საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 18.09.2025
ძალაში შესვლა 22.10.2025
გამომცემი ორგანო საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი
ნომერი №88/ნ
სარეგისტრაციო კოდი 010240030.22.022.018723 367
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 19/09/2025
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებების დამტკიცების შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის
ბრძანება №88/ნ
2025 წლის 18 სექტემბერი
ქ.თბილისი
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) დებულების დამტკიცების შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტისა და „საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 26 დეკემბრის №524 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“, ,,ლ“ და „მ“ ქვეპუნქტების შესაბამისად ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) თანდართული დებულება.
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 26 მარტის №03/ნ ბრძანება.
მუხლი 3🔗
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2025 წლის 22 ოქტომბრიდან.საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრიგივი მიქანაძე
დანართი
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) დებულება
თავი I
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1🔗
ეს დებულება განსაზღვრავს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს (შემდგომ – სამინისტრო) ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) (შემდგომ – ადმინისტრაცია) სტრუქტურას, უფლებამოსილებას, ანგარიშვალდებულებას და აწესრიგებს ადმინისტრაციის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.
მუხლი 2🔗
ადმინისტრაცია არის სამინისტროს პირველადი სტრუქტურული ერთეული.
მუხლი 3🔗
ადმინისტრაცია თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს კანონებით, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობისა და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის (შემდგომ – მინისტრი) სამართლებრივი აქტებით, სამინისტროს დებულებით, წინამდებარე დებულებით და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.
მუხლი 4🔗
ადმინისტრაცია თავისი კომპეტენციის ფარგლებში წარმოადგენს სამინისტროს და ანგარიშვალდებულია მინისტრის წინაშე. მინისტრი ადმინისტრაციას უწევს სამსახურებრივ ზედამხედველობას კანონმდებლობით დადგენილი წესით.
თავი II
ადმინისტრაციის კომპეტენცია და სტრუქტურა
მუხლი 5🔗
ადმინისტრაციის კომპეტენციაა:
ა) სამინისტროს მიზნებისა და ამოცანების შესაბამისი ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკის განსაზღვრა; სამინისტროს სისტემაში ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკის სრულყოფის მიზნით, რეკომენდაციების შემუშავება;
ბ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ადამიანური რესურსების მოზიდვისა და შერჩევის მიზნით კონკურსების ორგანიზებისა და ჩატარების უზრუნველყოფა;
გ) სტაჟიორთა შერჩევისა და მიღების მიზნით კონკურსის ჩატარების უზრუნველყოფა, აგრეთვე სტაჟირებასთან დაკავშირებული საკითხების ორგანიზება და სტაჟირების პროცესის ზედამხედველობა;
დ) სამინისტროს პროფესიულ საჯარო მოხელეთა საქმიანობის შეფასების თანამედროვე სისტემის დანერგვა და შეფასების პროცესის მონიტორინგი;
ე) სამინისტროს პერსონალისა და სამინისტროს სისტემის შესაბამის მოსამსახურეთა მონაცემთა ბაზის შექმნა და ადმინისტრირება; მათი პირადი საქმეების წარმოების უზრუნველყოფა;
ვ) სამინისტროს პროფესიულ საჯარო მოხელეთა სამუშაოთა აღწერილობების შედგენისა და საკვალიფიკაციო მოთხოვნების განსაზღვრის უზრუნველყოფა;
ზ) სამინისტროს თანამშრომელთა პროფესიული განვითარების დაგეგმვა/ორგანიზება და ამ მიზნით შესაბამისი რესურსის მოძიება;
თ) სამინისტროსა და სამინისტროს სისტემის შესაბამის მოსამსახურეთა შრომით ურთიერთობებთან (დანიშვნა, გათავისუფლება, გადაყვანა, სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერება, მივლინება, წახალისება, დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის გამოყენება) დაკავშირებული ბრძანებების პროექტების მომზადება და ადმინისტრაციული და შრომითი ხელშეკრულებების გაფორმება;
