ქ. თბილისში 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიის დროს მოწამლულთა შეღავათების შესახებ

მიღების თარიღი 29.03.1993
გამომცემი ორგანო საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი
ნომერი №260
სარეგისტრაციო კოდი 000000080.02(0).000.000488 6
გამოქვეყნების წყარო საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილებანი, 3, 31/03/1993
209 სიტყვა · ~1 წთ

დოკუმენტის ტექსტი

ქ. თბილისში 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიის დროს მოწამლულთა შეღავათების შესახებ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილება №260 1993 წლის 29 მარტი ქ. თბილისი ქ. თბილისში 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიის დროს მოწამლულთა შეღავათების შესახებ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი ადგენს: 1. ქ. თბილისში 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიის დროს მოწამლულებზე, რომლებიც იმყოფებიან დისპანსერულ აღრიცხვაზე, გავრცელდე ამ დადგენილების დანართით გავალისწინებული შეღავათები. 2. ამ დადგენილების პირველ პუნქტში მითითებულ პირებს შეღავათები ეძლევათ სათანადო მოწმობის საფუძველზე, რომლის ფორმასაც შეიმუშავებს და გასცემს საქართველოს რესპუბლიკის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტორ. 3. ხარჯების დაფარვა მოხდეს შესაბამისი სამინისტროების მიერ. საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი                                         თ. სიგუა დანართი ქ. თბილისში 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიის მოწამლულთა შეღავათები შეღავათების სახეობები კონტინგენტი, რომელზეც ვრცელდება შეღავათები შენიშვნა საავტომობილო ტრანსპორტით და ყველა სახის საქალაქო სამგზავრო ტრანსპორტით (ტაქსის გარდა) უფასო მგზავრობა 9 აპრილის მოწამლულები მუდმივად მეტროპოლიტენით უფასო მგზავრობა 9 აპრილის მოწამლულები სარკინიგზო ტრანსპორტით მგზავრობა ყველა სახის მატარებელსა და ვაგონებში გარდა ორადგილიანი რბილი კუპეებისა 9 აპრილის მოწამლულები მუდმივად 50 პროცენტი ფასდაკლებით ბინის პრივატიზაციის დროს საბაჟო გადასახადებისაგან გათავისუფლება 9 აპრილის მოწამლულები და მათი ოჯახის წევრები მთლიანად სამედიცინო-სანატორიული მკურნალობა 9 აპრილის მოწამლულები საგზურების უფასოდ მიღება შეღავათები სამკურნალო გამოკვლევებისას 9 აპრილის მოწამლულები უფასო გამოკვლევები შეღავათები ტელეფონის დადგმაზე 9 აპრილის მოწამლულები ურიგოდ შრომითი მოწყობის შეღავათები 9 აპრილის მოწამლულები ჯავშანი მუშაკთა რაოდენობის ან შტატის შემცირების დროს საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის საქმეთა მმართველი                                                                               გ. ბერიძე