ფასიანი ქაღალდების შესახებ დროებითი დებულების დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 31.08.1992
გამომცემი ორგანო საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი
ნომერი №876
სარეგისტრაციო კოდი 000000090.02(0).000.000399 108
გამოქვეყნების წყარო საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის დადგენილებანი, 8, 31/08/1992
2,130 სიტყვა · ~11 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

ფასიანი ქაღალდების შესახებ დროებითი დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება №876 1992 წლის 31  აგვისტო ქ. თბილისი ფასიანი ქაღალდების შესახებ დროებითი დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე ფასიანი ქაღალდების სამართლებრივი სტატუსის განსაზღვრისა და მათი მიმოქცევის დროს წამოჭრილი რიგი საზოგადოებრივი ურთიერთობების მოწესრიგების მიზნით საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა ადგენს: დამტკიცდეს თანდართული დროებითი დებულება ფასიანი ქაღალდების შესახებ. საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის - პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი                                           თ. სიგუა საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის სახელმწიფო კანცელარიის მმართველის მოვალეობის შემსრულებელი                                          გ. ბერიძე დროებითი დებულება ფასიანი ქაღალდების შესახებ I. ზოგადი დებულებანი 1. ფასიანი ქაღალდი არის ფულადი დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს მფლობელობის უფლებას ან სასესხო ურთიერთობებს, განსაზღვრავს ურთიერთდამოკიდებულებას ამ დოკუმენტის გამოშვება პირსა და მის მფლობელს შორის, და როგორც წესი, ითვალისწინებს სხვა პირისათვის შემოსავლის გადახდას ამ პროცენტის სახით, აგრეთვე აქ დოკუმენტიდან გამომდინარე ფულადი და სხვა უფლებათა გადაცემის შესაძლებლობას. 2. ფასიანი ქაღალდებია აქციები, ობლიგაციები, სახელმწიფოს სახაზინო ვალდებულებანი, შემნახველი სერთიფიკატები და თამასუქები. II. აქციები 3. აქცია არის ფასიანი ქაღალდი, რომელსაც უშვებენ სააქციო საზოგადოებანი, საწარმოები, ორგანიზაციები, კომერციული ბანკები, კოოპერატივები და სხვა საწარმოები და ორგანიზაციები“) (მათი საკუთრების ფორმისა და უწყებრივი დაქვემდებარების მიუხედავად), მიმოქცევის დადგენილი ვადის გარეშე, რომელიც ადასტურებს სახსრების შეტანას საწარმოთა განვითარებისათვის, საწესდებო მიზნების განხორციელებისათვის (სააქციო საზოგადოებაში წევრობასა მის მართვაში მონაწილეობას) და მფლობელს აძლევს დივიდენდის სახით საწარმოს მოგების ნაწილის მიღების უფლებას. 4. გამოიშვება შემდეგი კატეგორიის აქციები: ა) შრომითი კოლექტივის აქციები. ასეთი აქციების გამოშვების უფლება აქვთ სახელმწიფო საწარმოებს და გაერთიანებებს, საიჯარო, კოლექტიურ საწარმოებს, კოოპერატივებს, საწარმოებს, რომლებიც მიეკუთვნებიან საზოგადოებრივ ორგანიზაციებს ან კოოპერატივებს. შრომითი კოლექტივის აქციები ვრცელდება მხოლოდ თავისი საწარმოს მუშაკთა შორის და არ ექვემდებარება იმ მოქალაქეებზე გასხვისებას, რომლებიც არ არიან მოცემული შრომითი კოლექტივის წევრები. ბ) საწარმოთა აქციები: ასეთ აქციებს უშვებს ის საწარმოები, რომლებიც ჩამოთვლილია მოცემული პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში, აგრეთვე კოოპერატივის კავშირები, კომერციული ბანკები, სამეურნეო საზოგადოებანი და ამხანაგობანი, სამეურნეო ასოციაციები. საწარმოთა აქციები ვრცელდება სხვა საწარმოებში, ორგანიზაციებსა მოსახლეობაში ნებაყოფლობით საფუძველზე. გ) სააქციო საზოგადოებათა აქციები: აღნიშნული აქციები ვრცელდება მასზე ღია ხელმოწერის ან ყველა აქციის დამფუძნებლებს შორის განაწილების გზით. სააქციო საზოგადოებებს შეუძლიათ გამოუშვან პრივილეგირებული აქციები, რომლებიც აქციონერებს აძლევენ უპირატეს უფლებას მიიღონ დივიდენდი, წინასწარ დადგენილი საპროცენტო განაკვეთის შესაბამისად, აგრეთვე პრიორიტეტს სააქციო საზოგადოების ლიკვიდაციის შემთხვევაში მისი ქონების განაწილებისას. 5. აქციები შეიძლება გამოშვებულ იქნეს როგორც სახელობითი, ისე წარმომდგენზე, ამასთან, შრომითი კოლექტივის აქციები შეიძლება იყოს მხოლოდ სახელობითი. სახელობითი აქციის გაყიდვა, ან სხვა სახით გასხვისება ექვემდებარება აუცილებელი რეგისტრაციას კანონმდებლობით დადგენილი წესით. 6. აქცია განუყოფელია. იმ შემთხვევაში, როდესაც ერთი და იგივე აქცია (შრომითი კოლექტივის აქციების გარდა) ეკუთვნის რამდენიმე პირს, ყველა ისინი ითვლებიან აქციის ერთხელთმქონედ და შეუძლიათ თავიანთი უფლებები განახორციელონ ერთ-ერთი მათგანის ან საერთო წარმომადგენლის საშუალებით. 7. აქციას საჭიროა ჰქონდეს შემდეგი რეკვიზიტები: აქციის გამომშვები საწარმოს (ორგანიზაციის) საფირმო დასახელება და ადგილსამყოფელი, ფასიანი ქაღალდის დასახელება „აქცია“, მისი რიგითი ნომერი; სერია, გამოშვების თარიღი, აქციის კატეგორია, მისი ნომინალური ღირებულება, ხელთმქონის სახელი სახელობითი აქციისათვის), საწესდებო ფონდის ოდენობა და გამოშვებული აქციების რაოდენობა (სააქციო საზოგადოებისათვის - აქციის გამოშვების დღისათვის), დივიდენდის გადახდის ვადა, საწარმოს ან ორგანიზაციის ხელმძღვანელის (სააქციო საზოგადოების გამგეობის თავმჯდომარის) ან სხვა უფლებამოსილი პირის ხელმოწერა. 8. სააქციო საზოგადოების აქციების გამოშვება ხორციელდება მისი საწესდებო ფონდის ოდენობის ფარგლებში ან სახელმწიფო საწარმოს მთელი ქონების ღირებულების ფარგლებში (მისი სააქციო საზოგადოებად გარდაქმნის შემთხვევაში). შრომითი კოლექტივისა და საწარმოს აქციების გამოშვება ხორციელდება საწარმოსა და მისი შრომითი კოლექტივის მიერ განსაზღვრული ოდენობით. სააქციო საზოგადოებათა მიერ აქციების დამატებითი გამოშვება შესაძლებელია იმ შემთხვევაში, როდესაც ადრე გამოშვებული ყველა აქცია მთლიანად რეალიზებულია არანაკლებ მათი ნომინალური ღირებულებით. აკრძალულია აქციების გამოშვება საწარმოს სამეურნეო საქმიანობასთან დაკავშირებული ზარალის დასაფარავად. 9. მოქალაქეები შრომითი კოლექტივისა და სააქციო საზოგადოებათა აქციებს იძენენ თავიანთი პირადი სახსრების ხარჯზე. საწარმოები, ორგანიზაციები, დაწესებულებები საწარმოებისა და სააქციო საზოგადოებათა აქციებს იძენენ კანონით დაწესებული გადასახადებისა და სხვა გადასახდელების ბიუჯეტში ჩარიცხვის შემდეგ შრომითი კოლექტივის განკარგულებაში შემოსული სახსრების ხარჯზე. აქცია ანაზღაურდება საქართველოს რესპუბლიკის ფულადი ერთეულით, აგრეთვე უცხოური ვალუტით ან სხვა ქონებით, თუ ამას ითვალისწინებს სააქციო საზოგადოების წესდება. შეტანილი ანაბრის ფორმის მიუხედავად აქციის ღირებულება განისაზღვრება საქართველოს რესპუბლიკის ფულადი ერთეულით. აქცია მის მფლობელს შეიძლება გადაცეს მხოლოდ ღირებულების სრული გადახდის შემდეგ. 