საქართველოს რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროს ცენტრალურ აპარატში საერთაშორისო სამართლებრივი ურთიერთობის განყოფილების შექმნის შესახებ
მიღების თარიღი 26.04.1993
გამომცემი ორგანო საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი
ნომერი №319
სარეგისტრაციო კოდი 000000010.02(0).000.000496 111
გამოქვეყნების წყარო საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილებანი, 4, 30/04/1993
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
26.04.1993 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროს ცენტრალურ აპარატში საერთაშორისო სამართლებრივი ურთიერთობის განყოფილების შექმნის შესახებ
საქართველოს რესპუბლიკის
მინისტრთა კაბინეტის
დადგენილება №319
1993 წლის 26 აპრილი
ქ. თბილისი
საქართველოს რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროს ცენტრალურ აპარატში საერთაშორისო სამართლებრივი ურთიერთობის განყოფილების შექმნის შესახებ
„სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ საქართველოს რესპუბლიკისა და უცხო სახელმწიფოებს შორის ხელშეკრულებათა დროულად დადების ღონისძიებათა თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის – სახელმწიფოს მეთაურის 1993 წლის 10 თებერვლის №18 ბრძანებულების შესაბამისად საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი ადგენს:
1. შეიქმნას საქართველოს რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროს ცენტრალურ აპარატში 1993 წლის 1 აპრილიდან საერთაშორისო სამართლებრივი ურთიერთობის განყოფილება 4 საშტატო ერთეულით.
2. დაევალოს საქართველოს რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროს გაითვალისწინოს ზემოაღნიშნული განყოფილების მუშაკთა შესანახი ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის შედგენისას.
საქართველოს რესპუბლიკის
პრემიერ-მინისტრი თ. სიგუა