ი) სამინისტროს საქმიანობის ეფექტიანობის ამაღლების მიზნით საქმისწარმოების ერთიანი წესების დამკვიდრება; შესაბამისი ნორმატიული და მეთოდური დოკუმენტების შემუშავება და დანერგვა;
კ) საიდუმლო საქმისწარმოების განხორციელება;
ლ) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა; საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნება;
მ) „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, სამინისტროში პერსონალურ მონაცემთა დამუშავებისა და დაცვის პროცესის ორგანიზაციული უზრუნველყოფა;
ნ) სამინისტროს არქივის ფუნქციონირების, საარქივო მასალის დამუშავებისა და დაცვის უზრუნველყოფა;
ო) საქმისწარმოების პროცესში დასრულებული დოკუმენტაციის აღრიცხვა, დამუშავება და არქივისათვის დადგენილი წესის შესაბამისად გადაცემის უზრუნველყოფა;
პ) სამინისტროს მატერიალურ-ტექნიკურ ფასეულობათა აღრიცხვა, ანგარიშგება; სამინისტროს სამეურნეო საქმიანობის ორგანიზება და მართვა;
ჟ) სამინისტროსათვის სხვადასხვა ფორმით მიღებული/გაცემული ან/და სამინისტროს სისტემიდან მიღებული/გაცემული აქტივების აღრიცხვა, დასაწყობება და მოთხოვნილების შესაბამისად გაცემა/განაწილებაზე კონტროლი;
რ) სამინისტროს გამართული ფუნქციონირებისათვის საჭირო მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების განსაზღვრა, სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა;
ს) სამინისტროს ბალანსზე რიცხული ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა;
ტ) სამინისტროს ბალანსზე რიცხული შენობა-ნაგებობების მოვლა და გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
უ) სამინისტროში მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების ხარჯვასა და მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებაზე კონტროლი;
ფ) სამინისტროს სტრუქტურულ ერთეულებსა და სამინისტროს სისტემაში შემავალ დაწესებულებებს შორის კოორდინაციის უზრუნველყოფა. აგრეთვე, სახელმწიფო უწყებებთან და ორგანიზაციებთან თანამშრომლობის კოორდინაცია;
ქ) საგანგებო სიტუაციების (სტიქიური მოვლენები, ინფრასტრუქტურული კრიზისები, ჯანმრთელობის სფეროს საგანგებო მდგომარეობები და სხვ.) შემთხვევაში, სამინისტროს სტრუქტურული ერთეულებისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებების ერთიანი რეაგირების კოორდინაცია;
ღ) საქართველოს კანონმდებლობითა და ადმინისტრაციის დებულებით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
მუხლი 6🔗
ადმინისტრაციაში შემავალი მეორადი სტრუქტურული ერთეულებია:
ა) ადამიანური რესურსების მართვის სამმართველო;
ბ) ლოჯისტიკის სამმართველო;
გ) საქმისწარმოების სამმართველო.
თავი III
ადმინისტრაციის ხელმძღვანელობა, საჯარო მოსამსახურეები და ადმინისტრაციაში შემავალი მეორადი სტრუქტურული ერთეულების კომპეტენციები
მუხლი 7🔗
1. ამ დებულების მე-5 მუხლით გათვალისწინებულ კომპეტენციათა შესრულების მიზნით ადმინისტრაციაში საჯარო სამსახურს ეწევიან:
ა) ადმინისტრაციის უფროსი;
ბ) ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე;
გ) სამმართველოს უფროსი;
დ) პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი;
ე) მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი.
2. ადმინისტრაციაში დამხმარე ფუნქციების ან არამუდმივ ამოცანათა შესასრულებლად შეიძლება მიღებულ იქნეს შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი.
3. ადმინისტრაციის საჯარო მოსამსახურეებს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
4. ადმინისტრაციის საჯარო მოსამსახურეთა უფლებამოსილება განისაზღვრება ამ დებულებითა და საქართველოს კანონმდებლობით.
5. ადმინისტრაციის საშტატო რიცხოვნობა განისაზღვრება სამინისტროს საშტატო ნუსხით, რომელსაც ამტკიცებს მინისტრი.
მუხლი 8🔗
1. ადმინისტრაციას ხელმძღვანელობს ადმინისტრაციის უფროსი.
2. ადმინისტრაციის უფროსი ანგარიშვალდებულია მინისტრის წინაშე.