10. საწარმოებს, რომლებიც უშვებენ შრომითი კოლექტივის აქციებს, შეუძლიათ გამოისყიდონ ისინი თავიანთი მუშაკებისაგან მოზიდული სახსრების საერთო თანხის შესაბამისად შემცირების გზით. სამუშაოდან დათხოვნილი მუშაკებისათვის შრომითი კოლექტივის აქციების შენარჩუნების საკითხს წყვეტს შრომითი კოლექტივი. 11. დივიდენდები შრომითი კოლექტივის აქციებზე გაიცემა მოხმარებისათვის განკუთვნილი სახსრების ხარჯზე, ხოლო საწარმოთა აქციებზე შრომითი კოლექტივის განკარგულებაში შემოსული მოგების ხარჯზე. სააქციო საზოგადოების აქციებზე დივიდენდები გაიცემა წლიური შედეგების მიხედვით იმ მოგების ხარჯზე, რომელიც რჩება სააქციო საზოგადოების განკარგულებაში, მას შემდეგ, რაც მოგების ნაწილს აუცილებლობის შემთხვევაში წარმართავს საზოგადოების საერთო მოთხოვნილებათა დასაკმაყოფილებლად. პრივილეგირებულ აქციებზე დივიდენდები გაიცემა არანაკლებ მისი ნომინალური ღირებულებისათვის დადგენილი მტკიცე პროცენტისა, შესაბამის წელში სააქციო საზოგადოების მიერ მიღებული მოგების თანხის მიუხედავად, იმ შემთხვევაში, როდესაც მოგება არასაკმარისია, დივიდენდები გაიცემა სარეზერვო ფონდის ხარჯზე. 12. სააქციო საზოგადოების აქციები მათ მფლობელს უფლებას აძლევს მონაწილეობა მიიღოს ამ სააქციო საზოგადოების მართვაში. პრივილეგირებული აქციები არ იძლევა ამის უფლებას, თუ სხვა რამ არ არის გათვალისწინებული წესდებით. შრომითი კოლექტივისა და საწარმოთა აქციები მათ მფლობელს არ აძლევენ ამ საწარმოთა მართვის უფლებას. შრომითი კოლექტივის აქციები და საწარმოთა აქციები წარმოადგენენ დამატებითი ფინანსური რესურსების მობილიზაციის საშუალებას და არ ცვლიან აქციების გამომშვები საწარმოებისა და ორგანიზაციების უფლებრივ მდგომარეობას და საკუთრების ფორმებს. 13. საწარმოებისა და სააქციო საზოგადოებათა მიერ გამოშვებული აქციები უზრუნველყოფილია მთელი მათი ქონებით. საწარმოს ან სააქციო საზოგადოების რეორგანიზაციის შემთხვევაში გამოშვებულ აქციებზე მთელი ვალდებულებანი გადადის უფლებამონაცვლეზე. III. ობლიგაციები 14. ობლიგაცია არის ფასიანი ქაღალდი, რომელიც ადასტურებს მისი მფლობელის მიეო ფულადი სახსრების შეტანას და ემიტენტის ვალდებულება, მის წინაშე ამ ფასიანი ქაღალდის ნომინალური ღირებულების ანაზღაურების შესახებ. მასში გათვალისწინებულ დროში, ფიქსირებული პროცენტის გაცემასთან ერთად (თუ სხვა რაიმე არ არის გათვალისწინებული გამოშვების პირობებით). ყველა სახის ობლიგაცია შეიძლება გავრცელდეს საწარმოებსა და მოქალაქეებს მორის მხოლოდ ნებაყოფლობის საფუძველზე. 15. გამოიშვება შემდეგი სახის ობლიგაციები: ა) საშინაო სახელმწიფო და ადგილობრივი სესხის ობლიგაციები; ბ) საწარმოების ობლიგაციები. შეიძლება გამოშვებულ იქნეს როგორც სახელობითი ობლიგაცია, ისე ობლიგაცია წარმომდგენზე, პროცენტიანი და უპროცენტო (მიზნობრივი), თავისუფლად ან შეზღუდულად მიმოქცევადი. 