საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური დანიშნულების პოლკის ჩამოყალიბების შესახებ

მიღების თარიღი 08.03.1993
გამომცემი ორგანო საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი
ნომერი №193
სარეგისტრაციო კოდი 000000370.02(0).000.000475 17
გამოქვეყნების წყარო საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილებანი, 3, 31/03/1993
333 სიტყვა · ~2 წთ

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური დანიშნულების პოლკის ჩამოყალიბების შესახებ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილება №193 1993 წლის 8 მარტი ქ. თბილისი საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური დანიშნულების პოლკის ჩამოყალიბების შესახებ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი აღნიშნავს, რომ რესპუბლიკაში შექმნილი უკიდურესად რთული კრიმინოგენული ვითარებიდან გამომდინარე რესპუბლიკის მთელ ტერიტორიაზე გახშირდა მკვლელობის, სახელმწიფო ქონების მიტაცების, ყაჩაღობისა და ქურდობის ფაქტები. ადგილი აქვს საცხოვრებელი სახლებისა და ხიდების აფეთქების შემთხვევებს. აქედან გამომდინარე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარი, სახელმწიფო მეთაურისა და შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის მითითების თანახმად საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი ადგენს: 1. დაკმაყოფილდეს საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს თხონვა მის დაქვემდებარებაში სპეციალური დანიშნულების პოლკის ჩამოყალიბების შესახებ. განისაზღვროს პოლიკის რიცხოვნობა 415 საშტატო ერთეულით, დისლოკაციის ადგილი - ქალაქი თბილისი. 2. სპეციალური დანიშნულების პოლკი გამოყენებულ იქნეს მასობრივი უწესრიგობების აღსაკვეთად, ბანდიტური ფორმირებებისა და დივერსიების წინააღმდეგ საბრძოლველად, სტიქიური უბედურებების სალიკვიდაციო ღონისძიებებში, განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების დაცვისათვის. 3. სპეციალური დანიშნულების პოლკის პირად შემადგენლობას თანამდებობრივი სარგოები განესაზღვროს საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის 1992 წლის 30 ივლისის № 764 დადგენილების №14 და №15 დანართების შესაბამისად; სამსახურის განაკუთრებული პირობების გათვალისწინებით მიეცეთ დანამატი ძირითადი თანამდებობრივი განაკვეთის 15 პროცენტის ოდენობით. 4. ნება დაერთოს საართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობას საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის 1992 წლის 29 მაისის №610 დადგენილების (პუნქტი 2) შესაბამისად სპეცდანიშნულების პოლკის სამხედრო მოსამსახურეებს, დამტკიცებული შრომის ანაზღაურების ფონდის ფარგლბში, დაუწესოს დანამატები თანამდებობრივი განაკვეთის 50 პროცენტამდე შრომაში მოპოვებული მაღალი შედეგებიათვის ან განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სამუშაოს შესრულებისათვის. 5. დაევალოს საქართველოს რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროს საქართველოს რესპულბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი სათანადო გაანგრიშებების მიხედვით გაითვალისწინოს 1993 წლის ცხრა თვის ბიუკეტში სპეცდანიშნულების პოლკის შენახვის ხარჯები. 6. დაევალოს საქართველოს რესპუბლიკის ვაჭრობისა და მატერიალური რესურსების სამინისტრის, საქართველოს რესპუბლიკი კავშირგაბმულობის სამინისტროს, ქალაქ თბილისის მერიას აღმოუჩინონ დახმარება საქართველოს რესპუბლიკი შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლკის მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფასა და მისი პირადი შემადგენლობის სოციალური და საყოფაცხოვრებო საკითხების მოგვარებაში. 7. დაევალოს საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს დაამტკიცოს სპეცდაიშნულების პოლკის დებულება საქართველოს რესპუბლიკის პროკურატურასთან შეთანხმებით. 8. საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტრომ სპეცდანიშნულების პოლკის სტრუქტურა და საშტატო განრიგი დაამტკიცოს საქართველოს რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმებით. 9. საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტრომ 10 დღის ვადაში შეიმუშაოს და დაამტკიცოს სპეციალური დანიშნულების პოლკისათვის საჭირო სამსახურებრივი და საბრძოლო აღჭურვილობის კუთვნილება. საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი                                                   თ. სიგუა