3. ადმინისტრაციის უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს ადმინისტრაციის საქმიანობას;
ბ) წარმოადგენს ადმინისტრაციას დაკისრებულ უფლებამოსილებათა განხორციელებისას;
გ) ზედამხედველობასა და კოორდინაციას უწევს ადმინისტრაციის სამმართველოების მუშაობას;
დ) ანაწილებს ფუნქციებს ადმინისტრაციის სამმართველოებსა და ადმინისტრაციის საჯარო მოსამსახურეებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს;
ე) ზედამხედველობს ადმინისტრაციის საჯარო მოსამსახურეების მიერ სამსახურებრივი მოვალეობების ჯეროვან შესრულებას;
ვ) ავიზებს და ხელს აწერს ადმინისტრაციაში მომზადებულ დოკუმენტებს; კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების მიერ შემუშავებული დოკუმენტების ვიზირებას;
ზ) სამინისტროს სახელით იღებს გადაწყვეტილებას და ხელს აწერს შესაბამის ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს:
ზ.ა) პირველადი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელების, მათი მოადგილეებისა და მეორადი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელების, სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების – საგანმანათლებლო რესურსცენტრების უფროსებისთვის ფუნქციათა დაკისრების შესახებ;
ზ.ბ) სამინისტროს მომსახურეთა ქვეყნის შიგნით და ქვეყნის ფარგლებს გარეთ მივლინებასთან დაკავშირებით;
ზ.გ) სამინისტროს მომსახურეთა შვებულებაში გასვლასთან დაკავშირებით;
ზ.დ) ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ, სამინისტროს მოსამსახურეთა დამატებითი ანაზღაურებადი დასვენების დღით სარგებლობასთან დაკავშირებით;
თ) სამინისტროს სახელით იღებს გადაწყვეტილებას და ხელს აწერს ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოში მომზადებულ შესაბამის დოკუმენტაციას:
თ.ა) ცნობა – სამსახურის/სტაჟირების ან/და ანაზღაურების შესახებ;
თ.ბ) წერილი – საინფორმაციო ხასიათის კორესპონდენცია, პირის სადეკლარაციო თანამდებობაზე განწესების ან/და სადეკლარაციო თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ;
თ.გ) წერილი – საინფორმაციო ხასიათის კორესპონდენცია, გამარტივებული საჯარო კონკურსის გარეშე პირთან გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების შესახებ;
ი) გასცემს საჯარო ინფორმაციას საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირის მივლინებაში, შვებულებაში ან საავადმყოფო ფურცელზე ყოფნის შემთხვევაში;
კ) სამინისტროს სახელით იღებს გადაწყვეტილებას და ითანხმებს ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის კანონიერი წარმომადგენლის ან მხარდაჭერის სტატუსის მქონე მოსამსახურის მიერ სამინისტროს შინაგანაწესით გათვალისწინებულისაგან განსხვავებული სამუშაო დროით სარგებლობის საკითხს;
ლ) აკონტროლებს მინისტრის ბრძანებების, მითითებების, დავალებების, მინისტრის პირველი მოადგილისა და მინისტრის მოადგილეების დავალებების შესრულებას ადმინისტრაციის საჯარო მოსამსახურეთა მიერ;
მ) აკონტროლებს ადმინისტრაციის საჯარო მოსამსახურეთა მიერ დისციპლინის დაცვას სამინისტროს შინაგანაწესის შესაბამისად;
ნ) წარუდგენს მინისტრს ანგარიშს ადმინისტრაციის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ ყოველი წლის ბოლოს, აგრეთვე მისი მოთხოვნით – ნებისმიერ დროს;
ო) ორგანიზებას უწევს ადმინისტრაციის კომპეტენციის ფარგლებში ადმინისტრაციის უფლებამოსილებათა განხორციელებას, რისთვისაც წარუდგენს მინისტრს წინადადებებს ცალკეული საკითხების მოწესრიგებისა და გადაწყვეტის თვალსაზრისით;
პ) წარუდგენს მინისტრს წინადადებებს ადმინისტრაციის სტრუქტურის, საშტატო რიცხოვნობის, სამუშაო პროცესების ორგანიზების, ადმინისტრაციის საჯარო მოსამსახურეების წახალისების ან მათ მიმართ დისციპლინური წარმოების დაწყების შესახებ;
ჟ) შუამდგომლობს იმ სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფაზე, რაც აუცილებელია ადმინისტრაციის კომპეტენციის ფარგლებში ადმინისტრაციის უფლებამოსილებათა შესასრულებლად;
რ) ადმინისტრაციის საჯარო მოსამსახურეებისაგან ითხოვს ანგარიშს მათ მიერ გაწეული მუშაობის შესახებ;
ს) შუამდგომლობს ადმინისტრაციის საჯარო მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების თაობაზე;
ტ) ასრულებს მინისტრის, მინისტრის პირველი მოადგილისა და მინისტრის მოადგილეების ცალკეულ დავალებებს;
უ) ახორციელებს ამ დებულებითა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.
4. ადმინისტრაციის უფროსის ქვეყნის ფარგლებს გარეთ მივლინებაში, შვებულებაში ან საავადმყოფო ფურცელზე ყოფნის შემთხვევაში ადმინისტრაციის უფროსის ფუნქციას ასრულებს მინისტრის/უფლებამოსილი პირის ბრძანებით განსაზღვრული ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე, ხოლო ამ უკანასკნელის მივლინებაში, შვებულებაში, საავადმყოფო ფურცელზე ყოფნის შემთხვევაში, მინისტრის/უფლებამოსილი პირის ბრძანებით განსაზღვრული ერთ-ერთი სამმართველოს უფროსი.
