დაწესებულებებისა და ორგანიზაციებისათვის მიწის ფართობების გამოყოფის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
გამოქვეყნების წყარო

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს რესპუბლიკის

მინისტრთა კაბინეტის

დადგენილება №630

1995 წლის 5 ოქტომბერი

ქ. თბილისი

დაწესებულებებისა და ორგანიზაციებისათვის მიწის ფართობების გამოყოფის შესახებ

საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი ადგენს:

1. დამტკიცდეს რაიონების გამგებლების გადაწყვეტილებანი:
თერჯოლის – 1995 წლის 31 მაისის №46, №48; 29 ივნისის №66; ხაშურის 1995 წლის 10 ივლისის №75; მცხეთის – 1994 წლის 23 დეკემბრის №184; 1995 წლის 28 ივნისის №4 და ამის შესაბამისად სარგებლობის უფლებით გამოეყოთ:

– თერჯოლის რაიონის ჭოგნარის სახელმწიფო მეურნეობისა და სოფელ გოდოგნის სასოფლო-სამეურნეო რეფორმის მიწებიდან კოოპერატივ „გარანტს“ – 1,5 ჰექტარი საძოვარი, მათ შორის, ჭოგნარის სახელმწიფო მეურნეობიდან – 1 ჰექტარი, გოდოგნის სასოფლო-სამეურნეო საწარმოს მიწებიდან – 0,5 ჰექტარი, ავტომოტელის მშენებლობისათვის;

– თერჯოლის რაიონის სასოფლო-სამეურნეო საწარმო „თერჯოლა-1-ის“ მიწებიდან;
– 0,1 ჰექტარი საძოვარი სრულ სამეურნეო ამხანაგობა – ფირმა „ფარაონს“ – სტაციონარული ავტოგასამართი სადგურის ასაგებად;

– თერჯოლის რაიონის სოფელ ქვედა სიმონეთის სასოფლო-სამეურნეო საწარმოს მიწებიდან – 0,1 ჰექტარი ქვიანი საძოვარი შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება მრავალდარგოვანი ფირმა – „აიას“ ავტოგასამართი სადგურის ასაგებად;
– ხაშურის რაიონის სოფელ ქვემო ოსიაურის კოოპერაციული სასოფლო-სამეურნეო საწარმოს მიწებიდან 0,24 ჰექტარი საძოვარი მრავალდარგოვან ფირმა „ალს“ – სამუშაო ეზოს მოსაწყობად;

– მცხეთის რაიონის სოფელ დიღმის საკრებულოს მიწებიდან – 0,05 ჰექტარი საძოვარი და დიღმის სასწავლო-საცდელი მეურნეობის მიწებიდან –0,03 ჰექტარი საძოვარი შეზღუდული პასუხიმგებლობის საზოგადოება ფირმა „კავთას“ ბენზინის ავტოგასამართი ორი სადგურის ასაგებად;

– მცხეთის რაიონის სოფელ დიღმის საკრებულოს მიწებიდან – 0,12 ჰექტარი საძოვარი (სასტუმრო „უშბა“ ჩრდილოეთით) შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ფირმა „ნერგს“ – გაზის ავტოგასამართი სადგურის ასაგებად.

2. კოოპერატივმა „გარანტმა“, ფირმებმა „ფარაონმა“, „აიამ“ „ალმა“, „კავთამ“ და „ნერგმა“:

– აუნაზღაურონ საქართველოს რესპუბლიკის მიწის რესურსებისა და მიწის კადასტრის დეპარტამენტს გამოყოფილი ფართობის ნაცვლად ახალი მიწის ათვისების ხარჯები ინფლაციის კოეფიციენტის გათვალისწინებით;

– მშენებლობის პროექტები შეუთანხმონ საქართველოს რესპუბლიკის არქიტექტურისა და მშენებლობის საქმეთა კომიტეტს და წარუდგინოს საქართველოს რესპუბლიკის გარემოს დაცვის სამინისტროს ეკოლოგიური ექსპერტიზის ჩასატარებლად;

– მშენებლობისას გაითვალისწინონ სახელმწიფო კონცერნ „საქავტოგზის“ და საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს საგზაო პოლიციის სამმართველოს წინადადებანი;

– გამოყოფილ ფართობებზე ისტორიული ძეგლის აღმოჩენის შემთხვევაში აცნობონ საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის არქეოლოგიური კვლევის ცენტრს.

საქართველოს რესპუბლიკის

პრემიერ-მინისტრი                                                                 ო. ფაცაცია

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „დაწესებულებებისა და ორგანიზაციებისათვის მიწის ფართობების გამოყოფის შესახებ“?
დიახ, სამართლებრივი აქტი „დაწესებულებებისა და ორგანიზაციებისათვის მიწის ფართობების გამოყოფის შესახებ“ ამჟამად ძალაშია.
სად არის „დაწესებულებებისა და ორგანიზაციებისათვის მიწის ფართობების გამოყოფის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge).

როგორ დავიმოწმოთ

სამართლებრივი აქტი „დაწესებულებებისა და ორგანიზაციებისათვის მიწის ფართობების გამოყოფის შესახებ“. ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6623652/