საქართველოს რესპუბლიკის კომუნალური მეურნეობის სახელმწიფო გაერთიანების შექმნის შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება №711 |
|
1992 წლის 6 ივლისი ქ. თბილისი |
თანამედროვე მოთხოვნებს არ შეესაბამება მეცნიერულ-ტექნიკური პროგრესის მიღწევათა დანერგვა.
შექმნილი სირთულეების დაძლევას ხელი ვერ შეუწყო და დადებითი შედეგები ვერ გამოიღო კომუნალური დარგის, საექსპლუატაციო სამსახურის მექანიკურმა შერწყმამ რესპუბლიკის სამშენებლო კომპლექსთან. ასეთი გადაწყვეტილების გამო დარგი, რომელსაც უდიდესი სოციალური მნიშვნელობა აქვს, სახელმწიფოს ყურადღების მიღმა აღმოჩნდა.
დიდ სახელმწიფოებრივ მნიშვნელობას ანიჭებს რა რესპუბლიკის მოსახლეობის კომუნალური მომსახურების უზრუნველყოფას, საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა ადგენს:
1. გამოეყოს საქართველოს რესპუბლიკის არქიტექტურისა და მშენებლობის საქმეთა სამინისტროს კომუნალური მეურნეობის სახელმწიფო გაერთიანება და შეიქმნას მის ბაზაზე საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის დაქვემდებარებაში საქართველოს რესპუბლიკის კომუნალური მეურნეობის სახელმწიფო გაერთიანება.
2. დაევალოს საქართველოს რესპუბლიკის კომუნალური მეურნეობის სახელმწიფო გაერთიანებას ორი კვირის ვადაში წარმოუდგინოს საქართველოს რესპუბლიკის მთავრობას დასამტკიცებლად დებულება და მართვის სტრუქტურა.
3. ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის 1991 წლის 3 აპრილის N254 დადგენილება „საქართველოს რესპუბლიკის სამშენებლო კომპლექსის რეორგანიზაციის შესახებ“ კომუნალური მეურნეობის ნაწილში.
საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის -
პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი თ. სიგუა
საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის სახელმწიფო კანცელარიის
მმართველის მოვალეობის შემსრულებელი გ. ბერიძე