საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასთან არსებული მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში საიდუმლოებათა დაცვის სახელმწიფო ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 14.09.1992
გამომცემი ორგანო საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა
ნომერი №930
სარეგისტრაციო კოდი 000000210.02(0).000.000413 17
გამოქვეყნების წყარო საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის დადგენილებანი, 9, 30/09/1992
1,177 სიტყვა · ~6 წთ

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასთან არსებული მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში საიდუმლოებათა დაცვის სახელმწიფო ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება №930 1992 წლის 14 სექტემბერი ქ. თბილისი საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასთან არსებული მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში საიდუმლოებათა დაცვის სახელმწიფო ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა  ადგენს: 1. დამტკიცდეს საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასთან არსებული მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში საიდუმლოებათა დაცვის სახელმწიფო ინსპექციის დებულება. 2. ძალადაარგულად ჩაითვალოს საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს 1975 წლის 5 მარტის №128-10 დადგენილება „საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოსთან არსებული ბეჭდვით სიტყვაში სახელმწიფო საიდუმლოებათა დაცვის მთავარი სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ“. საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის - პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი თ. სიგუა საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის სახელმწიფო კანცელარიის მმართველის მოვალეობის შემსრულებელი გ. ბერიძე საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასთან არსებული მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში საიდუმლოებათა დაცვის სახელმწიფო ინსპექციის დებულება 1. საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასთან არსებული მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში საიდუმლოებათა დაცვის სახელმწიფო ინსპექცია (შემდგომში „ინსპექცია“) არის სახელმწიფო მმართველობის რესპუბლიკური ორგანო. იგი ექვემდებარება საქართველოს რესპუბლიკის მთავრობას და სარგებლობს საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო ორგანოს უფლებით. მასში შედიან აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ინსპექციები. ინსპექცია პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებათა შესახებ კანონისა და სხვა მოქმედი საკანონმდებლო აქტების, ასევე ამ დებულების საფუძველზე, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ატარებს ერთიან სახელმწიფო პოლიტიკას საიდუმლოების შემცველ ცნობათა გამჟღავნების შესაზღუდავად იმ მასალებში, რომლებიც ვრცელდება ბეჭდვითი სიტყვითა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებით (წიგნადი პროდუქცია, ჟურნალ-გაზეთები, ტელე და რადიოპროგრამები, კინოდოკუმენტალისტიკა და ინფორმაციის საჯაროდ გავრცელების სხვა ფორმები). ასევე საზღვარგარეთ გასატანად გამიზნული ტექსტებში. აუდიო და აუდიოვიზუალური მასალებში. ქვეყნის თავდაცვის დარგში გამოსაქვეყნებლად აკრძალული თემატიკის დახურვის საკითხების გადასაჭრელად ინსპექციის შემადგენლობაში შეიძლება შევიდნენ სპეციალისტები დაინტერესებული სამინისტროებიდან და ორგანიზაციებიდან. 