საქართველოს რესპუბლიკის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს ნარკოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის შექმნის შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს რესპუბლიკის
მინისტრთა კაბინეტის
დადგენილება №320
1993 წლის 26 აპრილი
ქ. თბილისი
საქართველოს რესპუბლიკის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს ნარკოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის შექმნის შესახებ
საქართველოს რესპუბლიკის მოსახლეობაში ნარკომანიის გავრცელების აღმოფხვრის, აღნიშნული პრობლემის სამეცნიერო უზრუნველყოფის სისტემის სრულყოფის, მეცნიერული მეთოდების შემუშავებისა და პრაქტიკაში ფართოდ დანერგვის, აგრეთვე, როგორც დარგის შემდგომი განვითარების მიზნით საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი ადგენს:
1. საქართველოს რესპუბლიკის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს ფსიქიატრიის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტთან არსებული ნარკოლოგიური მედიკო-ბიოლოგიური ცენტრის ბაზაზე შეიქმნას საქართველოს რესპუბლიკის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს ნარკოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი.
2. საქართველოს რესპუბლიკის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრომ:
- გამოუყოს ნარკოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის სათანადო ფართობი;
- უზრუნველყოს ნარკოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დაფინანსება მისთვის გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში.
საქართველოს რესპუბლიკის
პრემიერ-მინისტრი თ. სიგუა