,,ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 21-აგვისტოს N-16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №24 |
|
2025 წლის 18 სექტემბერი დაბა ლენტეხი |
1.დანართის მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 4. საბჭოს სტრუქტურა, ფორმირება და შემადგენლობა
1. საბჭო შედგება 11 წევრისგან. შემადგენლობაში შედიან: საკრებულოს თავმჯდომარე ან/და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, საკრებულოს სხვა წევრები და საკრებულოს აპარატის წარმომადგენელი, მერიის შემდგომში (მერია) სტრუქტურული ერთეულების წარმომადგენლები (არა უმეტეს 5-წარმომადგენელისა) და მერიაში ქალთა უფლებების დაცვის საკითხებზე პასუხისმგებელი საჯარო მოსამსახურე. საბჭოს თავმჯდომარეობს ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ან მისი დავალებით საკრებულოს ერთ-ერთი თანამდებობის პირი.
საკრებულოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, საბჭოს შემადგენლობაში ასევე შეიძლება შედიოდნენ: ბიზნეს სექტორის, კერძო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, დამოუკიდებელი ექსპერტები და სპეციალისტები. საბჭო შედგება საბჭოს თავმჯდომარის, თავმჯდომარის მოადგილის, საბჭოს მდივნისა და სხვა წევრებისაგან. მის შემადგენლობას შესაბამისი ბრძანებით ამტკიცებს ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ან საკრებულო განკარგულების სახით.
საბჭოს წევრობის შეწყვეტის საფუძვლებია:
ა) პირადი განცხადება;
ბ) საბჭოს წევრის მიერ საბჭოს სხდომაზე არასაპატიო მიზეზით ზედიზედ 3-ჯერ გამოუცხადებლობა;
გ) საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა;
დ) საბჭოს წევრის მიმართ სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა;
ე) გარდაცვალება;
ვ) მერიისა და საკრებულოს თანამდებობის პირთა უფლებამოსილების შეწყვეტა და საჯარო მოხელეთა გათავისუფლება.
|