორთა რეესტრს ადგენს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობიდან 60 დღის ვადაში, კრედიტორებისაგან მიღებული ან/და მის მიერ მოძიებული ინფორმაციის საფუძველზე.
12. განემარტოს რეაბილიტაციის ზედამხედველს, რომ იგი უფლებამოსილია:
ა) მიმართოს სასამართლოს კრედიტორთა კრების მოსაწვევად შემდეგ შემთხვევებში:
ა.ა) ამ კანონით გათვალისწინებული შეცილების საფუძვლის განსახილველად;
ა.ბ) მართვაში მყოფი მოვალის რეაბილიტაციის მმართველით შეცვლის საკითხის განსახილველად;
ა.გ) მთლიანი მოთხოვნების 10 პროცენტის მფლობელი კრედიტორების მოთხოვნით, კრედიტორთა კრების კომპეტენციისთვის მიკუთვნებული საკითხის გადასაწყვეტად;
ბ) გამოითხოვოს და მიიღოს მოვალის საქმიანობის ანგარიში, გაეცნოს მას და მოითხოვოს, რომ მისთვის სრულად იყოს ხელმისაწვდომი მოვალის ქონება, ყველა საბუღალტრო და საფინანსო ჩანაწერი, სამეწარმეო დოკუმენტი, გარიგება, მათ შორის, ელექტრონულად და კომპიუტერული პროგრამის სახით;
გ) კრედიტორთა რეესტრის შედგენის მიზნებისთვის მოვალეს მისცეს ან არ მისცეს თანხმობა კრედიტორული მოთხოვნის სრულად ან ნაწილობრივ უარყოფაზე ან აღიარებაზე;
დ) მოვალესთან ერთად მოამზადოს რეაბილიტაციის გეგმის პროექტი ან ამ გეგმის გადასინჯვის პროექტი. რეაბილიტაციის ზედამხედველი ვალდებულია რეაბილიტაციის გეგმის პროექტს დაურთოს დასაბუთებული წერილობითი შენიშვნები მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ რეაბილიტაციის ზედამხედველი და მოვალე რეაბილიტაციის გეგმის ცალკეულ კომპონენტებზე ვერ თანხმდებიან და, რეაბილიტაციის ზედამხედველის შეფასებით, აღნიშნული გეგმის პროექტი არ შეესაბამება ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებსა და სტანდარტებს. თუ რეაბილიტაციის ზედამხედველი რეაბილიტაციის გეგმის პროექტს დასაბუთებულ შენიშვნებს არ დაურთავს, მიიჩნევა, რომ იგი ეთანხმება ამ პროექტს;
ე) უხელმძღვანელოს კრედიტორთა კრებას;
ვ) თავისი ფუნქციების შესასრულებლად შეუზღუდავად ითანამშრომლოს კრედიტორებსა და კრედიტორთა კომიტეტთან (არსებობის შემთხვევაში); დაესწროს კრედიტორთა კომიტეტის სხდომებს და მოიპოვოს მისთვის საჭირო ინფორმაცია;
ზ) ადმინისტრაციულ ორგანოებსა და სასამართლოში განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით დაინტერესებული პირისთვის მინიჭებული ყველა უფლებამოსილება, მათ შორის, შეუზღუდავად გაეცნოს მოვალის შესახებ სასამართლოში დაცულ ინფორმაციას, ინფორმაციის დახურული ნაწილის ჩათვლით, მისი კონფიდენციალურობის დაცვის პირობით;
თ) მოვალისგან გამოითხოვოს მისი უფლებამოსილებების განხორციელებისთვის საჭირო ახსნა-განმარტება, ინფორმაცია ან/და ანგარიში ნებისმიერ საკითხზე;
ი) განახორციელოს ამ კანონით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებები.
13. გაუქმდეს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობამდე გამოყენებული იძულებითი აღსრულების ღონისძიება და საპროცესო უზრუნველყოფის ღონისძიების სახით დაწესებული შეზღუდვები.
14. განჩინება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და რეაბილიტაციის რეჟიმის გახსნის თაობაზე გამოქვეყნდეს ამ კანონით დადგენილი წესით: გადახდისუუნარობის საქმის წარმოების ელექტორნულ სისტემაში (www.ecourt.ge) და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებ-გვერდზე; ასევე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და რეაბილიტაციის რეჟიმის გახსნის თაობაზე განჩინება გაეგზავნოს აღსრულების ეროვნულ ბიუროსა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს (შემდგომ − საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო) მორატორიუმის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში შესასრულებლად (საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ვალდებულია, საქართველოს ეროვნულ ბანკს დაუყოვნებლივ მიაწოდოს ინფორმაცია „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად მოქმედი საგადახდო სისტემის მონაწილე საწარმოს მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და რეაბილიტაციის რეჟიმის გახსნის თაობაზე განჩინების გამოტანის შესახებ).
15. განჩინებაზე კერძო საჩივრის შეტანა შეუძლია გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის მხარეს, რომლის მიმართაც გამოტანილია განჩინება, აგრეთვე იმ პირს, რომელსაც უშუალოდ ეხება ეს განჩინება, გადახდისუუნარობის საქმის წარმოების ელექტრონულ სისტემაში (ვებგვერდზე – www.ecourt.ge) მისი გამოქვეყნებიდან 05 (ხუთი) დღის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი, №64). ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია.
მოსამართლე დავით აკობიძე