2. ინსპექციის ძირითადი ამოცანები: ა) საქართველოს ტერიტორიაზე იმ ღონისძიებათა გატარება, რომლებიც საჭიროა სახელმწიფო საიდუმლოებათა დაცვის უზრუნველსაყოფად ბეჭდვით სიტყვასა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებში, ასევე საზღვარგარეთ გასატან მასალებში; ბ) საქართველოს ბეჭდვით სიტყვასა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებში საიდუმლოებათა დაცვის ერთიანი სისტემის ორგანიზაცია და სრულყოფა; გ) საქართველოს სამინისტროების, უწყებათა, ორგანიზაციებისა და პოლიგრაფსაწარმოების მოქმედების კოორდინაცია ბეჭდვით სიტყვასა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებში საიდუმლოებათა დაცვის საკითხებში, მათი საექსპერტო კომისიებისა და ექსპერტებისათვის მეთოდური დახმარების გაწევა. ინსპექციას ასევე ევალება საერთაშორისო შეთანხმებისა და საქართველოში მოქმედ კანონმდებლობათა შესაბამისად არ დაუშვას რესპუბლიკაში ღია (საფოსტო) არხებით შემოსული იმ უცხოური გამოცემების, აუდიო და აუდიოვიზუალური მასალების გავრცელება, რომლებიც შეიცავს არსებული სახელმწიფო და საზოგადოებრივი წყობილების ძალდატანებით დამხობის ან შეცვლის, საქართველოს ეროვნული დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის ხელყოფისაკენ მოწოდებას, ომის, ძალადობისა და სისასტიკის, რასობრივი, ეროვნული რელიგიური განსაკუთრებულობის ან შეუწყნარებლობის, პორნოგრაფიისა და უზნეობის პროპაგანდას, სისხლის სამართლებრივი დასჯადი ქმედებისათვის წაქეზებას. 3. დაკისრებული ამოცანების შესაბამისად ინსპექციას ასრულებს შემდეგ ფუნქციებს: ა) საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციისა და მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასთან შეთანხმებით, შეიმუშავებს და გამოსცემს (აუქმებს) ნორმატიული დოკუმენტებს (გამოსაქვეყნებლად აკრძალულ ცნობათა ნუსხას, არასაიდუმლო გამოცემათა ბეჭდვის ერთიან წესებს რესპუბლიკის პოლიგრაფსაწარმოებისათვის და სხვ.), რომლებიც სავალდებულოა საქართველოს ყველა ორგანიზაციისათვის; განიხილავს და იძლევა დასკვნებს რესპუბლიკის სამინისტროებისა და ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილ, გამოსაქვეყნებლად აკრძალული ცნობების საუწყებო ნუსხებზე; ბ) ხელშეკრულების საფუძველზე სინჯავს და კონსულტაციებს იძლევა იმ მასალებზე. რომლებიც უნდა გავრცელდეს საქართველოს ბეჭდვითი სიტყვითა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებით, მათში გამოსაქვეყნებლად აკრძალული ცნობების გამოვლენის მიზნით; ასეთი ცნობების აღმოჩენის შემთხვევაში მათზე ამახვილებს ბეჭდვითი სიტყვისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებათა ხელმძღვანელების ყურადღებას; გ) მეთოდურად უზრუნველყოფს საქართველოს ბეჭდვითი სიტყვის ორგანოებისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებათა იმ თანამშრომლების საქმიანობას, რომლებიც პასუხს აგებენ გამოსაქვეყნებლად გამიზნულ მასალებში სახელმწიფო საიდუმლოებათა დაცვისათვის; ამ მიზნით ატარებს სასწავლო-საინსტრუქტაჟო ღონისძიებებს; ინფორმაციას აძლევს ხელმძღვანელი და რედაქტორთა შემადგენლობას ბეჭდვით სიტყვასა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებში გამჟღავნებისაგან დასაცავ ცნობათა შესახებ არსებული ნორმატიული დოკუმენტების ძირითად მოთხოვნებზე; დ) საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციური ნორმებისა და საერთაშორისო ვალდებულებათა დაცვით სინჯავს საქართველოდან საზღვარგარეთ გასატან, მათ შორის საერთაშორისო საფოსტო გზავნილებში, ან საზღვარგარეთის ორგანიზაციებისა