16. ყველა სახის ობლიგაციები, როგორც წესი, ანაზღაურდება მანეთებით და აგრეთვე უცხოური ვალუტით, თუ ეს გათვალისწინებულია გამოშვების განსაკუთრებული პირობებით ან სააქციო საზოგადოების წესდებით. ვალუტის სახეობის დამოუკიდებლად, რომლითაც განხორციელდა ობლიგაციის ანაზღაურება, მისი ღირებულება გამოიხატება მანეთებით. საწარმოები ყველა სახის ობლიგაციებს იძენენ იმ სახსრებით, რაც რჩება მათი შრომითი კოლექტივის განკარგულებაში, ხოლო მოქალაქენი პირადი სახსრების ხარჯზე. 17. საშინაო სახელმწიფო და ადგილობრივი სესხის ობლიგაციების რეალიზაციიდან მიღებული სახსრები წარიმართება შესაბამისად რესპუბლიკურ და ადგილობრივ ბიუჯეტებში, ხელისუფლების ადგილობრივ ორგანოთა არასაბიუჯეტო ფონდებში. სახელმწიფო მიზნობრივი სესხის გავრცელებით მიღებული სახსრები გამოიყენება მათი გამოშვებისას განსაზღვრული მიზნებისათვის. 18. საშინაო სახელმწიფო პროცენტიანი და ადგილობრივი სესხის ობლიგაციების შემოსავლის გადახდა წარმოებს კუპონების განაღდებით ან სესხის დაფარვის შემთხვევაში - ყოველწლიური გადახდის გარეშე ნომინალურზე პროცენტის დარიცხვით. მიზნობრივი სესხის ობლიგაციებზე შემოსავალი არ გადაიხდება. ასეთი ობლიგაციების მფლობელებს უფლება ეძლევათ შეიძინონ ის საქონელი ან ისარგებლონ იმ მომსახურებით, რომლის პირობითაც გამოშვებულია სესხი. 19. ის საშინაო სახელმწიფო და ადგილობრივი სესხის ობლიგაციები, რომლებიც ექვემდებარებიან გამოსყიდვას, განისაზღვრება ყოველწლიური დაფარვის ტირაჟებით, რომელთაც ატარებს საქართველოს რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტრო, ავტონომიურ რესპუბლიკათა ფინანსთა სამინისტროები, ადგილობრივი საფინანსო ორგანოები. 20. საწარმოთა ობლიგაციებს უშვებენ საწარმოები და გაერთიანებანი მათი საკუთრების ფორმისა და უწყებრივი დაქვემდებარების მიუხედავად. საწარმოთა ობლიგაციების გამოშვებისა და გავრცელების პირობები განისაზღვრება კანონმდებლობით და საწარმოთა წესდებებით. 21. სააქციო საზოგადოებებს შეუძლიათ გამოუშვან ობლიგაციები საწესდებო ფონდის ოდენობის არა უმეტეს 25 პროცენტისა და მხოლოდ ყველა გამოშვებული აქციის სრული გადახდის შემდეგ. ობლიგაციების გამოშვება საწარმოს საწესდებო ფონდის შექმნისა და შევსებისათვის არ დაიშვება. 22. საწარმოთა ობლიგაციებს საჭიროა ჰქონდეს შემდეგი რეკვიზიტები: ფასიანი ქაღალდის დასახელება - „ობლიგაცია“, საწარმოს (ორგანიზაციის) დასახელება და ადგილსამყოფელი, ობლიგაციის ნომინალური ღირებულება, ხელთმქონის სახელი (სახელობითი ობლიგაციებისათვის), დაფარვის (განაღდების) ვადა, პროცენტის განაკვეთი და გადახდის ვადა (პროცენტიანი ობლიგაციისათვის), საწარმოს ან ორგანიზაციის ხელმძღვანელის (სააქციო საზოგადოების გამგეობის თავმჯდომარის) ან სხვა უფლებამოსილი პირის ხელმოწერა. მიზნობრივი ობლიგაციების აუცილებელი რეკვიზიტია იმ საქონლის (მომსახურების) ჩვენება, რომლის პირობითაც გამოშვებულია ობლიგაციები. 23. საწარმოთა ობლიგაციები არ აძლევს მის მფლობელს უფლებას მონაწილეობა მიიღოს აღნიშნული საწარმოს მართვაში. საწარმოთა ობლიგაციებზე პროცენტების გაცემა წარმოებს ყოველწლიურად. საწარმოს მიერ პროცენტების გაცემის ან ობლიგაციაში მითითებული თანხის დაფარვის შესახებ ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში აღნიშნული თანხის ამოღება ხორციელდება სანოტარო წარწერის საფუძველზე საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობით დადგენილი წესით. 24. საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა, ავტონომიური რესპუბლიკების მინისტრთა საბჭოები, ხელისუფლების ადგილობრივი მმართველობის ორგანოები განსაზღვრავენ შიდასახელმწიფო და ადგილობრივი, აგრეთვე მიზნობრივი სესხების გამოშვებისა და გავრცელების წესს და განსაკუთრებულ პირობებს. 25. პასუხისმგებლობა სესხის ობლიგაციების დაფარვასა და პროცენტების გაცემაზე ეკისრებათ იმ სახელმწიფო ორგანოებსა და საწარმოებს (ორგანიზაციებს), რომლებმაც გამოუშვეს ობლიგაციები. IV. სახელმწიფო სახაზინო ვალდებულებანი 26. სახელმწიფო სახაზინო ვალდებულებანი (შემდგომში „სახაზინო ვალდებულებანი“) არის სახელმწიფო ფასიანი ქაღალდები, რომლებიც ვრცელდება მოსახლეობას შორის ნებაყოფლობით საფუძველზე, ადასტურებს მათ ხელთმქონის მიერ ბიუჯეტში ფულადი სახსრების შეტანას და იძლევა ფიქსირებული შემოსავლის მიღების უფლებას აღნიშნული ფასიანი ქაღალდების ფლობელობის მთელ პერიოდში. 27. გრძელვადიან სახაზინო ვალდებულებებს სახელმწიფო უშვებს 5-დან 25 წლამდე ვადით წარმომდგენზე. გრძელვადიანი სახაზინო ვალდებულებათა გასაყიდი ფასი დგინდება საქართველოს რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროსა და ავტონომიურ რესპუბლიკათა ფინანსთა სამინისტროების მიერ, მათი შეძენის დროიდან გამომდინარე. 28. სახაზინო ვალდებულებებზე შემოსავლის გაცემა წარმოებს მათი შეძენის მომდევნო წლიდან. სახაზინო ვალდებულებებზე შემოსავალი გაიცემა ყოველწლიურად კუპონების განაღდებით, ან ვალდებულებათა დაფარვისას ნომინალზე პროცენტების დარიცხვით ყოველწლიური გაცემის გარეშე. სახაზინო ვალდებულებებს, რომლებიც ექვემდებარებიან გამოსყიდვას მათი გამოშვების პირობების შესაბამისად, განსაზღვრავს საქართველოს რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროსა და ავტონომიურ რესპუბლიკათა ფინანსთა სამინისტროების მიერ ჩატარებული ყოველწლიური დაფარვის ტირაჟები. 29. დაფარვის ტირაჟში ამოსულ სახაზინო ვალდებულებებზე ანაზღაურდება მათი ნომინალური ღირებულება და გასული წლების დაუფარავი კუპონები იმ წლის კუპონების ჩათვლით, რომელშიც ვალდებულება გამოსყიდულ უნდა იქნეს. თუ იმ სახაზინო ვალდებულების ხელთმქონემ, რომელიც დაფარვის ტირაჟში ამოვიდა და იგი არ წარმოადგინა გასანაღდებლად, მას რჩება კუპონებით შემოსავლის მიღების უფლება მისი მოქმედების ვადის გასვლამდე. ამ ვადის გასვლის შემდეგ სახაზინო ვალდებულებანი კარგავენ ძალას და არ ექვემდებარებიან ანაზღაურებას. 30. საშუალოვადიან სახაზინო ვალდებულებებს უშვებს საქართველოს რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტრო 1-დან 5 წლამდე ვადით და მათ არ გააჩნიათ კუპონები. საშუალოვადიანი სახაზინო ვალდებულებათა გამოშვება წარ-]მოებს გრძელვადიანი სახაზინო ვალდებულებათა გამოშვების მსგავსად. 31. საწუალოვადიან სახაზინო ვალდებულებათა დაფარვა წარმოებს ყოველწლიურად, საქართველოს რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროსა და ავტონომიური რესპუბლიკების ფინანსთა სამინისტროების მიერ ჩატარებული დაფარვის ტირაჟების საფუძველზე. საშუალოვადიანი სახაზინო ვალდებულებათა ხელთმქონეს შემოსავალი ეძლევა ნომინალზე პროცენტის დარიცხვით მათი გამოსყიდვის დროს ყოველწლიური გადასახადის გარეშე, იმ ვადის გათვალისწინებით, რომელიც გავიდა ვალდებულებათა გამოშვებიდან მათ დაფარვამდე. 