საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსის ო. ღუდუშაურის ხსოვნის უკვდავყოფის შესახებ

მიღების თარიღი 26.02.1993
გამომცემი ორგანო საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი
ნომერი №187
სარეგისტრაციო კოდი 000000010.02(0).000.000473 111
გამოქვეყნების წყარო საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილებანი, 2, 26/02/1993
95 სიტყვა · ~1 წთ

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსის ო. ღუდუშაურის ხსოვნის უკვდავყოფის შესახებ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილება №187 1993 წლის 26 თებერვალი ქ. თბილისი საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსის ო. ღუდუშაურის ხსოვნის უკვდავყოფის შესახებ გამოჩენილი ქართველი მეცნიერი-მედიკოსის, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსის ოთარ ნასყიდას ძე ღუდუშაურის ხსოვნის უკვდავსაყოფად საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი ადგენს: 1. აკადემიკოს ოთარ ღუდუშაურის სახელი მიეკუთვნოს: - საქართველოს რესპუბლიკის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს ტრავმატოლოგიისა და ორთოპედიის სამეცნიერო-პედაგოგიურ კლინიკურ-ექსპერიმენტულ ცენტრს; - ყაზბეგის რაიონის დაბა ყაზბეგის საშუალო სკოლას. 2. დაწესდეს ოთარ ღუდუშაურის სახელობის ერთი სტიპენდია თბილსის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სასტიპენდიო ფონდიდან სამკურნალო ფაკულტეტის წარჩინებული სტუდენტებისათვის. საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი  თ. სიგუა