და პირებისათვის გადასაცემ ტექსტობრივ, აუდიო და აუდიოვიზუალურ მასალებს მათში გამოსაქვეყნებლად აკრძალულ ცნობათა გამოვლენის მიზნით; ე) გამოქვეყნების შემდეგ შერჩევით ამოწმებს საკონტროლო ეგზემპლარებს და სახელმწიფო საიდუმლოებათა დარღვევის დადგენილ ფაქტებზე (ასეთი ცნობების გავრცელების წყაროების დახურვის მიზნით) აცნობებს საქართველოს ბეჭდვითი სიტყვისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა დამფუძნებლებს, გამომცემლებს და რედაქტორებს; ვ) სამინისტროთა, უწყებათა, ორგანიზაციათა საექსპერტო კომისიების მუშაკებთან ატარებს სასწავლო-საინსტრუქტაჟო ღონისძიებებს ბეჭდვით სიტყვასა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებში სახელმწიფო საიდუმლოებათა დაცვის საკითხებზე; ზ) ამოწმებს საქართველოს სამინისტროების, უწყებების, ორგანიზაციებისმიერი მასალების საჯაროდ გავრცელებისათვის მომზადებისა და საზღვარგარეთ გატანის წესების დაცვას; თ) აკონტროლებს ღია (საფოსტო) არხებით შემოსულ საზღვარგარეთულ გამოცემებს, აუდიო და აუდიოვიზუალური მასალებს; მეთოდური დახმარებას უწევს ორგანიზაციებსა და დაწესებულებებს, რომელთა ფონდში მიდის ეს გამოცემები; ი) ადგილებზე აკონტროლებს ავტონომიური რესპუბლიკებისა და საქალაქო ორგანოების მუშაობას როგორც ძირითად, ისე ფინანსურ საქმიანობაში, უწევს მათ მეთოდური დახმარებას, უტარებს თათბირებს, ხელმძღვანელობს თანამშრომელთა პროფესიული მომზადებას; კ) განაზოგადებს „გამოსაქვეყნებლად აკრძალულ ცნობათა ნუსხისა“ და სხვა დოკუმენტების გამოყენების პრაქტიკას, აწესრიგებს სისტემის საქმიანობას, შეიმუშავებს და საქართველოს რესპუბლიკის მთავრობაში განსახილველად შეაქვს წინადადებანი ამ დოკუმენტების სრულყოფისათვის; ლ) საქართველოს რესპუბლიკის მთავრობას წარმოუდგენს ანგარიშებს ძირითად საქმიანობაზე, დადგენილი წესით ღებულობს და განაზოგადებს ავტონომიური რესპუბლიკების ინსპექციების ანგარიშებს. 4. ინსპექციას უფლება აქვს: ა) არ დაუშვას საზღვარგარეთ, მათ შორის საერთაშორისო საფოსტო გზავნილებში, მასალების გატანა ისეთი ცნობებით, რომლებიც გამოქვეყნებას არ ექვემდებარება; ბ) გაათავისუფლოს კონტროლისაგან საზღვარგარეთიდან ღია (საფოსტო) არხებით საქართველოში შემოსული ცალკეული გამოცემები, ან განაახლოს მათზე კონტროლი; გ) შეზღუდოს საქართველოში ღია (საფოსტო) არხებით შემოსული საზღვარგარეთული გამოცემების, აუდიო და აუდიოვიზუალური მასალების გამოყენება, თუ ისინი არსებული კანონმდებლობით შეიცავენ გასავრცელებლად აკრძალულ ცნობებს; დ) მიიღოს საქართველოში გამოსული ყველა ბეჭდური გამოცემის ორი უფასო საკონტროლო ეგზემპლარი; ე) საჭიროების შემთხვევაში შექმნას საწარმოო-სარედაქტორო ქვეგანყოფილება - სამეურნეო ანგარიშის პრინციპით. 5. ინსპექციის იმ მუშაკებს, რომლებიც თავიანთ ფუნქციებს ასრულებენ გამომცემლობებსა და საგამომცემლო ორგანიზაციებში, ჟურნალ-გაზეთების რედაქციებში, ტელევიზიასა და რადიომაუწყებლობაში, პოლიგრაფსაწარმოებსა და კავშირგაბმულობის ორგანოებში, შესაბამისი ორგანიზაციები ადგილზე უზრუნველყოფენ შესაფერისი სამსახურებრივი სათავსოთი და სამუშაო პირობებით. 