საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს საგზაო პოლიციის სამმართველოსთან სპეციალური დანიშნულების ლეგიონის ჩამოყალიბების შესახებ

მიღების თარიღი 08.03.1993
გამომცემი ორგანო საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი
ნომერი №185
სარეგისტრაციო კოდი 000000380.02(0).000.000472 5
გამოქვეყნების წყარო საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილებანი, 3, 31/03/1993
438 სიტყვა · ~2 წთ

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს საგზაო პოლიციის სამმართველოსთან სპეციალური დანიშნულების ლეგიონის ჩამოყალიბების შესახებ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილება №185 1993 წლის 8 მარტი ქ. თბილისი საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს საგზაო პოლიციის სამმართველოსთან სპეციალური დანიშნულების ლეგიონის ჩამოყალიბების შესახებ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი აღნიშნავს, რომ რესპუბლიკაში შექმნილი უკიდურესად რთული კრიმინოგენული ვითარებიდან გამომდინარე რესპუბლიკის საავტომობილო ტრასებზე შეიქმნა მძიმე მდგომარეობა. გახშირდა საზოგადოებრივი ტვირთის დატაცების, ყაჩაღობის ფაქტები. ადგილი აქვს ხიდების აფეთქების შემთხვევებს. რესპუბლიკის მთავარ ავტომაგისტრალებზე დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერების მიზნით „საქართველოს რესპუბლიკის ავტომაგისტრალებზე შექმნილი კრიმინოგენული ვითარების გაუმჯობესების კომპლექსურ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული უშიშროებია და თავდაცვის საბჭოს 1992 წლის 28 დეკემბრის № 37 დადგენილების საფუძველზე საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი ადგენს: 1. დაკმაყოფილდეს საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს თხოვნა და სამინისტროს საგზაო პოლიციის სამმართველოსთან შეიქმნას სპეციალური დანიშნულების ლეგიონი 1500 საშტატო ერთეულით. 2. აღინიშნოს, რომ ლეგიონის ასეულები მოემსახურება რესპუბლიკის ავტომაგისტრალებს, თანახმად დანართისა. 3. გაუქმდეს საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს საგზაო პოლიციის სამმართველოს საგზაო-საპატრულო სამსახურის ცალკეული ბატალიონი 405 საშტატო ერთეულით, რომლებიც გამოყენებულ იქნეს სპეციალური დანიშნულების ლეგიონის შესაქმნელად, გარდა ამისა შინაგან საქმეთა სამინისტროს დამატებით გამოეყოს 1095 საშტატო ერთეული. 4. სპეციალური დანიშნულების ლეგიონის რიგით, ოფიცერთა შემადგენლობას და მოსამსახურეებს თანამდებობრივი სარგოები განესაზღვროთ საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის 1992 წლის 30 ივლისის № 764 დადგენილებით. 5. დაევალოთ ქ. თბილისის მერიას, გარდაბნის, გურჯაანის, დუშეთის, მცხეთის, ხაშურის, გორის, ასპინძის, სამტრედიის რაიონებისა და ქალაქების ზუგდიდისა და წყალტუბოს გამგეობის თავმჯომარეებს საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს საგზაო სამმართველოს სპეციალური დანიშნულების ლეგიონის ასეულები უზრუნველყონ შენობით, სადგომებითა და კავშირგაბმულობის საშუალებებით უფასოდ. 6. საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტრომ 10 დღის ვადაში შეიმუშაოს, შეუთანხმოს საქართველოს რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროსა და პროკურატურას და დაამტკიცოს სპეციალური დანიშნულების ლეგიონის დებულება, აგრეთვე ლეგიონისათვის საჭირო სამსახურებრივი და საბრძოლო აღჭურვილობის კუთნილება. 7. დაევალოს საქართველოს რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროს საჭირო გაანგარიშებათა და მიღების შემდეგ შეიტანოს სათანადო ცვლილებანი საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს 1993 წლის შესანახ ხარჯებში. საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი                                                           თ. სიგუა დანართი საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს საგზაო პოლიციის სამმართველოს სპეციალური დანიშნულების ლეგიონის ასეულების დისლოკაციის ადგილები ლეგიონის ასეულის დასახელება ასეულის შტაბის დისლოკაციის ადგილი ასეულის რიცხოვნობა ცენტრალური შტაბი ქ. თბილისი 39 ქ. თბილისის საგზაო პოლიციის ასეული ქ. თბილისი 96 ალგეთის საგზაო პოლიციის ასეული გარდაბნის რაიონი (რუსთავის შესასვლელთან) 126 ქვემო ქართლის საგზაო პოლიციის ასეული გარდაბნის რაიონი, სოფელი თელეთი 126 კახეთის საგზაო პოლიციის ასეული გურჯაანის რაიონი, სოფელი ჩალაუბანი 126 კავკასიონის საგზაო პოლიციის ასეული დუშეთის რაიონი, დაბა ჟინვალი 126 შუა ქართლის საგზაო პოლიციის ასეული მცხეთის რაიონი, სოფელი ნატახტარი 126 ზემო ქართლის საგზაო პოლიციის ასეული ხაშურის რაიონი, სოფელი ოსიაური 126 სამაჩაბლო საგზაო პოლიციის ასეული გორის რაიონი, სოფელი კარალეთი 105 მესხეთის საგზაო პოლიციის ასეული ასპინძის რაიონი, სოფელი რუსთავი 126 იმერეთის საგზაო პოლიციის ასეული ქ. წყალტუბოს ზონა, სოფელი ქვიტირი 126 კოლხეთის საგზაო პოლიციის ასეული ქ. ზუგდიდი 150 რაიონის საგზაო პოლიციის ასეული სამტრედიის რაიონი, სოფელი დაფნარი 102 სულ 1500 საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის საქმეთა მმართველი                                                         გ. ბერიძე