რუსეთის ფედერაციაში საქართველოს რესპუბლიკის საელჩოს შექმნის შესახებ

მიღების თარიღი 30.12.1992
გამომცემი ორგანო საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი
ნომერი №1151
სარეგისტრაციო კოდი 000000420.02(0).000.000453
გამოქვეყნების წყარო საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის დადგენილებანი, 12, 31/12/1992
85 სიტყვა · ~1 წთ

დოკუმენტის ტექსტი

რუსეთის ფედერაციაში საქართველოს რესპუბლიკის საელჩოს შექმნის შესახებ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილება №1151 1992 წლის 30 დეკემბერი ქ. თბილისი რუსეთის ფედერაციაში საქართველოს რესპუბლიკის საელჩოს შექმნის შესახებ „სახელმწიფო ხელისუფლების შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონიდან გამომდინარე და საქართველოს რესპუბლიკასა და რუსეთის ფედერაციას შორის დიპლომატიური ურთიერთობის დამყარების შესახებ ოქმის საფუძველზე საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი ადგენს: 1. გაუქმდეს საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის მუდმივი წარმომადგენლობა ქ. მოსკოვში და მის ბაზაზე შეიქმნას საქართველოს რესპუბლიკის საელჩო რუსეთის ფედერაციაში. 2. ჩაითვალოს საქართველოს რესპუბლიკის საელჩო რუსეთის ფედერაციაში მუდმივი წარმომადგენლობის სამართალმემკვიდრედ. საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი                                                  თ. სიგუა