საქართველოს რესპუბლიკური დაქვემდებარების თეატრებისა და მუსიკალური დაწესებულებებისათვის საბიუჯეტო დაწესებულებათა სტატუსის მიკუთვნების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
გამოქვეყნების წყარო

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის

დადგენილება №895

1992 წლის 5 სექტემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს რესპუბლიკური დაქვემდებარების თეატრებისა და მუსიკალური დაწესებულებებისათვის საბიუჯეტო დაწესებულებათა სტატუსის მიკუთვნების შესახებ

საქართველოს რესპუბლიკაში ეკონომიკის საბაზრო ურთიერთობებზე გადასვლის გარდამავალ პერიოდში ბაზრის კონიუნქტურისა და ფასების სისტემატური ცვლილებების პირობებში კულტურის სფეროს მუშაკთა სოციალური დაცვისა და კულტურის დაწესებულებათა საქმიანობის შემდგომი ხელშეწყობის მიზნით საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა ადგენს:

1. მიეკუთვნოთ საქართველოს რესპუბლიკური დაქვემდებარების თეატრებსა და მუსიკალურ დაწესებულებებს საბიუჯეტო დაწესებულებათა სტატუსი და გადაყვანილ იქნენ 1992 წლის 1 სექტემბრიდან საბიუჯეტო დაფინანსებაზე, დანართის თანახმად.

2. დაევალოთ რესპუბლიკის ადგილობრივი ხელისუფლებისა და მმართველობის ორგანოებს განიხილონ და გადაწყვიტონ მათდამი დაქვემდებარებული თეატრებისა და მუსიკალური დაწესებულებების ზემოაღნიშნული სტატუსის საკითხი.

3. საქართველოს რესპუბლიკის კულტურის სამინისტრომ მიმდინარე წლის სექტემბრის ბოლომდე შეიმუშაოს და დაინტერესებულ სამინისტრო-უწყებებთან და ორგანიზაციებთან შეთანხმებით დაამტკიცოს თეატრებისა და მუსიკალური დაწესებულებების დებულება.

4. შემდგომში ახალი სახელმწიფო თეატრისა და მუსიკალური დაწესებულების გახსნის საკითხი განხილულ იქნეს და გადაწყდეს საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის სხდომაზე იმ პირობით, თუ მას აქვს სათანადო მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და თავისი შემოსავლით უზრუნველყოფს ხარჯების დაფარვას.

5. ამ დადგენილების 1-ლი პუნქტიდან გამომდინარე საქართველოს რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტრომ შეიტანოს საქართველოს რესპუბლიკის კულტურის სამინისტროსთან ერთად შესაბამისი ცვლილებანი საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ბიუჯეტში.

საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი  თ. სიგუა

საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის სახელმწიფო კანცელარიის მმართველის მოვალეობის შემსრულებელი ბ. ბერიძე

დანართი

 ჩამონათვალი იმ თეატრებისა და მუსიკალური დაწესებულებებისა, რომლებიც გადაყვანილი იქნებიან საბიუჯეტო დაფინანსებაზე

 

თეატრების და მუსიკალური დაწესებულებების დასახელება

 

 

1992 წლის გეგმიური მონაცემები

 

 

შემოსა ვალი

 

 

ხარჯები

 

 

დოტა ცია

 

 

%

 

თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო ეროვნული თეატრი

858

17396

16538

4,9

თბილისის ვ. აბაშიძის სახელობის სახელმწიფო მუსიკალური თეატრი

767

8645

7878

8,8

თბილისის კ. მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიური დრამატული თეატრი

593

4698

4105

12,6

თბილისის შ. რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიური დრამატული თეატრი

875

7509

6634

11,6

თბილისის ა. გრიბოედოვის სახელობის რუსული დრამატული თეატრი

411

2900

2489

14,1

თბილისის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო ქართული თეატრი

328

2609

2281

12,5

თბილისის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო რუსული თეატრი

659

3111

2452

21,1

თბილისის თოჯინების სახელმწიფო ქართული თეატრი

215

1511

1296

14,2

თბილისის ა. ადამიანის სახელობის სომხური დრამატული თეატრი

325

1933

1608

16,8

თბილისის ახალგაზრდული დრამატული თეატრ-სტუდია „მეტეხი“

342

1857

1515

18,4

თბილისის თენგიზ ჩანტლაძის სახელობის სატირისა და იუმორის სახელმწიფო თეატრი

297

2104

1807

14,1

თბილისის ს. ახმეტელის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი

143

1764

1621

8,1

თბილისის მარიონეტების სახელმწიფო თეატრი

186

1073

887

17,3

საქართველოს პანტომიმის სახელმწიფო თეატრი

425

1491

1065

28,5

თეატრ-სტუდია „ჰერეთი“

150

779

629

19,2

 

 

თეატრების და მუსიკალური დაწესებულებების დასახელება

 

 

1992 წლის გეგმიური მონაცემები

 

 

შემოსა ვალი

 

 

ხარჯები

 

 

დოტაცია

 

 

%

 

ქ. ცხინვალის ივ. მაჩაბლის სახელობის ქართული სახელმწიფო თეატრი

229

1456

 

1227

15,7

თბილისის მერაბ კოსტავას სახელობის ლიტერატურულ-მუსიკალური ეროვნული თეატრი

645

1862

1217

34,6

სულ თეატრები

7449

62698

55249

11,8

საქართველოს სახელმწიფო ფილარმონია

3700

5030

1330

73,5

საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიის აჭარის განყოფილება

750

1057

307

70,9

საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიის ქუთაისის განყოფილება

450

610

160

73,7

საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი

400

1962

1562

20,3

საქართველოს ხალხური ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი

350

1827

1477

19,1

ქართული ფოლკლორის სახელმწიფო ანსამბლი „თბილისი“

100

863

763

11,5

ნ. სულხანიშვილის სახელობის საქართველოს სახელმწიფო საგუნდო კაპელა

250

1707

1457

14,6

საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო დამსახურებული ანსამბლი „რუსთავი“

250

1500

1250

16,6

საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიის საკონცერტო დარბაზი

3130

6244

3114

50,1

ს. ცინცაძის სახელობის საქართველოს სახელმწიფო სიმებიანი კვარტეტი

20

199

179

10,0

რესპუბლიკური კამერული მუსიკის ცენტრი

200

1317

1117

15,1

ეროვნული ახალგაზრდული სიმფონიური მუსიკის ცენტრი

150

1885

1735

7,9

ახალგაზრდა შემოქმედთა გაერთიანება

250

2367

2117

10,5

სულ მუსიკალური დაწესებულებები

10000

26568

16568

37,6

სულ თეატრები და მუსიკალური დაწესებულებები

17449

89266

71817

19,5

საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის სახელმწიფო კანცელარიის მმართველის

მოვალეობის შემსრულებელი  გ. ბერიძე