დაწესებულებებისა და ორგანიზაციებისათვის მიწის ფართობების გამოყოფის შესახებ

მიღების თარიღი 05.10.1995
გამომცემი ორგანო საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი
ნომერი №630
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილებანი, 10, 31/10/1995
311 სიტყვა · ~2 წთ

დოკუმენტის ტექსტი

დაწესებულებებისა და ორგანიზაციებისათვის მიწის ფართობების გამოყოფის შესახებ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილება №630 1995 წლის 5 ოქტომბერი ქ. თბილისი დაწესებულებებისა და ორგანიზაციებისათვის მიწის ფართობების გამოყოფის შესახებ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი ადგენს: 1. დამტკიცდეს რაიონების გამგებლების გადაწყვეტილებანი: თერჯოლის – 1995 წლის 31 მაისის №46, №48; 29 ივნისის №66; ხაშურის 1995 წლის 10 ივლისის №75; მცხეთის – 1994 წლის 23 დეკემბრის №184; 1995 წლის 28 ივნისის №4 და ამის შესაბამისად სარგებლობის უფლებით გამოეყოთ: – თერჯოლის რაიონის ჭოგნარის სახელმწიფო მეურნეობისა და სოფელ გოდოგნის სასოფლო-სამეურნეო რეფორმის მიწებიდან კოოპერატივ „გარანტს“ – 1,5 ჰექტარი საძოვარი, მათ შორის, ჭოგნარის სახელმწიფო მეურნეობიდან – 1 ჰექტარი, გოდოგნის სასოფლო-სამეურნეო საწარმოს მიწებიდან – 0,5 ჰექტარი, ავტომოტელის მშენებლობისათვის; – თერჯოლის რაიონის სასოფლო-სამეურნეო საწარმო „თერჯოლა-1-ის“ მიწებიდან; – 0,1 ჰექტარი საძოვარი სრულ სამეურნეო ამხანაგობა – ფირმა „ფარაონს“ – სტაციონარული ავტოგასამართი სადგურის ასაგებად; – თერჯოლის რაიონის სოფელ ქვედა სიმონეთის სასოფლო-სამეურნეო საწარმოს მიწებიდან – 0,1 ჰექტარი ქვიანი საძოვარი შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება მრავალდარგოვანი ფირმა – „აიას“ ავტოგასამართი სადგურის ასაგებად; – ხაშურის რაიონის სოფელ ქვემო ოსიაურის კოოპერაციული სასოფლო-სამეურნეო საწარმოს მიწებიდან 0,24 ჰექტარი საძოვარი მრავალდარგოვან ფირმა „ალს“ – სამუშაო ეზოს მოსაწყობად; – მცხეთის რაიონის სოფელ დიღმის საკრებულოს მიწებიდან – 0,05 ჰექტარი საძოვარი და დიღმის სასწავლო-საცდელი მეურნეობის მიწებიდან –0,03 ჰექტარი საძოვარი შეზღუდული პასუხიმგებლობის საზოგადოება ფირმა „კავთას“ ბენზინის ავტოგასამართი ორი სადგურის ასაგებად; – მცხეთის რაიონის სოფელ დიღმის საკრებულოს მიწებიდან – 0,12 ჰექტარი საძოვარი (სასტუმრო „უშბა“ ჩრდილოეთით) შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ფირმა „ნერგს“ – გაზის ავტოგასამართი სადგურის ასაგებად. 2. კოოპერატივმა „გარანტმა“, ფირმებმა „ფარაონმა“, „აიამ“ „ალმა“, „კავთამ“ და „ნერგმა“: – აუნაზღაურონ საქართველოს რესპუბლიკის მიწის რესურსებისა და მიწის კადასტრის დეპარტამენტს გამოყოფილი ფართობის ნაცვლად ახალი მიწის ათვისების ხარჯები ინფლაციის კოეფიციენტის გათვალისწინებით; – მშენებლობის პროექტები შეუთანხმონ საქართველოს რესპუბლიკის არქიტექტურისა და მშენებლობის საქმეთა კომიტეტს და წარუდგინოს საქართველოს რესპუბლიკის გარემოს დაცვის სამინისტროს ეკოლოგიური ექსპერტიზის ჩასატარებლად; – მშენებლობისას გაითვალისწინონ სახელმწიფო კონცერნ „საქავტოგზის“ და საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს საგზაო პოლიციის სამმართველოს წინადადებანი; – გამოყოფილ ფართობებზე ისტორიული ძეგლის აღმოჩენის შემთხვევაში აცნობონ საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის არქეოლოგიური კვლევის ცენტრს. საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი                                                                 ო. ფაცაცია