საქართველოს რესპუბლიკასა და პოლონეთის რესპუბლიკას შორის რეგიონთაშორისი ურთიერთობის შესახებ შეთანხმების თაობაზე
მიღების თარიღი 05.07.1993
გამომცემი ორგანო საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი
ნომერი №524
სარეგისტრაციო კოდი 000000430.02(0).000.000536 172
გამოქვეყნების წყარო საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილებანი, 7, 30/07/1993
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
05.07.1993 მიღება
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს რესპუბლიკასა და პოლონეთის რესპუბლიკას შორის რეგიონთაშორისი ურთიერთობის შესახებ შეთანხმების თაობაზე
საქართველოს რესპუბლიკის
მინისტრთა კაბინეტის
დადგენილება №524
1993 წლის 5 ივლისი
ქ. თბილისი
საქართველოს რესპუბლიკასა და პოლონეთის რესპუბლიკას შორის რეგიონთაშორისი ურთიერთობის შესახებ შეთანხმების თაობაზე
საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი ადგენს:
1. დამტკიცდეს შეთანხმება საქართველოს რესპუბლიკისა და პოლონეთის რესპუბლიკას შორის რეგიონთაშორისი ურთიერთობის შესახებ (თან ერთვის).
2. საქართველოს რესპუბლიკის სამინისტროებმა, კომიტეტებმა, დეპარტამენტებმა თავანთი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყონ აღნიშნული შეთანხმების სრული და დროული შესრულება.
საქართველოს რესპუბლიკის
პრემიერ-მინისტრი თ. სიგუა
შეთანხმება
საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და პოლონეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის რეგიონთაშორისი ურთიერთობის შესახებ
საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა და პოლონეთის რესპუბლიკის მთავრობა, რომლებსაც შემდგომში „მხარეები“ ეწოდება, საქართველოს რესპუბლიკასა და პოლონეთის რესპუბლიკას შორის დადებული მეგობრობისა და თანამშრომლობის შესახებ მერვე მუხლიდან და ტერიტორიულ გაერთიანებებსა და ხელისუფლებებს შორის ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობის შესახებ ევროპის 1980 წლის 21 მაისის ზოგადი კონვენციიდან გამომდინარე.
ითვალისწინებენ, რომ რეგიონთაშორისი თანამშრომლობა ხელს შეუწყობს საქართველოს რესპულიკასა და პოლონეთის რესპუბლიკას შორის ურთიერთობის განმტკიცებას;
მტკიცედ აქვთ გადაწყვეტილი, მხარი დაუჭირონ ამ თანამშრომლობას და ამით ხელი შეუქყონ ორი სახელმწიფოს ეკონომიკურ და სოციალურ პროგრესს.
შეთანხმდნენ შემდეგზე:
მუხლი 1🔗
1. მხარეები ხელს შეუწყობენ რეგიონთაშორისი ურთიერთობის განმტკიცებისა და განვითარებისაკენ მიმართულ ნებისმიერ ეკონომიკურ, საზოგადოებრივ, ტექნიკურ, სამეცნიერო, კულტურულ და სხვა წამოწყებას, აგრეთვე შესაბამისი შეთანხმებების დადებას ამ სფეროებში.
2. ამ შეთანხმებაში ჩამოთვლილ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
„რეგიონთაშორისი თანამშრომლობა“ – ნიშნავს ეკონომიკურ, საზოგადოებრივ, იურიდიულ, ადმინისტრაციულ, ტექნიკურ, სამეციერო, კულტურულ და სხვა ყველა შეთანხმებულ ღონისძიებებს, რომლებიც მიმართულია ორი სახელმწიფოს რეგიონულ და ადგილობრივ ხელისუფლებებს შორის ურთიერთობის განმტკიცებისა და განვითარებისაკენ, აგრეთვე, შესაბამისი შეთანხმებების დადებას ამ სფეროში.
„რეგიონული ხელისუფლებანი“ – ეს არის ტერიტორიული ხელისუფლება და მისი ორგანობეი, რომლებიც რეგიონულ ამოცანებს თითოეული ქვეყნის კანონმდეგლობის შესაბამისად წყვეტენ.
„ადგილობრივი ხელისუფალნი“ – ეს არის ტერიტორიული ხელისუფლება და მისი ორგანოები, რომლებიც ადგილობრივ ამოცანებს თითოეული ქვეყნის კანონმებლობის შესაბამისად წყვეტენ.
3. მხარეები ერთმანეთს მიაწოდებენ შესაბამის ინფორმაციას, რომელიც აუცილებელი იქნება ტერმინების – „რეგიონული ხელისუფალნი“ და „ადგილობრივი ხელისუფალნი“ – დასაზუსტებლად.
