საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე დისლოცირებული რუსეთის სამხედრო ნაწილებისაგან უკანონოდ შეძენილი ან მიტაცებული ქონების კერძო პირებისათვის ჩამორთმევის შესახებ

მიღების თარიღი 26.02.1993
გამომცემი ორგანო საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი
ნომერი №169
სარეგისტრაციო კოდი 000000340.02(0).000.000467 4
გამოქვეყნების წყარო საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილებანი, 2, 26/02/1993
112 სიტყვა · ~1 წთ

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე დისლოცირებული რუსეთის სამხედრო ნაწილებისაგან უკანონოდ შეძენილი ან მიტაცებული ქონების კერძო პირებისათვის ჩამორთმევის შესახებ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილება №169 1993 წლის 26 თებერვალი ქ. თბილისი საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე დისლოცირებული რუსეთის სამხედრო ნაწილებისაგან უკანონოდ შეძენილი ან მიტაცებული ქონების კერძო პირებისათვის ჩამორთმევის შესახებ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი ადგენს: 1. ჩამოერთვათ კანონით დადგენილი წესით კერძო პირებს საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე დისლოცირებული რუსეთის სამხედრო ნაწილებისაგან უკანონოდ შეძენილი ან მიტაცებული ქონება, მათ შორის ყველა სახის ავტომობილები და სხვა სატრანსპორტო საშუალებანი, სამხედრო ტექნიკა და აღჭურვილობა, საბრძოლო იარაღი და მისი ნაწილები. 2. ამ ღონისძიების განხორციელება დაეკისროს საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს,  რომელმაც მისი შესრულების მიმდინარეობის შესახებ ყოველთვიურად წარმოუდგინოს ინფორმაცია საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტს. საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი                                                   თ. სიგუა