32. მოკლევადიან სახაზინო ვალდებულებებს უშვებს საქართველოს რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტრო და ავტონომიური რესპუბლიკების ფინანსთა სამინისტროები 3, 6 და 12 თვის ვადით წარმომდგენზე. ამ ვალდებულებებს არ გააჩნიათ კუპონები და დაიფარება მათი გამოსყიდვით, მათზე დარიცხული პროცენტების ჩათვლით. V. შემნახველი სერთიფიკატები 33. შემნახველი სერთიფიკატები არის საკრედიტო დაწესებულების წერილობითი მოწმობა ფულადი სახსრების დეპონირების შესახებ, რომელიც ადასტურებს მეანაბრის უფლებას დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ მიიღოს დეპოზიტი და მათზე დარიცხული პროცენტები. 34. გაიცემა როგორც სახელობითი შემნახველი სერტიფიკატები, ისე შემნახველი სერტიფიკატები წარმომდგენზე. სახელობითი სერტიფიკატები მიმოქცევას არ ექვემდებარებიან, ხოლო მათი გაყიდვა (სხვა სახით გასხვისება) ბათილად ითვლება. 35. იმ შემთხვევაში თუ ვადიანი სერტიფიკატის ხელთმქონე დადგენილ ვადაზე ადრე ითხოვს დეპონირებული სახსრების დაბრუნებას, მასზე გაიცემა შემცირებული პროცენტი, რომლის დონეც დგინდება ხელშეკრულების საფუძველზე დეპოზიტის შეტანის დროს. 36. ბანკის სერტიფიკატებს საჭიროა ჰქონდეს შემდეგი რეკვიზიტები: ფასიანი ქაღალდის დასახელება „სერტიფიკატი“, იმ საკრედიტო დაწესებულების დასახელება, რომელმაც გამოუშვა სერტიფიკატი, მისი ადგილსამყოფელი, რიგითი ნომერი, გამოშვების თარიღი, დეპოზიტის თანხა, ანაბრის უკან დაბრუნების ვადა (ვადიანი სერტიფიკატებისათვის), მფლობელის დასახელება (სახელობითი სერტიფიკატებისათვის), რომელმაც შეიტანა დეპოზიტი და წარმოადგენს სერტიფიკატის ხელთმქონეს, ბანკის ხელმძღვანელის ან სხვა უფლებამოსილი პირის ხელმოწერა. 37. ფიზიკური და იურიდიული პირები სერტიფიკატებს შეიძენენ ამ დებულების მე-16 პუნქტში აღნიშნული ობლიგაციების შესაძენად განკუთვნილი სახსრების ხარჯზე. 38. შემნახველი ბანკის სერტიფიკატები გამიზნულია მოსახლეობის ფულადი სახსრების შენახვისათვის, იგი შეიძლება იყოს სახელობითი და წარმომდგენზე თავისუფლად გაიყიდოს და მიღებულ იქნეს გადახდისათვის ამ ბანკის ნებისმიერ დაწესებულებაში. შემნახველი ბანკის სახელობითი სერტიფიკატი მისი მფლობელის სურვილის შესაბამისად შეიძლება გაიცვალოს წარმომდგენ სერტიფიკატზე. 39. შემნახველი ბანკის სერტიფიკატის ვადაზე ადრე წარდგენის შემთხვევაში მის მფლობელს გაეცემა სერტიფიკატის ნომინალური ღირებულება და შემცირებული განაკვეთით დარიცხული პროცენტები სერტიფიკატის ფლობის სრული წლების ფაქტიური რაოდენობის მიხედვით. VI. თამასუქი 40. თამასუქი არის ფასიანი ქაღალდი, რომელიც ადასტურებს თამასუქი გამცემის უპირობო ფულად ვალდებულებას ვადის დადგომისას გარკვეულ თანხა გადაუხადოს თამასუქის მფლობელს (თამასუქის ხელთმქონეს). 41. გამოიშვება შემდეგი სახის თამასუქები: ა)  მარტივი თამასუქი; ბ) გადასაპირებელი თამასუქი. 42. მარტივი თამასუქი მოიცავს შემდეგ რეკვიზიტებს: ა) დასახელება „თამასუქი“, რომელიც ჩართულია ტექსტში და გამოხატულია იმ ენაზე, რომელზეც შედგენილია ეს დოკუმენტი; ბ) უბრალო და არაფრით განპირობებული დაპირება გადაიხადოს გარკვეული თანხა: გ) გადახდის ვადის ჩვენება; დ) ადგილის ჩვენება, სადაც უნდა მოხდეს გადახდა; ე) იმ პირის დასახელება, ვისაც უნდა გადაუხადონ ან ვისი ბრძანებითაც უნდა მოხდეს გადახდა; ვ) თამასუქის შედგენის ადგილი და თარიღი; ზ) იმ პირის (თამასუქის გამცემის) ხელის მოწერა, ვინც გასცა თამასუქი. 