5. ადმინისტრაციის უფროსი უფლებამოსილია, ქვეყნის ფარგლებს შიგნით სამსახურებრივი მივლინების დროს ხელი მოაწეროს მის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ სამართლებრივ აქტებს, ხელშეკრულებებსა და სხვა სახის დოკუმენტაციას.
6. ადმინისტრაციის უფროსის, ადმინისტრაციის უფროსის მოადგილისა და სამმართველოს უფროსების არყოფნის შემთხვევაში ადმინისტრაციის უფროსის ფუნქციას ასრულებს მინისტრის/უფლებამოსილი პირის ბრძანებით განსაზღვრული ადმინისტრაციის ერთ-ერთი საჯარო მოხელე.
მუხლი 9🔗
1. ადმინისტრაციის უფროსს ჰყავს ორი მოადგილე.
2. ადმინისტრაციის უფროსის ერთ-ერთი მოადგილე:
ა) ხელს უწყობს ადმინისტრაციის უფროსს მასზე დაკისრებული უფლებამოსილებების განხორციელებაში;
ბ) ზედამხედველობს და კოორდინაციას უწევს ადმინისტრაციის ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოსა და საქმისწარმოების სამმართველოს მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულებას;
გ) კომპეტენციის ფარგლებში ავიზებს სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების მიერ შემუშავებულ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების – ბრძანებების პროექტებს;
დ) ასრულებს მინისტრის, მინისტრის პირველი მოადგილის, მინისტრის მოადგილეებისა და ადმინისტრაციის უფროსის დავალებებს;
ე) ადმინისტრაციის უფროსის ქვეყნის ფარგლებს გარეთ მივლინებაში, შვებულებაში, საავადმყოფო ფურცელზე ყოფნის შემთხვევაში მინისტრის/უფლებამოსილი პირის ბრძანების საფუძველზე ახორციელებს ადმინისტრაციის უფროსის უფლებამოსილებას;
ვ) ავიზებს ადმინისტრაციაში მომზადებულ დოკუმენტებს, მათ შორის, იმ სამმართველოებში მომზადებულ დოკუმენტებს, რომელთა ზედამხედველობასა და კოორდინაციასაც ახორციელებს;
ზ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
3. ადმინისტრაციის უფროსის ერთ-ერთი მოადგილე:
ა) ხელს უწყობს ადმინისტრაციის უფროსს მასზე დაკისრებული უფლებამოსილებების განხორციელებაში;
ბ) ზედამხედველობს და კოორდინაციას უწევს ადმინისტრაციის ლოჯისტიკის სამმართველოს მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულებას;
გ) ასრულებს მინისტრის, მინისტრის პირველი მოადგილის, მინისტრის მოადგილეებისა და ადმინისტრაციის უფროსის დავალებებს;
დ) ადმინისტრაციის უფროსის ქვეყნის ფარგლებს გარეთ მივლინებაში, შვებულებაში, საავადმყოფო ფურცელზე ყოფნის შემთხვევაში მინისტრის/უფლებამოსილი პირის ბრძანების საფუძველზე ახორციელებს ადმინისტრაციის უფროსის უფლებამოსილებას;
ე) ავიზებს ადმინისტრაციაში მომზადებულ დოკუმენტებს, მათ შორის, იმ სამმართველოში მომზადებულ დოკუმენტებს, რომლის ზედამხედველობასა და კოორდინაციასაც ახორციელებს;
ვ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
4. ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მასზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია ადმინისტრაციის უფროსისა და მინისტრის წინაშე.
5. ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის მივლინებაში, შვებულებაში, საავადმყოფო ფურცელზე ყოფნის დროს ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის ფუნქციას ასრულებს მინისტრის/უფლებამოსილი პირის ბრძანებით განსაზღვრული ერთ-ერთი სამმართველოს უფროსი ან ადმინისტრაციის ერთ-ერთი საჯარო მოხელე.
