📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 19.09.2025
ძალაში შესვლა 22.10.2025
გამომცემი ორგანო საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი
ნომერი №96/ნ
სარეგისტრაციო კოდი 010240030.22.022.018731 367
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 19/09/2025
კონსოლიდირებული ვერსიები 2 ვერსია ↓
2,061 სიტყვა · ~10 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
19.09.2025 მიღება
22.10.2025 ძალაში შესვლა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 97% 29.06.2020 საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საგარეო ვაჭრობის პოლიტიკის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 96% 01.03.2016 საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 96% 20.02.2025 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 96% 15.12.2017 საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 96% 26.03.2021
კონსოლიდირებული ვერსიები (2)
19.09.2025
01.12.2025
მოქმედი

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის  ბრძანება №96/ნ 2025 წლის 19 სექტემბერი ქ. თბილისი საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს საერთაშორისო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტისა და „საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 26 დეკემბრის №524 დადგენილების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ლ“ და „მ“ ქვეპუნქტების შესაბამისად ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს საერთაშორისო დეპარტამენტის თანდართული დებულება. მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს საერთაშორისო თანამშრომლობისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერებისა მინისტრის 2021 წლის 26 მარტის №04/ნ  ბრძანება. მუხლი 3🔗 ეს ბრძანება ამოქმედდეს 2025 წლის 22 ოქტომბრიდან. დანართი საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს საერთაშორისო დეპარტამენტის დებულება თავი I ზოგადი დებულებანი მუხლი 1🔗 ეს დებულება განსაზღვრავს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს (შემდგომ –  სამინისტრო) საერთაშორისო დეპარტამენტის (შემდგომ – დეპარტამენტი) სტრუქტურას, უფლებამოსილებას, ანგარიშვალდებულებას და აწესრიგებს დეპარტამენტის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს. მუხლი 2🔗 დეპარტამენტი არის სამინისტროს პირველადი სტრუქტურულ ერთეული. მუხლი 3🔗 დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს კანონებით, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობისა და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის (შემდგომ – მინისტრი) სამართლებრივი აქტებით, სამინისტროს დებულებით, წინამდებარე დებულებით და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით. მუხლი 4🔗 დეპარტამენტი თავისი კომპეტენციის ფარგლებში წარმოადგენს სამინისტროს და ანგარიშვალდებულია მინისტრისა და ზედამხედველი მინისტრის მოადგილის წინაშე, რომელიც ახორციელებს მასზე სამსახურებრივ ზედამხედველობას კანონმდებლობით დადგენილი წესით. თავი II დეპარტამენტის კომპეტენცია და სტრუქტურა მუხლი 5🔗 დეპარტამენტის კომპეტენციაა: ა) სამინისტროს საერთაშორისო პოლიტიკის განსაზღვრა და სამინისტროს სტრუქტურული ერთეულებისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების საერთაშორისო თანამშრომლობის კოორდინაცია; ბ) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში ევროკავშირთან განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სფეროში თანამშრომლობის პოლიტიკის ჩამოყალიბებასა და განხორციელებაში მონაწილეობა, თანამშრომლობის მექანიზმების შემუშავება, მათი განხორციელების, ევროკავშირის პროგრამების განხორციელების კოორდინაცია და ამ პროგრამებში საქართველოს მონაწილეობის გაუმჯობესების ხელშეწყობა; გ) საზღვარგარეთის ქვეყნების შესაბამის უწყებებთან, საერთაშორისო და დონორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატში; დ) სამინისტროს საერთაშორისო დოკუმენტების (შეთანხმებების, მემორანდუმების, თანამშრომლობის პროგრამებისა და სხვა) მომზადება და შესაბამისი პროცედურების წარმართვა, საერთაშორისო ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების კოორდინაცია; ე) საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისა და ორგანიზაციების მიერ დაფინანსებული პროგრამების კოორდინაცია; ვ) უცხოეთში საქართველოს საელჩოებსა და საქართველოში აკრედიტებულ საზღვარგარეთის ქვეყნების საელჩოებთან თანამშრომლობა და საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართულ დიასპორასთან ურთიერთობის ხელშეწყობა; ზ) კომპეტენციის ფარგლებში უცხო