საქართველოს რესპუბლიკის კულტურის სამინისტროსთან არსებული სახელმწიფო კინოკორპორაციის რეორგანიზაციის შესახებ

მიღების თარიღი 26.08.1992
გამომცემი ორგანო საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი
ნომერი №870
სარეგისტრაციო კოდი 000000010.02(0).000.000397 111
გამოქვეყნების წყარო საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის დადგენილებანი, 8, 31/08/1992
262 სიტყვა · ~1 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს რესპუბლიკის კულტურის სამინისტროსთან არსებული სახელმწიფო კინოკორპორაციის რეორგანიზაციის შესახებ საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება N 870 1992 წლის 26 აგვისტო ქ. თბილისი საქართველოს რესპუბლიკის კულტურის სამინისტროსთან არსებული სახელმწიფო კინოკორპორაციის რეორგანიზაციის შესახებ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 25 იანვრის №74 დადგენილების შესაბამისად რესპუბლიკაში კინემატოგრაფიის სფეროს მართვის გაუმჯობესების მიზნით საქართველოს რესპუბლიკის მთავრო ადგენს: 1. გაუქმდეს საქართველოს რესპუბლიკის კულტურის სამინისტროსთან არსებული სახელმწიფო კინოკორპორაცია, გამოვიდეს იგი საქართველოს რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს სისტემიდან და მის ბაზაზე სახელმწიფო საწარმოს ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმით დაფუძნდეს სახელმწიფო კონცერნი „ქართული ფილმი“, რომელიც კოორდინაციას გაუწევს რესპუბლიკაში კინოშემოქმედებას, კინოწარმოებასა და კინოვიდეო მომსახურებას. 2. სახელმწიფო კონცერნ „ქართული ფილმის“ საქმიანობის დაფინანსების წყაროებად გამოყენებულ იქნეს სამეურნეო საქმიანობიდან მიღებული შემოსავლები, კანონით ნებადართული სხვა შემოსავლები, აგრეთვე მიზნობრივი (საბიუჯეტო ასიგნებანი. 3. სახელმწიფო კონცერნი „ქართული ფილმი“ შეიქმნას ნებაყოფლობით გაერთიანებული კინოორგანიზაციების საფუძველზე თანახმად საქართველოს რესპუბლიკის კანონისა „სამეწარმეო საქმიანობის საფუძვლების შესახებ“. სახელმწიფო კონცერნ „ქართული ფილმის“ დამფუძნებელს სახელმწიფოს სახელით წარმოადგენს საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ქონების მართვის სახელმწიფო კომიტეტი, რომელიც არის ამ კონცერნის სარგებლობაში არსებული სახელმწიფო ქონების მფლობელი. აღნიშნული კონცერნი არის საქართველოს რესპუბლიკის კულტურის სამინისტროსთან არსებული სახელმწიფო კინოკორპორაციის ქონებრივი უფლებებისა და ვალდებულებების უფლებამონაცვლე. 4. სახელმწიფო კონცერნმა „ქართულმა ფილმმა“: - ერთი თვის ვადაში საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ქონების მართვის სახელმწიფო კომიტეტს შესათანხმებლად წარუდგინოს თავისი წესდების პროექტი; - არსებული წესის მიხედვით მოახდინოს თავისი რეგისტრაცია; - შეიმუშაოს წინადადებანი იმ კონკრეტულ ღონისძიებათა შესახებ, რომლებიც ხელს შეუწყობენ ქართული კინემატოგრაფიის ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებას; - საბაზრო ეკონომიკაზე ეტაპობრივი გადასვლის შესაბამისად განახორციელოს ღონისძიებანი თავისი სისტემის ორგანიზაციების შემოქმედებითი, ორგანიზაციულ-სტრუქტურული, სამეურნეო და საფინანსო საქმიანობის სრულყოფისათვის; გაითვალისწინოს კინოწარმოებისა და კინოვიდეო ქსელის დაწესებულებათა პრივატიზაციის საკითხების გადაწყვეტა ქართული კინოს მდიდარი ტრადიციების შესაბამისად. საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის - პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი                                           თ. სიგუა საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის სახელმწიფო კანცელარიის მმართველის მოვალეობის შემსრულებელი                                                         გ. ბერიძე