რაჭის სამთო-ქიმიური ქარხნისათვის ლევან გელოვანის სახელის მინიჭების შესახებ
მიღების თარიღი 25.06.1993
გამომცემი ორგანო საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი
ნომერი №485
სარეგისტრაციო კოდი 000000010.02(0).000.000529 111
გამოქვეყნების წყარო საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილებანი, 6, 30/06/1993
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
25.06.1993 მიღება
დოკუმენტის ტექსტი
რაჭის სამთო-ქიმიური ქარხნისათვის ლევან გელოვანის სახელის მინიჭების შესახებ
საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის
დადგენილება №485
1993 წლის 25 ივნისი
ქ. თბილისი
რაჭის სამთო-ქიმიური ქარხნისათვის ლევან გელოვანის სახელის მინიჭების შესახებ
საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი ადგენს:
დაკმაყოფილდეს რაჭის სამთო-ქიმიური ქარხნის კოლექტივის თხოვნა და აღნიშნულ საკითხზე ამბროლაურის რაიონის გამგეობის 1993 წლის 29 იანვრის № 26 გადაწყვეტილებისა და საქართველოს რესპუბლიკის მრეწველობის სამინისტროს შუამდგომლობის საფუძველზე მიენიჭოს რაჭის სამთო-ქიმიური ქარხნის მისი ერთ-ერთი დამაარსებლისა და ყოფილი დირექტორის, რესპუბლიკის დამსახურებული ინჟინრის, ორგზის სახელმწიფო პრემიის ლაურეატის, ამბროლაურის რაიონის საპატიო მოქალაქის ლევან გელოვანის სახელი.
საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი თ.სიგუა