თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ქართველოლოგიის სკოლის ცენტრის შექმნის შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება №960 |
|
1992 წლის 30 სექტემბერი ქ. თბილისი |
1. მიღებულ იქნეს თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის წინადადება მასთან იურიდიული პირის უფლებით ქართველოლოგიის სკოლის ცენტრის შექმნის შესახებ.
2. თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტმა გამოყოს ქართველოლოგიის სკოლის ცენტრის ფუნქციონირებისათვის საჭირო ფართობი.
3. საქართველოს რესპუბლიკის მეცნიერებისა და ტექნიკის სამინისტრომ მიმდინარე წლის მეოთხე კვარტალში გამოუყოს ქართველოლოგიის სკოლის ცენტრს შესაბამისი დაფინანსება.
4. ქართველოლოგიის სკოლის ცენტრმა შეიმუშაოს და დაამტკიცოს თავისი დებულება არსებული წესის შესაბამისად.
საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის -
პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი თ. სიგუა
საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის სახელმწიფო
კანცელარიის მმართველის პირველი მოადგილის
მოვალეობის შემსრულებელი კ. გელაშვილი