ვანის მუნიციპალიტეტის მუქედის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე სოფელ ქვედა მუქედის N1 ქუჩისთვის გურამ იობიძის სახელის მინიჭების შესახებ
მიღების თარიღი 18.09.2025
გამომცემი ორგანო ვანის მუნიციპალიტეტი
ნომერი №გ-65. 65252612
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.121.016023
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 19/09/2025
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
18.09.2025 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
ვანის მუნიციპალიტეტის სალხინოს ადმინისტრაციული ერთეულში მდებარე სოფელ სალხინოს N11 ქუჩისთვის გელა ლორთქიფანიძის სახელის მინიჭების შესახებ ვანის მუნიციპალიტეტის შუამთის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე სოფელ შუამთის N11 ქუჩისათვის ლადო სულაბერიძის სახელის მინიჭების შესახებ ვანის მუნიციპალიტეტის ქალაქ ვანის ადმინისტრაციულ ერთეულში სოლომონ II-ის ქუჩა N59-ში მდებარე რაგბის მოედნისა და ტრიბუნისათვის ბეჟან ხურციძის სახელის მინიჭების შესახებ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაინდროვალში მდებარე ქუჩისათვის დავით გურამიშვილის სახელის მინიჭების (სახელდების) თაობაზე ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ალვანის ცენტრალური ქუჩისთვის საქართველოს
ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის სახელის მინიჭების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ვანის მუნიციპალიტეტის მუქედის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე სოფელ ქვედა მუქედის N1 ქუჩისთვის გურამ იობიძის სახელის მინიჭების შესახებ
ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
განკარგულება №გ-65. 65252612
2025 წლის 18 სექტემბერი
ქ. ვანი
ვანის მუნიციპალიტეტის მუქედის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე სოფელ
ქვედა მუქედის №1 ქუჩისთვის გურამ იობიძის სახელის მინიჭების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ა.ე“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მეორე ნაწილის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, აღრიცხვისა და დაცვის მიზნით, გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედი სამთავრობო კომისიის 2025 წლის 8 სექტემბერის სხდომის ოქმი №48-იდან ამონაწერის შესაბამისად, ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ვანის მუნიციპალიტეტის მუქედის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე სოფელ ქვედა მუქედის №1 ქუჩას (4 ჩიხის ჩათვლით) მიენიჭოს გურამ იობიძის სახელი (რუკა თან ერთვის).
2. ვანის მუნიციპალიტეტის მერმა ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების (აბრების, ფირნიშების დამზადება და გავრცელება) გატარება.
3. განკარგულება მისი მიღებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში გადაეგზავნოს სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამისამართო რეესტრს“ შემდგომი რეაგირებისათვის.
4. ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატმა უზრუნველყოს ამ განკარგულების გამოქვეყნება სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე, მისი მიღებიდან 10 დღის ვადაში, ასევე გადაგზავნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ სსიპ „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსთვის“, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიისთვის, მონაცემთა ბაზაში ცვლილებების შეტანის მიზნით.
5. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
6. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს კანონით დადგენილი წესით, მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში, სამტრედიის რაიონულ სასამართლოში (მისამართი: ქალაქი სამტრედია, ძმები ნინუების ქუჩა №1).
ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე ლილუაშვილი