მუხლი 2🔗
1. მხარეები რეგიონულ და ადგილობრივ ხელისუფლებებს ინფორმაციას მიაქოდებენ რგიონთაშორისი თანამშრომლების სფეროში ამ ხელისუფლებების შესაძლო საქმიანობის შესახებ.
2. ორმხრივი შეთანხმებების საფუძველზე მხარეები რეგიონთაშორისი თანამშრომლობის შემდგომი რეალიზაციის პირობებს შექმნიან.
3. ამ შეთანხმებით არ ირღვევა ძალაში შესული ის ნორმები, რომლებიც ორი სახელმწიფოს თანამშრომლობას აწესრიგებს, კერძოდ, საერთაშორისო ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ნორმები.
4. ეს შეთანხმება ორი სახელმწიფოს კანონმდებლობით განსაზღვრულ რეგიონულ და ადგილობრივ ხელისუფალთა უფლებამოსილებას არ არღვევს.
5. ორივე სახელმწიფომ ნებისმიე დროს შეიძლება განსაზღვროს თანამშრომლობის ფორმა და საგანი, ან თავისი ტერიტორიის ის ნაწილი, რომლის მიმართაც გამოყენებული არ იქნება ეს შეთანხმება.
მუხლი 3🔗
1. მხარეები მთელ ძალისხმევას მიმართავენ იმ სამართლებრივი, ადმინისტრაციული და ტექნიკური საკითხების გადაწყვეტილებისაკენ, რომლებმაც შეიძლება რეგიონთაშორისი თანმშრომლობის განვითარება და მისი რეალიზაცია გაართულეს.
2. მხარეები ყოველ ღონეს იხმარენ იმ საკამათო საკითხების გადასაწყვეტად, რომლრბიც რეგიონთაშორის თანამშრომლობას ართულებენ.
მუხლი 4🔗
1. მხარეები ხელსაყრელლ პირობებს შექმნიან რეგიონთაშორისი თანამშრომლობისათვის ისეთ სფეროებში, როგორიცაა: მრეწველობა, სოფლის მეურნეობა, კვების პროდუქტების გადამუშავება, ვაჭრობა, მომსახურება, საზღვაო და სახმელეთო ტრანსპორტი, კავირგაბმულობა, დაგეგმარება და მშენებლობა, გარემოს დაცვა, ბუებრივი რესურსების გამოყენება, დინანსები და საბანკო საქმეები, ტურიზმი, სპორტი, კულტურა, განათლება და მეცნიერება.
2. რეგიონთაშორისი თანამშრომლობის საგანი, კერძოდ, იქნება:
- რეგიონების, ქალაქებისა და სოფლის განვითარება;
- დაგეგმარება და სივრცი ათვისება;
- კომუნალური მეურნეობა;
- ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა;
- ბუნებისა და გარემოს დაცვა;
- ვაჭრობა;
- სოფლის მეურნეობა;
- განათლება და მეცნიერება, მათ შორის, მეორე სახელმწიფო ენის შესწავლა;
- ჯანდაცვა;
- ხელოვნება და კულტურა;
- ტურიზმი, სპორტი და თავისუფალლი დროის გამოყენება;
- დამნაშავეობასთან ბრძოლა;
- ურთიერთდახმარება სტიქიური უბედურებებისა და კატასტროფის შემთხვევაში;
- ორივე მხარისათვის საინტერესო სხვა სფეროები.
მუხლი 5🔗
1. ორივე სახელმწიფო რეგიონული და ადგილობრივი ხელისუფალნი, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, დადებენ ამ შეთანხმების 1 მუხლის მე-2 პუნქტითა და მე-4 მუხლის 1 და მე-2 პუნქტებით განსაზღვრული სამოქალაო-სამართლებრივი თანამშრომლობის და სხვა ხასიათის შეთანხმებებს. იგი, კერძოდ, შეეხება შეთანხმეებს მიწოდებასა და მომსახურებაზე, ერთობლივი საწარმოების, სააქციო საზოგადოების, გაერთიანებებისა და ფონდების შექმნაზე.
2. ამ შეთანხმების განხორციელება ზემოთ აღნიშნულმა ხელისუფლებმა შეიძლება დაავალონ ფიზიკურ პირებს, აგრეთვე, დაწესებულებებს, საწარმოებსა და სხვა იურიდიულ პირებს მოცემული სახელმწიფოს ტერიტორიაზე მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 6🔗
1. თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ორივე სახელმწიფოს შესაბამისმა ხელისუფლებმა რეგიონულ და ადგილობრივ დონეებზე შეიძლება შექმნან რეგიონთაშორისი თანამშრომლობის საკითხების გადაწყვეტასთან დაკავშირებული საკოორდინაციო ორგანოები.
