წალკის რაიონის კლდეკარის ისტორიის, არქეოლოგიისა და არქიტექტურის მუზეუმ-ნაკრძალის შექმნის შესახებ

მიღების თარიღი 21.09.1992
გამომცემი ორგანო საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა
ნომერი №939
სარეგისტრაციო კოდი 000000240.02(0).000.000416 9
გამოქვეყნების წყარო საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის დადგენილებანი, 9, 30/09/1992
191 სიტყვა · ~1 წთ

დოკუმენტის ტექსტი

წალკის რაიონის კლდეკარის ისტორიის, არქეოლოგიისა და არქიტექტურის მუზეუმ-ნაკრძალის შექმნის შესახებ საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება №939 1992 წლის 21 სექტემბერი ქ. თბილისი წალკის რაიონის კლდეკარის ისტორიის, არქეოლოგიისა და არქიტექტურის მუზეუმ-ნაკრძალის შექმნის შესახებ ისტორიული თრიალეთისა და კულტურის ძეგლთა აღრიცხვის, დაცვისა და საექსკურსიო-შემეცნებითი მიზნით გამოყენებისათვის საქართველოს რესპუბლიკა ადგენს: 1. მიღებულ იქნეს  საქართველოს რესპუბლიკის კულტურის სამინისტროსთან არსებული ისტორიისა და კულტურის  ძეგლთა დაცვისა და გამოყენების მთავარი სამეცნიერო-საწარმოო სამმართველოს წინადადება და შეიქმნას ამ სამმართველოს სისტემის რესპუბლიკური დაქვემდებარების „კლდეკარის ისტორიის, არქეოლოგიისა და არქიტექტურის მუზეუმ-ნაკრძალი“. მიეკუთვნოს მას შრომის ანაზღაურების პირველი კატეგორია. მუზეუმის შექმნასთან დაკავშირებით სახსრები გაღებულ იქნეს მთავარი სამმართველოსათვის სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებათა ფარგლებში. 2. საქართველოს რესპუბლიკის კულტურის სამინისტროსთან არსებულმა ისტორიისა და კულტურის ძეგლთა დაცვისა და გამოყენების მთავარმა სამეცნიერო-საწარმოო სამმართველომ: - წალკის რაიონის ადგილობრივი მმართველობის ორგანოებთან შეთანხმებით დაამტკიცოს მუზეუმ-ნაკრძალის ძეგლების ნუსხა, სამოქმედო და დაცვითი ზონები, შეიმუშაოს ძეგლთა კეთილმოწყობისა და ტურისტულ-საექსკურსიოდ მომზადების ღონისძიებანი; შეიმუშაოს და დაამტკიცოს მუზეუმ-ნაკრძალის დებულება. 3. საქართველოს რესპუბლიკის განათლების სამინისტრომ, საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა დაცვის საზოგადოებამ წალკის რაიონის გამგეობასთან ერთად კლდეკარის ისტორიის, არქეოლოგიისა და არქიტექტურის მუზეუმის საშუალებები გამოიყენოს მოსახლეობაში, პირველ რიგში ახალგაზრდობაში შემეცნებით-აღმზრდელობითი მუშაობისათვის. საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის - პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი   თ. სიგუა საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის სახელმწიფო კანცელარიის მმართველის პირველი მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი პ. გელაშვილი