43. გადაპირებული თამასუქი 41-ე პუნქტის „ა“, „გ“, „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული რეკვიზიტების გარდა საჭიროა შეიცავდეს: ა) უბრალო და არაფრით განპირობებულ წინადადებას გარკვეული თანხის გადახდის შესახებ; გ) გადამხდელის დასახელებას. 44. დოკუმენტს, რომელშიც არ არის ნაჩვენები 42-ე და 43-ე პუნქტებში შესაბამისად მარტივი და გადაპირებული თამასუქებისათვის ჩამოთვლილი რეკვიზიტები, არ გააჩნიათ მარტივი ან გადაპირებული თამასუქების ძალა შემდეგი შემთხვევების გარდა, როდესაც თამასუქი, რომელშიც ნაჩვენები არ არის გადახდის ვადა, განიხილება როგორც თამასუქი, რომელზეც გადახდევინება უნდა მოხდეს წარდგენისას. 45. განსაკუთრებული მითითების არარსებობისას გადამხდელის დასახელებასთან აღნიშნული ადგილი (მარტივი თამასუქისათვის - დოკუმენტის შედგენის ადგილი) ითვლება გადახდის ადგილად და ამასთან ერთად გადამხდელის  (მარტივი თამასუქისათვის თამასუქის გამცემის) საცხოვრებელ ადგილად. თამასუქი, რომელშიც არ არის ნაჩვენები მისი შედგენის ადგილი, ხელმოწერილად ითვლება იმ ადგილას, რომელიც აღნიშნულია თამასუქის გამცემის დასახელების გვერდით. VII. ფასიანი ქაღალდების რეგისტრაცია, მიმოქცევა და კონტროლი 46. ფასიანი ქაღალდების რეგისტრაციას, გამოშვების აღრიცხვასა და კონტროლს მათ მოძრაობაზე ახორციელებს საქართველოს რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტრო, ავტონომიური რესპუბლიკების ფინანსთა სამინისტროები, ადგილობრივი საფინანსო ორგანოები. 47. საწარმოების (მათ შორის სააქციო საზოგადოებების) მიერ გამოშვებული ფასიანი ქაღალდების გამოშვების რეგისტრაციას ახორციელებს საფინანსო ორგანოები მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. აქციებისა და ობლიგაციების გამოშვების რეგისტრაციის წესს ადგენს საქართველოს რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტრო. 48. სახელმწიფო სახაზინო ვალდებულებებს, სახელმწიფო მიზნობრივი ობლიგაციების გამოცემას, შიდასახელმწიფო სესხის რეგისტრაციას ახორციელებს შესაბამისად საქართველოს რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტრო და ავტონომიურ რესპუბლიკათა ფინანსთა სამინისტროები, ხოლო ადგილობრივი სესხის ობლიგაციებისას კი - ადგილობრივი საფინანსო ორგანოები. 49. სერტიფიკატების რეგისტრაციასა და მათ გამოშვებაზე კონტროლს ახორციელებს. ის საკრედიტო დაწესებულება, რომელმაც გამოუშვა სერტიფიკატები საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესით. თამასუქების მიმოქცევა ხორციელდება ეროვნული ბანკის საერთო კონტროლის ქვეშ. 50. ფასიან ქაღალდებს, რომლებიც გათვალისწინებულია ამ დებულებით მათი მფლობელები ყიდიან უშუალოდ ან შუამავლის მეშვეობით. 51. საწარმოები, რომლებიც სარგებლობენ ფასიანი ქაღალდების გამოშვების უფლებით, ვალდებული არიან აცნობონ შესაბამის საფინანსო ორგანოებს მონაცემები მათ მიერ გამოშვებული ფასიანი ქაღალდების რეგისტრაციისა და მოძრაობის შესახებ. ადგილობრივი საფინანსო ორგანოები ცენტრალიზებული აღრიცხვისათვის აცნობებენ საქართველოს რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროს რეგისტრირებული და გავრცელებული ფასიანი ქაღალდების შესახებ მათი სახეობების მიხედვით.