6. ინსპექციის უფროსსა და მის მოადგილეს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ინსპექციათა უფროსებს თანამდებობაზე ნიშნავენ და თანამდებობიდან ათავისუფლებენ ავტონომიური რესპუბლიკების მინისტრთა საბჭოები. ინსპექციის უფროსი ხელმძღვანელობს ინსპექციის საქმიანობას, პერსონალურად აგებს პასუხს მისი კოლექტივისათვის დაკისრებული ამოცანების შესრულებაზე. განსაზღვრავს თავისი მოადგილისა და განყოფილებათა უფროსების პასუხისმგებლობის დონეს მუშაობის ცალკეულ მიმართულებათა ხელმძღვანელობაში, უზრუნველყოფს საქართველოს რესპუბლიკისა და ავტონომიური რესპუბლიკების კანონების, კანონმდებელი და აღმასრულებელი ორგანოების იმ დოკუმენტების შესრულებას, რომლებიც შედის ინსპექციის კომპეტენციაში. თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინსპექციის ორგანოებში მოქმედ ბრძანებებს, ამოწმებს მათ შესრულებას, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ინსპექციის მუშაკებს, დამტკიცებული რიცხოვნობისა და შრომის ანაზღაურების ფონდის ფარგლებში, დადგენილ წესით, ამტკიცებს ინსპექციის სტრუქტურასა და საშტატო განრიგს, თანამდებობრივ განაკვეთებს, მათზე დანამატებს, აჯილდოებს და მატერიალურად ეხმარება თანამშრომლებს. ასევე განსაზღვრავს სამეურნეო ანგარიშის პრინციპებით მოქმედ საწარმოო-სარედაქტორო ქვეგანყოფილების თანამშრომელთა რაოდენობასა და ხელფასს. ამტკიცებს დებულებებს ინსპექციის აპარატის სტრუქტურული განყოფილებათა შესახებ. 7. ინსპექციისა და მისი ორგანოების დაფინანსება ხორციელდება საქართველოს რესპუბლიკური ბიუჯეტიდან, ხოლო სამეურნეო ანგარიშის პრინციპებით მოქმედი საწარმოო-სარედაქტორო ქვეგანყოფილებისა - ხელშეკრულებებით მიღებული სახსრებით. საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის დადგენილებით ინსპექციასთან იქმნება კოლეგია შემდეგი შემადგენლობით: ინსპექციის უფროსი (კოლეგიის თავმჯდომარე), მისი მოადგილე, მთავარი და წამყვანი სპეციალისტები (სულ 4 კაცი). კოლეგია თავის სხდომებზე - პერიოდულად განიხილავს ინსპექციის ძირითადი ამოცანების შესრულების მიმდინარეობას, ასევე კადრების შერჩევის, მომზადებისა და განაწილების, შესრულებისადმი კონტროლის საკითხებს, ისმენს ავტონომიური რესპუბლიკების ინსპექციათა, რესპუბლიკური აპარატის განყოფილებათა ანგარიშებს და შეიმუშავებს მნიშვნელოვანი დოკუმენტების პროექტებს. კოლეგიის დადგენილება, როგორც წესი, ხორციელდება ინსპექციის უფროსის ბრძანებით, კოლეგიის წევრებსა და ინსპექციის უფროსს შორის აზრთა სხვადასხვაობის შემთხვევაში უფროსი, ახორციელებს რა თავის გადაწყვეტილებებს, წარმოშობილ უთანხმოებაზე აცნობებს საქართველოს რესპუბლიკის მთავრობას. ასევე კოლეგიის წევრებს თავიანთი მოსაზრებანი შეუძლიათ აცნობონ საქართველოს რესპუბლიკის მთავრობას. 9. სახელმწიფო საიდუმლოებათა დაცვის უზრუნველსაყოფად ინსპექციასთან შეიძლება შეიქმნას საბჭო ბეჭდვითი სიტყვითა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებით დაინტერესებული სამინისტროების, უწყებების, ორგანიზაციების, მასობრივი ინფორმაციის საშუალებების, საზოგადოებრივი და შემოქმედებითი კავშირების წარმომადგენლებისაგან. საბჭო მონაწილეობს ბეჭდვითი სიტყვაში სახელმწიფო საიდუმლოებათა დაცვის საკითხებზე რეკომენდაციის მომზადებაში, ინსპექციის საქმიანობასთან დაკავშირებით მიღებული სახელმწიფო კანონების შესრულების მიმდინარეობის განხილვაში. 10. ინსპექცია მონაწილეობს მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა სარეგისტრაციო კომისიის მუშაობაში და თავისი საქმიანობით ხელს უწყობს ბეჭდვითი სიტყვაში მოქალაქეთა კონსტიტუციურ უფლებათა დაცვას. 11. სახელმწიფო ინსპექციას აქვს ბეჭედი, რომელზეც გამოსახულია საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო გერბი და აღნიშნულია სახელმწიფო ინსპექციის დასახელება. 12. დებულებას ინსპექციის შესახებ ამტკიცებს საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა, ხოლო აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ინსპექციების შესახებ - ავტონომიური რესპუბლიკების მინისტრთა საბჭოები.