ქვეყნის მოქალაქეთა სწავლის ხელშეწყობა საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში; თ) საერთაშორისო კონფერენციებში, ფორუმებსა და სხვადასხვა ღონისძიებებში მინისტრის, მინისტრის პირველი მოადგილისა და მოადგილეების მონაწილეობის უზრუნველყოფა; ი) უცხო სახელმწიფოსა და საერთაშორისო ორგანიზაციასთან დადებული საერთაშორისო ხელშეკრულების აღსრულების მიზნით შექმნილ უწყებათაშორისი საბჭოების/კომისიების ან/და სამუშაო ჯგუფებში მონაწილეობა; კ) საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება. მუხლი 6🔗 დეპარტამენტში შემავალი მეორადი სტრუქტურული ერთეულებია: ა) საერთაშორისო თანამშრომლობის სამმართველო; ბ) ევროინტეგრაციისა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობების სამმართველო; გ) საერთაშორისო პროგრამებისა და ინტერნაციონალიზაციის სამმართველო. თავი III დეპარტამენტის ხელმძღვანელობა, საჯარო მოსამსახურეები და დეპარტამენტში შემავალი მეორადი სტრუქტურული ერთეულების კომპეტენციები მუხლი 7🔗 1. ამ დებულების მე-5 მუხლით გათვალისწინებულ კომპეტენციათა შესრულების მიზნით, დეპარტამენტში საჯარო სამსახურს ეწევიან: ა) დეპარტამენტის უფროსი; ბ) დეპარტამენტის უფროსის მოადგილე; გ) სამმართველოს უფროსი; დ) პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი; ე) მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი. 2. დეპარტამენტში დამხმარე ან არამუდმივ ამოცანათა შესასრულებლად შეიძლება მიღებულ იქნეს შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი. 3. დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეებს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 4. დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეთა უფლებამოსილება განისაზღვრება ამ დებულებითა და საქართველოს კანონმდებლობით. 5. დეპარტამენტის საშტატო რიცხოვნობა განისაზღვრება სამინისტროს საშტატო ნუსხით, რომელსაც ამტკიცებს მინისტრი. მუხლი 8🔗 1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი. 2. დეპარტამენტის უფროსი ანგარიშვალდებულია ზედამხედველი მინისტრის მოადგილისა და მინისტრის წინაშე. 3. დეპარტამენტის უფროსი: ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას; ბ) წარმოადგენს დეპარტამენტს დაკისრებულ უფლებამოსილებათა განხორციელებისას; გ) ზედამხედველობას და კოორდინაციას უწევს დეპარტამენტის სამმართველოების მუშაობას; დ) ანაწილებს ფუნქციებს დეპარტამენტის სამმართველოებსა და დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს; ე) ზედამხედველობს დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების ჯეროვან შესრულებას; ვ) აკონტროლებს მინისტრის ბრძანებების, მითითებების, დავალებების, მინისტრის პირველი მოადგილისა და მინისტრის მოადგილეების დავალებების შესრულებას დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეთა მიერ; ზ) აკონტროლებს დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეთა მიერ დისციპლინის დაცვას სამინისტროს შინაგანაწესის შესაბამისად; თ) კომპეტენციის ფარგლებში ხელს აწერს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს, ავიზებს სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების მიერ შემუშავებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების −  ბრძანებების პროექტებს, ავიზებს დეპარტამენტში მომზადებულ მინისტრის ან მინისტრის მოადგილის სახელით გასაგზავნ დოკუმენტებსა და კომპეტენციის ფარგლებში – სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების მიერ შემუშავებულ სხვადასხვა სახის დოკუმენტებს; ი) ორგანიზებას უწევს დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში დეპარტამენტის უფლებამოსილებათა განხორციელებას, რისთვისაც წარუდგენს ზედამხედველი მინისტრის მოადგილეს წინადადებებს ცალკეული საკითხების მოწესრიგებისა და გადაწყვეტის თვალსაზრისით; კ) წარუდგენს ზედამხედველ მინისტრის მოადგილეს წინადადებებს დეპარტამენტის სტრუქტურის, საშტატო რიცხოვნობის, სამუშაო პროცესების ორგანიზების, დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეების წახალისების ან მათ მიმართ დისციპლინური წარმოების დაწყების შესახებ; ლ) შუამდგომლობს იმ სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფაზე, რაც აუცილებელია დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში დეპარტამენტის უფლებამოსილებათა შესასრულებლად; მ) დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეებისაგან ითხოვს ანგარიშს მათ მიერ გაწეული მუშაობის შესახებ; ნ) შუამდგომლობს დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების საკითხზე და ხელს უწყობს დეპარტამენტში შრომის სათანადო პირობების შექმნას; ო) წარუდგენს