მუხლი 10🔗
1. ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოს კომპეტენციაა:
ა) სამინისტროს მიზნებისა და ამოცანების შესაბამისი ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკის განსაზღვრა; სამინისტროს სისტემაში ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკის სრულყოფის მიზნით რეკომენდაციების შემუშავება;
ბ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ადამიანური რესურსების მოზიდვისა და შერჩევის მიზნით კონკურსების ორგანიზება და ჩატარება; სამინისტროს საკონკურსო და საპრეტენზიო კომისიების საქმიანობის უზრუნველყოფა;
გ) სტაჟიორთა შერჩევისა და მიღების მიზნით კონკურსის ჩატარების უზრუნველყოფა, სტაჟირებასთან დაკავშირებული საკითხების ორგანიზება, სტაჟირების პროცესის ზედამხედველობა; სტაჟიორებთან გასაფორმებელი ხელშეკრულებების/ბრძანებების პროექტების მომზადება;
დ) სამინისტროს პროფესიულ საჯარო მოხელეთა შეფასების პროცესის დაგეგმვა და მართვა; შეფასების სისტემის გაუმჯობესებასთან დაკავშირებული წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება;
ე) სამინისტროს სამუშაო ანალიზის (საკვალიფიკაციო მოთხოვნების განსაზღვრა, პროფესიულ საჯარო მოხელეთა სამუშაოთა აღწერილობების მომზადება/განახლება) განხორციელება;
ვ) სამინისტროს პროფესიულ საჯარო მოხელეთა შეფასების შედეგების ანალიზი; პროფესიულ საჯარო მოხელეთათვის მოხელის კლასის მინიჭებისათვის საჭირო პროცედურების განხორციელება;
ზ) სამინისტროს თანამშრომელთა პროფესიული განვითარების საჭიროებების (მათ შორის, შეფასების შედეგების საფუძველზე) განსაზღვრა და შესაბამისი პროცედურების განხორციელება;
თ) სამინისტროსა და სამინისტროს სისტემის შესაბამის მოსამსახურეთა შრომით ურთიერთობებთან (დანიშვნა, გათავისუფლება, გადაყვანა, სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერება, მივლინება, წახალისება, დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის გამოყენება) დაკავშირებული ბრძანებების პროექტების, ადმინისტრაციული და შრომითი ხელშეკრულებების პროექტების მომზადება;
ი) სამინისტროს საშტატო რიცხოვნობის აღრიცხვა, საშტატო ერთეულების ცვლილების კონტროლი და სამინისტროს საშტატო რიცხოვნობის შესახებ სტატისტიკის წარმოება; სამინისტროს საშტატო ნუსხის პროექტისა და სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების – საგანმანათლებლო რესურსცენტრების საშტატო ნუსხის პროექტების შემუშავება;
კ) სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების – საგანმანათლებლო რესურსცენტრებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების (გარდა საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებებისა) უფროსებისა და მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დასანიშნი მათი მოადგილეების საკვალიფიკაციო მოთხოვნების შემუშავება;
ლ) შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან თანამშრომლობით, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების დირექტორების დანიშვნასა და გათავისუფლებასთან დაკავშირებით კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება;
მ) სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების – საგანმანათლებლო რესურსცენტრებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების (გარდა საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებებისა) უფროსებისა და მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დასანიშნი მათი მოადგილეების შერჩევის მიზნით კონკურსების ორგანიზება, მათი დანიშვნისა და გათავისუფლების შესახებ ბრძანებების პროექტების მომზადება;
ნ) სამინისტროსა და სამინისტროს სისტემის შესაბამის მოსამსახურეთა (მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დანიშნულ პირთა) პირადი საქმეების წარმოების უზრუნველყოფა;
ო) სამინისტროს სტრუქტურულ ერთეულებთან ერთად სამინისტროს შინაგანაწესის პროექტის შემუშავება და მისი დაცვის უზრუნველყოფა;
პ) სამინისტროს საჯარო მოსამსახურეების/სტაჟიორების დასაქმებისა და შრომის ანაზღაურების შესახებ ცნობების მომზადება;
ჟ) განათლებისა და მეცნიერების სფეროს მოღვაწეთა სახელმწიფო ჯილდოზე წარდგენის მიზნით მასალების მომზადება და შესაბამისი ღონისძიებების გატარება;
რ) სამინისტროს საჯარო მოსამსახურეთა კორპორაციული ფასეულობებისა და ორგანიზაციული კულტურის ჩამოყალიბების მიზნით შესაბამისი აქტივობების ორგანიზება;
ს) სამინისტროში ახალი თანამშრომლის სამუშაო გარემოში ადაპტირების ხელშეწყობა;
ტ) სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვისთვის აუცილებელი ელექტრონული პროგრამების ადმინისტრირება;
უ) სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვისათვის აუცილებელი სტატისტიკური მონაცემების შეგროვება და დამუშავება; სამინისტროში ადამიანური რესურსების მოძრაობისა და დენადობის თაობაზე სტატისტიკური მონაცემების პერიოდული ანალიზი;
ფ) სამინისტროს თანამშრომელთათვის საშვების (სამსახურებრივი მოწმობა) დამზადებისა და გაცემის უზრუნველყოფა;
ქ) ადამიანური რესურსების მართვის საკითხებთან დაკავშირებით კვლევების ჩატარება (ორგანიზაციული კულტურა, სამუშაო გარემო და ა.შ.), თანამედროვე ტენდენციებისა და საუკეთესო გამოცდილების შესწავლა და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება;
ღ) სამინისტროდან გათავისუფლებულ საჯარო მოსამსახურეთა შემოვლის ფურცლის შევსების ორგანიზება;
ყ) სამივლინებო მოწმობების გაცემის უზრუნველყოფა;
შ) სამმართველოს კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე სხვადასხვა სახელმწიფო და არასახელმწიფო დაწესებულების, აგრეთვე, მოქალაქეთა განცხადებებისა და წერილების დადგენილი წესით განხილვა და მათზე რეაგირება;
ჩ) საგანგებო სიტუაციების (სტიქიური მოვლენები, ინფრასტრუქტურული კრიზისები, ჯანმრთელობის სფეროს საგანგებო მდგომარეობები და სხვ.) შემთხვევაში, სამინისტროს სტრუქტურული ერთეულებისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებების ერთიანი რეაგირების კოორდინაცია;
ც) ამ დებულებითა და საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
2. ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი.
3. ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოს უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს სამმართველოს საქმიანობას;
ბ) განიხილავს და სამმართველოს საჯარო მოსამსახურეებს შორის ანაწილებს სამმართველოში შემოსულ დოკუმენტაციას;
გ) ანაწილებს მოვალეობებს სამმართველოს საჯარო მოსამსახურეებს შორის, უზრუნველყოფს სამმართველოს მუშაობის ორგანიზებას, პასუხისმგებელია სამმართველოს საჯარო მოსამსახურეების მიერ დისციპლინის დაცვაზე სამინისტროს შინაგანაწესის შესაბამისად;
დ) ხელს უწყობს სამმართველოში შრომის სათანადო პირობების შექმნას და საჯარო მოსამსახურეთა პროფესიული ცოდნის დონის ამაღლებას;
ე) ასრულებს მინისტრის, მინისტრის პირველი მოადგილის, მინისტრის მოადგილეებისა და ადმინისტრაციის უფროსის/ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის ცალკეულ დავალებებს, ახორციელებს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
4. ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოს უფროსის მივლინებაში, შვებულებაში, საავადმყოფო ფურცელზე ყოფნის შემთხვევაში სამმართველოს უფროსის ფუნქციას ასრულებს მინისტრის/უფლებამოსილი პირის ბრძანებით განსაზღვრული სამმართველოს ერთ-ერთი საჯარო მოხელე.
5. ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოს საჯარო მოსამსახურეები ასრულებენ ადმინისტრაციის უფროსის, ადმინისტრაციის უფროსის მოადგილისა და სამმართველოს უფროსის ცალკეულ დავალებებს.
6. ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოს უფროსი ანგარიშვალდებულია ადმინისტრაციის უფროსისა და ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის წინაშე; ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოს საჯარო მოსამსახურეები ანგარიშვალდებული არიან ადმინისტრაციის უფროსის, ადმინისტრაციის უფროსის მოადგილისა და შესაბამისი სამმართველოს უფროსის წინაშე.
მუხლი 11🔗
1. ლოჯისტიკის სამმართველოს კომპეტენციაა:
ა) სამინისტროს მიერ შესყიდული ან უსასყიდლოდ მიღებული/გადმოცემული მატერიალური ფასეულობების, მარაგების მიღების, აღრიცხვის, შენახვა-დასაწყობების, გაცემის, დაცვის ორგანიზება და კონტროლი;
ბ) სამინისტროს ადმინისტრაციული შენობისა და მიმდებარე ტერიტორიის მოვლა-პატრონობა და საამისოდ საჭირო ღონისძიებების გატარება;
გ) სამინისტროს ადმინისტრაციული შენობის მიმდინარე და კაპიტალური შეკეთების, ასევე აღნიშნულთან დაკავშირებული საპროექტო სამუშაოების ორგანიზება და ზედამხედველობა;
დ) წლიური სახელმწიფო შესყიდვის გეგმის შედგენის მიზნით, სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების მოთხოვნის საფუძველზე, მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის წლიური მოთხოვნების სავარაუდო მოცულობების განსაზღვრა;
ე) სამინისტროს ბალანსზე რიცხული ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკურად გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;
ვ) სამინისტროს აპარატის უზრუნველყოფა ავტოსატრანსპორტო საშუალებებისათვის საჭირო საწვავითა და რეცხვის მომსახურებით, აგრეთვე სატელეფონო მომსახურებით (დადგენილი ლიმიტების ფარგლებში);
ზ) კომპეტენციის ფარგლებში სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ სახელშეკრულებო ვალდებულებათა ზედამხედველობის განხორციელება დადგენილი წესით;
თ) სამინისტროს მიერ შესყიდული მატერიალური ფასეულობების მიღების, აღრიცხვისა და დასაწყობების უზრუნველყოფა; აგრეთვე მოთხოვნის შესაბამისად, მატერიალურ ფასეულობათა გაცემის უზრუნველყოფა;
ი) სამინისტროს მიერ შესყიდული საქონლის, მომსახურებისა და სამუშაოების მიღება-ჩაბარების დოკუმენტაციის წარმოება;
კ) სამინისტროს ინვენტარიზაციის პროცესში მონაწილეობა;
ლ) სამინისტროს კომპიუტერული ქსელისა და სისტემის შეუფერხებლად მუშაობის უზრუნველყოფა; სამინისტროს მოსამსახურეების შიდა ტელეფონებითა და ფიჭური კავშირით უზრუნველყოფა;
მ) სამინისტროს თანამშრომელთათვის ავტომანქანის საშვების დამზადებისა და გაცემის უზრუნველყოფა;
ნ) ამ დებულებითა და საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
2. ლოჯისტიკის სამმართველოს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი.
