თბილისის 61-ე ზოგადსაგანმანათლებლო საშუალო სკოლისათვის ზაზა ბენდელიანის სახელის მიკუთვნების შესახებ
მიღების თარიღი 05.07.1993
გამომცემი ორგანო საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი
ნომერი №518
სარეგისტრაციო კოდი 000000010.02(0).000.000533 111
გამოქვეყნების წყარო საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილებანი, 7, 30/07/1993
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
05.07.1993 მიღება
დოკუმენტის ტექსტი
თბილისის 61-ე ზოგადსაგანმანათლებლო საშუალო სკოლისათვის ზაზა ბენდელიანის სახელის მიკუთვნების შესახებ
საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის
დადგენილება №518
1993 წლის 5 ივლისი
ქ. თბილისი
თბილისის 61-ე ზოგადსაგანმანათლებლო საშუალო სკოლისათვის ზაზა ბენდელიანის სახელის მიკუთვნების შესახებ
საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი ადგენს:
დაკმაყოფილდეს საქართველოს რესპუბლიკის განათლების სამინისტროს, საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს, ქ. თბილისის მერიის შუამდგომლობა და მიეკუთვნოს თბილისის 61-ე ზოგადასაგანამანათლებლო საშუალო სკოლას ამავე სკოლის კურდამთავრებულის, ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენის კავალერის ზაზა ბენდელიანის სახელი.
საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი თ. სიგუა