“საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის დებულებასა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის რეგიონალური საბაჟო ორგანოების ტიპიური დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 23 ივნისის №426 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ”

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№1055
სარეგისტრაციო კოდი
230.010.000.22.033.009.154
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 114, 30/08/2006
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 230.010.000.22.033.009.154

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №1055

2006 წლის 25 აგვისტო

ქ. თბილისი

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის დებულებისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის რეგიონალური საბაჟო ორგანოების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 23 ივნისის №426 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლისა და „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქარ­თველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ი“ და „ლ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1. „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის დებულებისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის რეგიო­ნალური საბაჟო ორგანოების ტიპური დებულე­ბის დამ­ტკი­ცების შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინის­ტრის 2004 წლის 23 ივნისის №426 ბრძანებით (სსმ III, 2004წ., №64, მუხ. 569) დამტკიცებულ საქარ­თვე­ლოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარ­ტამენტის რეგიონალური საბაჟოს ტიპურ დებულებაში (დანართი №2) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. დებულების მე-5 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყა­ლიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. საბაჟო გამშვები პუნქტის ძირითადი ამოცანებია:

ა) საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგი­ლებული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების აღრიცხვა და საბაჟო კონტროლი;

ბ) დანიშნულების საბაჟო ორგანომდე და/ან საბაჟო გაფორმების ადგილამდე იმ საქონლის, რომლის საიმე­დო იდენტიფიცირება საბაჟო გამშვები პუნქტის ტერი­ტორიაზე შეუძლებელია, გადაადგილებაზე უშუალო ზედამხედველობის განხორციელება საბაჟო მოხელის თანხლებით;

გ) საბაჟო კონტროლთან ერთად ვეტერინარული და ფიტოსანიტარული კონტროლის განხორციელება;

დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში საბაჟო გადასახდელებისა და შესაბამისი მოსაკრებლების დარიცხვა-ამოღება და ბიუჯეტში მათი დროული და სრული აკუმულირება;

ე) კომპეტენციის ფარგლებში ფიზიკური პირების მიერ შემოტანილი საქონლის საბაჟო გაფორმება;

ვ) საბაჟო საზღვარზე საბაჟო წესების დარღვევით გადაადგილებული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების გამოვლენა-აღკვეთა, მათზე სათანადო რეაგირება.”.

2. დებულების მე-5 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყა­ლიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. საბაჟო საგუშაგოს ძირითადი ამოცანებია:

ა) კომპეტენციის ფარგლებში სამოქმედო ტერიტო­რიაზე საქართველოს საბაჟო პოლიტიკის განხორ­ციელების უზრუნველყოფა;

ბ) საბაჟო საზღვარზე გადაადგილებული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების აღრიცხვა და საბაჟო კონტროლი;

გ) დანიშნულების საბაჟო ორგანომდე და/ან საბაჟო გაფორმების ადგილამდე იმ საქონლის, რომლის საიმედო იდენტიფიცირება საბაჟო გამშვები პუნქტის ტერიტორიაზე შეუძლებელია, გადაადგილებაზე უშუა­ლო ზედამხედველობის განხორციელება საბაჟო მოხე­ლის თანხლებით;

დ) საბაჟო კონტროლთან ერთად ვეტერინარული და ფიტოსანიტარიული კონტროლის განხორციელება;

ე) თავისი კომპეტენციის ფარგლებში საბაჟო გადასახ­დელებისა და შესაბამისი მოსაკრებლების დარიცხვა-ამოღება და ბიუჯეტში მათი დროული და სრული აკუმულირება;

ვ) კომპეტენციის ფარგლებში ფიზიკური პირების მიერ შემოტანილი საქონლის საბაჟო გაფორმება;

ზ) საბაჟო საზღვარზე საბაჟო წესების დარღვევით გადადგილებული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების გამოვლენა-აღკვეთა, მათზე სათანადო რეაგირება;

თ) საბაჟო რეჟიმების რეგულირება;

ი) საბაჟო საზღვარზე გადაადგილებული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების საბაჟო გაფორმება;

კ) სამოქმედო ტერიტორიაზე ბიუჯეტის შემოსავ­ლების შესრულებაზე კონტროლის განხორციელება;

ლ) საბაჟო საწყობების, უბაჟო ვაჭრობის მაღაზიე­ბის, თავისუფალი საწყობების, დროებითი შენახვის საწყობების საქმიანობის და მათში არსებული საბაჟო კონტროლს დაქვემდებარებული საქონლისა და/ან სატრანსპორტო საშუალებების საბაჟო კონტროლი;

მ) საბაჟო ღირებულების განსაზღვრის კონტროლი;

ნ) ცალკეულ საბაჟო რეჟიმში მოქცეული საქონლის (გადამუშავება, დროებითი შემოტანა ან გატანა, რეექსპორტი, საბაჟო საწყობი) სისტემატური კონ­ტროლი, ამ რეჟიმით გათვალისწინებული პირობების და ვალდებულებების შესრულებაზე;

ო) საბაჟო საქმის ორგანიზაციასთან დაკავშირებით საბაჟო ორგანოს ხელმძღვანელის ცალკეული დავალე­ბების შესრულება.“.

მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

მინისტრის პირველი მოადგილე                   ლ. გოცირიძე