3. ლოჯისტიკის სამმართველოს უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს სამმართველოს საქმიანობას;
ბ) განიხილავს და სამმართველოს საჯარო მოსამსახურეებს შორის ანაწილებს სამმართველოში შემოსულ დოკუმენტაციას;
გ) ანაწილებს მოვალეობებს სამმართველოს საჯარო მოსამსახურეებს შორის, უზრუნველყოფს სამმართველოს მუშაობის ორგანიზებას, პასუხისმგებელია სამმართველოს საჯარო მოსამსახურეების მიერ დისციპლინის დაცვაზე სამინისტროს შინაგანაწესის შესაბამისად;
დ) ხელს უწყობს სამმართველოში შრომის სათანადო პირობების შექმნას და საჯარო მოსამსახურეთა პროფესიული ცოდნის დონის ამაღლებას;
ე) ასრულებს მინისტრის, მინისტრის პირველი მოადგილის, მინისტრის მოადგილეებისა და ადმინისტრაციის უფროსის/ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის ცალკეულ დავალებებს, ახორციელებს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
4. ლოჯისტიკის სამმართველოს უფროსის მივლინებაში, შვებულებაში, საავადმყოფო ფურცელზე ყოფნის შემთხვევაში სამმართველოს უფროსის ფუნქციას ასრულებს მინისტრის/უფლებამოსილი პირის ბრძანებით განსაზღვრული სამმართველოს ერთ-ერთი საჯარო მოხელე.
5. ლოჯისტიკის სამმართველოს საჯარო მოსამსახურეები ასრულებენ ადმინისტრაციის უფროსის, ადმინისტრაციის უფროსის მოადგილისა და სამმართველოს უფროსის ცალკეულ დავალებებს.
6. ლოჯისტიკის სამმართველოს უფროსი ანგარიშვალდებულია ადმინისტრაციის უფროსისა და ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის წინაშე; ლოჯისტიკის სამმართველოს საჯარო მოსამსახურეები ანგარიშვალდებული არიან ადმინისტრაციის უფროსის, ადმინისტრაციის უფროსის მოადგილისა და შესაბამისი სამმართველოს უფროსის წინაშე.
