ვერიკო ანჯაფარიძისა და მიხეილ ჭიაურელის სახლ-მუზეუმის შესახებ
მიღების თარიღი 28.06.1993
გამომცემი ორგანო საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი
ნომერი №499
სარეგისტრაციო კოდი 000000210.02(0).000.000531 17
გამოქვეყნების წყარო საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილებანი, 6, 30/06/1993
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
28.06.1993 მიღება
დოკუმენტის ტექსტი
ვერიკო ანჯაფარიძისა და მიხეილ ჭიაურელის სახლ-მუზეუმის შესახებ
საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის
დადგენილება №499
1993 წლის 28 ივნისი
ქ. თბილისი
ვერიკო ანჯაფარიძისა და მიხეილ ჭიაურელის სახლ-მუზეუმის შესახებ
საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი ადგენს:
1. დაკმაყოფილდეს ქართული კულტურის გამოჩენილი მოღვაწეების ვერიკო ანჯაფარიძისა და მიხეილ ჭიათურელის მემკვიდრის სოფიკო ჭიაურელის თხოვნა, შეთანხმებული საქართველოს რესპუბლიკის კულტურის სამინისტროსთან თბილისში ვერიკო ანჯაფარიძის ქუჩის № 16 სახლის მე-3 სართული მდებარე მემორიალური სახლ-მუზეუმისათვის სახელმწიფო მუზეუმის სტატუსის მოხსნის შესახებ.
2. საქართველოს რესპუბლიკის კულტურის სამინისტრომ მოახდინოს სათანადო ცვლილებები მის ბიუჯეტსა და დებულებაში.
საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი თ. სიგუა