მინისტრს და ზედამხედველი მინისტრის მოადგილეს წლიურ ანგარიშს დეპარტამენტის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ ყოველი წლის ბოლოს, ასევე პერიოდულ ანგარიშებს – მათი მოთხოვნისამებრ; პ) ასრულებს მინისტრის, მინისტრის პირველი მოადგილისა და მინისტრის მოადგილეების ცალკეულ დავალებებს; ჟ) ახორციელებს ამ დებულებითა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს. 4. დეპარტამენტის უფროსის ქვეყნის ფარგლებს გარეთ მივლინებაში, შვებულებაში ან საავადმყოფო ფურცელზე ყოფნის შემთხვევაში დეპარტამენტის უფროსის ფუნქციას ასრულებს მინისტრის/უფლებამოსილი პირის ბრძანებით განსაზღვრული დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, ხოლო ამ უკანასკნელის მივლინებაში, შვებულებაში, საავადმყოფო ფურცელზე ყოფნის შემთხვევაში მინისტრის/უფლებამოსილი პირის ბრძანებით განსაზღვრული ერთ-ერთი სამმართველოს უფროსი. 5. დეპარტამენტის უფროსი უფლებამოსილია, ქვეყნის ფარგლებს შიგნით სამსახურებრივი მივლინების დროს ხელი მოაწეროს მის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ სამართლებრივ აქტებს, ხელშეკრულებებსა და სხვა სახის დოკუმენტაციას. 6. დეპარტამენტის უფროსის, დეპარტამენტის უფროსის მოადგილისა და სამმართველოს უფროსის არყოფნის შემთხვევაში დეპარტამენტის უფროსის ფუნქციას ასრულებს მინისტრის/უფლებამოსილი პირის ბრძანებით განსაზღვრული დეპარტამენტის ერთ-ერთი საჯარო მოხელე. მუხლი 9🔗 1. დეპარტამენტის უფროსს ჰყავს სამინისტროს საშტატო ნუსხით გათვალისწინებული მოადგილეები. 2. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე: ა) ხელს უწყობს დეპარტამენტის უფროსს მასზე დაკისრებული უფლებამოსილებების განხორციელებაში; ბ) ზედამხედველობს და კოორდინაციას უწევს დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულებას; გ) ასრულებს მინისტრის, მინისტრის პირველი მოადგილის, მინისტრის მოადგილეებისა და დეპარტამენტის უფროსის დავალებებს; დ) დეპარტამენტის უფროსის ქვეყნის ფარგლებს გარეთ მივლინებაში, შვებულებაში, საავადმყოფო ფურცელზე ყოფნის შემთხვევაში მინისტრის/უფლებამოსილი პირის ბრძანების საფუძველზე ახორციელებს დეპარატამენტის უფროსის უფლებამოსილებას; ე) ავიზებს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს, მათ შორის, დეპარტამენტის უფროსის მიერ მისთვის განსაზღვრული ფუნქციების შესაბამისად, ავიზებს სამმართველოებში მომზადებულ დოკუმენტებს; ვ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ავიზებს სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების მიერ შემუშავებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების −  ბრძანებების პროექტებს; ზ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. 3. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე/მოადგილეები, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მათზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებული არიან დეპარტამენტის უფროსის, ზედამხედველი მინისტრის მოადგილისა და მინისტრის წინაშე. 4. დეპარტამენტის უფროსის მოადგილის მივლინებაში, შვებულებაში, საავადმყოფო ფურცელზე ყოფნის დროს ან მის მიერ დეპარტამენტის უფროსის მოადგილის მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში დეპარტამენტის უფროსის მოადგილეების ფუნქციას ასრულებს მინისტრის/უფლებამოსილი პირის ბრძანებით განსაზღვრული ერთ-ერთი სამმართველოს უფროსი ან დეპარტამენტის ერთ-ერთი საჯარო მოხელე. მუხლი 10🔗 1. საერთაშორისო თანამშრომლობის სამმართველოს კომპეტენციაა: ა) სამინისტროს საერთაშორისო პოლიტიკის შემუშავებისა და განხორციელების ხელშეწყობა; ბ) საზღვარგარეთის ქვეყნებთან ორმხრივი თანამშრომლობის ფორმატში სამინისტროს საქმიანობის ხელშეწყობა; გ) საზღვარგარეთის ქვეყნების შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან კავშირების დამყარებისა და თანამშრომლობის კოორდინაცია; დ) ორმხრივი თანამშრომლობის განვითარების მიზნით უცხოეთში საქართველოს საელჩოებსა და საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან თანამშრომლობა; ე) სამინისტროს სახელმწიფოთაშორისი საერთაშორისო დოკუმენტების (შეთანხმებები, მემორანდუმები, თანამშრომლობის პროგრამები და სხვ.) მომზადება და შესაბამისი პროცედურების წარმართვა; ვ) კომპეტენციის ფარგლებში საერთაშორისო ხელშეკრულებების პროექტებზე მიმდინარე შიდასახელმწიფოებრივ პროცედურებში მონაწილეობის მიღება და სახელმწიფოთაშორისო საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების კოორდინაცია; ზ) კომპეტენციის ფარგლებში საერთაშორისო ღონისძიებებში (კონფერენცია, ფორუმი, სიმპოზიუმი, შეხვედრა და სხვა) მინისტრის, მინისტრის პირველი მოადგილისა და მოადგილეების