საქართველოს რესპუბლიკის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს ნარკოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის შექმნის შესახებ

მიღების თარიღი 26.04.1993
გამომცემი ორგანო საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი
ნომერი №320
სარეგისტრაციო კოდი 000000010.02(0).000.000497 111
გამოქვეყნების წყარო საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილებანი, 4, 30/04/1993
113 სიტყვა · ~1 წთ

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს რესპუბლიკის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს ნარკოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის შექმნის შესახებ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილება №320 1993 წლის 26 აპრილი ქ. თბილისი საქართველოს რესპუბლიკის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს ნარკოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის შექმნის შესახებ საქართველოს რესპუბლიკის მოსახლეობაში ნარკომანიის გავრცელების აღმოფხვრის, აღნიშნული პრობლემის სამეცნიერო უზრუნველყოფის სისტემის სრულყოფის, მეცნიერული მეთოდების შემუშავებისა და პრაქტიკაში ფართოდ დანერგვის, აგრეთვე, როგორც დარგის შემდგომი განვითარების მიზნით საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი ადგენს: 1. საქართველოს რესპუბლიკის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს ფსიქიატრიის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტთან არსებული ნარკოლოგიური მედიკო-ბიოლოგიური ცენტრის ბაზაზე შეიქმნას საქართველოს რესპუბლიკის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს ნარკოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი. 2. საქართველოს რესპუბლიკის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრომ: - გამოუყოს ნარკოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის სათანადო ფართობი; - უზრუნველყოს ნარკოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დაფინანსება მისთვის გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში. საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი                                                       თ. სიგუა