მუხლი 12🔗
1. საქმისწარმოების სამმართველოს კომპეტენციაა:
ა) სამინისტროს საქმიანობის ეფექტიანობის ამაღლების მიზნით საქმისწარმოების ერთიანი წესების დამკვიდრება; შესაბამისი ნორმატიული და მეთოდური დოკუმენტების პროექტების მომზადება და დანერგვის უზრუნველყოფა;
ბ) სამინისტროში ელექტრონული დოკუმენტბრუნვის უზრუნველყოფა;
გ) სამინისტროში შემოსული კორესპონდენციის, შიდა და გასული კორესპონდენციის დოკუმენტბრუნვის უზრუნველყოფა;
დ) სამინისტროს საფოსტო მომსახურებით უზრუნველყოფა;
ე) სამინისტროს საქმიანობასა და ადამიანური რესურსების მართვასთან დაკავშირებულ (დანიშვნა/გათავისუფლების) ბრძანებათა ასლების მატერიალური და დამოწმებული სახით შენახვა;
ვ) სამინისტროს სახელით დადებული ხელშეკრულებების, შეთანხმებების (გარდა შესყიდვების ხელშეკრულებისა და შეთანხმებებისა) რეგისტრაცია, შენახვა და რეესტრის წარმოება;
ზ) სამინისტროს სახელით დადებული მემორანდუმების რეგისტრაცია და შენახვა;
თ) სამინისტროს საქმისწარმოებისთვის საჭირო ბლანკების, ბეჭდებისა და შტამპების გამოყენების ორგანიზება;
ი) სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების მიერ კორესპონდენციის შესრულების ვადების დაცვის მონიტორინგი კვარტალურად, ყოველწლიურად, აგრეთვე ადმინისტრაციის უფროსის მოთხოვნით – ნებისმიერ დროს;
კ) სამინისტროს ახალი თანამშრომლებისათვის დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემით (eFLOW) სარგებლობის სწავლების უზრუნველყოფა;
ლ) სამინისტროს საქმეთა ნომენკლატურის შემუშავების უზრუნველყოფა;
მ) საქმისწარმოების პროცესში დასრულებული დოკუმენტაციის აღრიცხვა, დამუშავება და არქივისათვის დადგენილი წესის შესაბამისად გადაცემის უზრუნველყოფა;
ნ) საშვთა ბიუროს გამართულად და ეფექტურად მუშაობის უზრუნველყოფა და მოქალაქეთა მისაღების მართვა;
ო) სამინისტროს არქივის ფუნქციონირების, საარქივო მასალის დამუშავებისა და დაცვის უზრუნველყოფა;
პ) საიდუმლო საქმისწარმოების განხორციელება, ორგანიზება და საიდუმლო რეჟიმის დაცვის უზრუნველყოფა, მათ შორის, საიდუმლო კორესპონდენციის მიღების, რეგისტრაციის, მოძრაობისა და გაფორმების, გაგზავნის, დავალებათა შესრულების კონტროლის, საქმეთა ფორმირების, არქივში დოკუმენტაციის ჩაბარებისა და დაცვის ორგანიზების უზრუნველყოფა;
ჟ) საჯარო ინფორმაციის გაცემის მიზნით სამინისტროს სტრუქტურული ერთეულებიდან/სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებებიდან ინფორმაციის გამოთხოვა, დამუშავება, ანალიზი და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემა; საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნება;
რ) საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, საქართველოს პარლამენტის წევრის მიერ დასმულ კითხვაზე პასუხის მომზადების უზრუნველყოფა;
ს) სამმართველოს კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე სხვადასხვა სახელმწიფო და არასახელმწიფო დაწესებულების, აგრეთვე მოქალაქეთა განცხადებებისა და წერილების დადგენილი წესით განხილვა და მათზე რეაგირება;
ტ) ამ დებულებითა და საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
2. საქმისწარმოების სამმართველოს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი:
3. საქმისწარმოების სამმართველოს უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს სამმართველოს საქმიანობას;
ბ) განიხილავს და სამმართველოს საჯარო მოსამსახურეებს შორის ანაწილებს სამმართველოში შემოსულ დოკუმენტაციას;
გ) ანაწილებს მოვალეობებს სამმართველოს საჯარო მოსამსახურეებს შორის, უზრუნველყოფს სამმართველოს მუშაობის ორგანიზებას, პასუხისმგებელია სამმართველოს საჯარო მოსამსახურეების მიერ დისციპლინის დაცვაზე, სამინისტროს შინაგანაწესის შესაბამისად;
დ) ხელს უწყობს სამმართველოში შრომის სათანადო პირობების შექმნას და საჯარო მოსამსახურეთა პროფესიული ცოდნის დონის ამაღლებას;
ე) ასრულებს მინისტრის, მინისტრის პირველი მოადგილის, მინისტრის მოადგილეებისა და ადმინისტრაციის უფროსის/ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის ცალკეულ დავალებებს, ახორციელებს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
4. საქმისწარმოების სამმართველოს უფროსის მივლინებაში, შვებულებაში, საავადმყოფო ფურცელზე ყოფნის შემთხვევაში სამმართველოს უფროსის ფუნქციას ასრულებს მინისტრის/უფლებამოსილი პირის ბრძანებით განსაზღვრული სამმართველოს ერთ-ერთი საჯარო მოხელე.
5. საქმისწარმოების სამმართველოს საჯარო მოსამსახურეები ასრულებენ ადმინისტრაციის უფროსის, ადმინისტრაციის უფროსის მოადგილისა და სამმართველოს უფროსის ცალკეულ დავალებებს.
6. საქმისწარმოების სამმართველოს უფროსი ანგარიშვალდებულია ადმინისტრაციის უფროსისა და ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის წინაშე; ლოჯისტიკის სამმართველოს საჯარო მოსამსახურეები ანგარიშვალდებული არიან ადმინისტრაციის უფროსის, ადმინისტრაციის უფროსის მოადგილისა და შესაბამისი სამმართველოს უფროსის წინაშე.