2. ორივე სახელმწიფოს რეგიონული და ადგიობრივი ხელისუფალნი გეგმავენ და ორგანიზაციას უკეთებენ რეგიონთაშორის თანამშრომლობას ყველა სფეროში, რომელიც ამ შეთანხმების 1 მუხლის მე-2 პუნქტისა და მე-4 მუხლის 1 და მე-2 პუნქტებით არის განსაზღვრული. თუკი ეს თანამშრომლობა ეხება საკითხს, რომლის გადაწყვეტა ორივე სახლმწიფოს ცენტრალური ორგანოების კომპეტენციაში შედის, რეგიონული და ადგილობრივი ხელისუფლების წინადადებები ამ ორგანოების წინასწარ მოწონებასა და თანხმობას საჭიროებენ.
მუხლი 7🔗
1. მხარეები რეგიონთაშორისი თანმშრომლობის საკითხებზე შექმნიან საქართველო-პოლონეთი სახელმწიფოთაშორის საკოორდინაციო კომისიას, რომელსაც შემდგომში „კომისია“ ეწოდება.
2. კომისიის ამოცანაა რეგიონთაშორისი თანამშრომლობის პროგრამების და ფორმების ზოგადი მიმართულებების განსაზღვრა და კოორდინაცია, რეკომენდაციების მიცემა რეგიონული და ადგილობრივი საკოორდინაციო ორგანოების მიერ მომზადებულ გადაწყვეტილებებზე, აგრეთვე იმ საკამათო საკითეხების განხილვა, რომლებიც ხელს უშლიან ამ თანამშრომლებას.
3. კომისიის სხდომები გაიმართება აუცილებლობისდა მიხედვით, მაგრამ არანაკლებ ერთხელ წელიწადში.
4. კომისიის სხდომებში, სათათბირო ხმის უფლებით, მონაწილეობა შეუძლიათ რეგიონუოლი და ადგილობრივი დონის ერთობლივი საკოორდინაციო ორგანოების წარმომადგენლებს.
5. ცალკეული საკითების შესასწავლად კომისიამ შეიძლება მოიწვიოს ექსპერტები.
მუხლი 8🔗
1. კომისია, რეგიონული და ადგილობრივი დონის ერთობლივი საკოორდინაციო ორგანოები საქმიანობას წარმართავენ თავიანთი წესდების საფუძველზე, კომისია ამტკიცებს რეგიონული და ადგილობრივი დონის ერთობლივი საკოორდინაციო ორგანოების წესდებებს.
2. ერთობლივი საკოორდინაციო ორგანოების სხდომებში მონაწილეობასთან დაკავშირებული ხარჯები დაიფარება იმ ხელისუფლების ორგანოთა სახსრებიდან, რომლებიც თავიანთ წარმომადგენლეს ამ სხოდმებზე აგზავნიან.
მუხლი 9🔗
მხარეები ერთობლივ საკოორდინაციო ორგანოებს რეკომენდაციას მისცემენ იმ შეთანხმებებისა და წესდების ნიმუშის გამოყენების თაობაზე, რომლებიც ევროპის 1980 წლის 21 მაისის ტერიტორიული თანამეგობრობის ქვეყნებსა და ხელისუფლებებს შორის ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობის ზოგადი კონვენციის დანართებს წარმოადგენენ.
მუხლი 10🔗
1. ეს შეთანხმება ექვემდებარება რატიფიკაციას თითოეული სახელმწიფოს კანონმდებლობის შესაბამისად და ძალაში შედის ნოტების გაცვლის დღიდან.
2. ეს შეთანხმება იდება ათი წლის ვადით. შეთანხმების მოქმედების ვადა ავტომატურად გრძელდება ყოველი მომდევნო ხუთწლიანი პერიოდით, თუ ერთ-ერთი მხარე ნოტიფიკაციის გზით ექვსი თვით ადრე არ შეატყობინებს მეორე მხარეს მისი დენონსაციის შესახებ.
შესრულებულია ქ. თბილისში, 1993 წლის აპრილს, ორ ეგზემპლარად. თითოეული ქართულ და პოლონურ ენებზე. ამასთან, ორივე ტექსტს თანაბარი ძალა აქვს.
საქართველოს რესპუბლიკის პოლონეთის რესპუბლიკის
მთავრობის სახელით მთავრობის სახელით