“ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების განსაზღვრის შესახებ”
მიღების თარიღი 04.09.2006
გამომცემი ორგანო საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
ნომერი №25/2006
სარეგისტრაციო კოდი 010.220.020.15.008.009.191
გამოქვეყნების წყარო სსმ, 120, 05/09/2006
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
04.09.2006 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
“ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების განსაზღვრის შესახებ”
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.220.020.15.008.009.191
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის
დადგენილება №25/2006
2006 წლის 4 სექტემბერი
ქ. თბილისი
ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების განსაზღვრის შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 25-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 29-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:
მუხლი 1🔗. 2006 წლის 5 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნებისათვის, ვადიანი და საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურეები:
1. შეყვანილ იქნენ ამომრჩეველთა ერთიან სიაში ადგილობრივი მაჟორიტარული ოლქის მიხედვით.
2. არჩევნებში მონაწილეობენ სამხედრო მოსამსახურის სამსახურებრივი პირადობის მოწმობის საფუძველზე.
მუხლი 2🔗. ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, სარაჯიშვილის №1ა) მისი გამოქვეყნებიდან 3 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 3🔗. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
კომისიის თავმჯდომარე გ. ჩალაგაშვილი
კომისიის მდივანი გ. მჭედლიძე