მონაწილეობის უზრუნველყოფა; თ) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართულ დიასპორასთან ურთიერთობის გაძლიერება; ი) კომპეტენციის ფარგლებში პროგრამების/ქვეპროგრამების შემუშავებასა და შესრულების მონიტორინგში მონაწილეობის მიღება; კ) ამ დებულებითა და საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება. 2. საერთაშორისო თანამშრომლობის სამმართველოს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი. 3. საერთაშორისო თანამშრომლობის სამმართველოს უფროსი: ა) ხელმძღვანელობს სამმართველოს საქმიანობას; ბ) განიხილავს და სამმართველოს საჯარო მოსამსახურეებს შორის ანაწილებს სამმართველოში შემოსულ დოკუმენტაციას; გ) ანაწილებს მოვალეობებს სამმართველოს საჯარო მოსამსახურეებს შორის, უზრუნველყოფს სამმართველოს მუშაობის ორგანიზებას და კოორდინაციას, პასუხისმგებელია სამმართველოს საჯარო მოსამსახურეთა მიერ დისციპლინის დაცვაზე სამინისტროს შინაგანაწესის შესაბამისად; დ) ხელს უწყობს სამმართველოში შრომის სათანადო პირობების შექმნას და საჯარო მოსამსახურეთა პროფესიული ცოდნის დონის ამაღლებას; ე) ასრულებს მინისტრის, მინისტრის პირველი მოადგილის, მინისტრის მოადგილეებისა და დეპარტამენტის უფროსის/დეპარტამენტის უფროსის მოადგილის ცალკეულ დავალებებს, ახორციელებს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. 4. საერთაშორისო თანამშრომლობის სამმართველოს უფროსი სამმართველოს კომპეტენციის ფარგლებში უფლებამოსილების განხორციელებისას ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის უფროსისა და დეპარტამენტის უფროსის მოადგილის წინაშე. 5. საერთაშორისო თანამშრომლობის სამმართველოს უფროსის მივლინებაში, შვებულებაში, საავადმყოფო ფურცელზე ყოფნის დროს ან მის მიერ სამმართველოს უფროსის მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში სამმართველოს უფროსის ფუნქციას ასრულებს მინისტრის/უფლებამოსილი პირის ბრძანებით განსაზღვრული დეპარტამენტის ერთ-ერთი საჯარო მოხელე. 6. საერთაშორისო თანამშრომლობის სამმართველოს საჯარო მოსამსახურეები, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კომპეტენციების განხორციელების მიზნით, ასრულებენ დეპარტამენტის უფროსის, დეპარტამენტის უფროსის მოადგილის და სამმართველოს უფროსის ცალკეულ დავალებებს. მუხლი 11🔗 1. ევროინტეგრაციისა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობების სამმართველოს კომპეტენციაა: ა) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში ევროკავშირთან განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სფეროში თანამშრომლობის პოლიტიკის ჩამოყალიბებასა და განხორციელებაში მონაწილეობა; ბ) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის ხელშეწყობა და წახალისება. „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების“ და აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სფეროში არსებული პრიორიტეტების შემუშავება, მათი კოორდინაცია და შესაბამისი ანგარიშ(ებ)ის მომზადება, ევროკავშირის პროგრამებში/პროექტებში მონაწილეობის ხელშეწყობა; გ) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში საერთაშორისო ორგანიზაციების წინაშე საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების თაობაზე ანგარიშების მომზადება/კოორდინაცია და ამ მიზნით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და სხვა კომპეტენტურ უწყებებთან თანამშრომლობა; დ) საქართველოში და საზღვარგარეთ მოქმედ საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობების დამყარება და წარმართვა, სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში მათთან თანამშრომლობის კოორდინაცია; ე) სამინისტროს უწყებაში შემავალი სტრუქტურული ერთეულებისა და მის დაქვემდებარებაში არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის კოორდინაცია; ვ) კომპეტენციის ფარგლებში, საერთაშორისო კონფერენციებში, ფორუმებსა და სხვადასხვა ღონისძიებებში მინისტრის, მინისტრის პირველი მოადგილისა და მოადგილეების მონაწილეობის უზრუნველყოფა; ზ) ევროინტეგრაციისა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის სამმართველოს კომპეტენციაში შემავალი საკითხების შესახებ სხვადასხვა სახელმწიფო და არასახელმწიფო დაწესებულების, აგრეთვე მოქალაქეთა განცხადებებისა და წერილების დადგენილი წესით განხილვა და მათზე რეაგირება; თ) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში, საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობასთან დაკავშირებული სხვა ფუნქცია-მოვალეობების განხორციელება; ი) ამ დებულებითა და საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება. 2. ევროინტეგრაციისა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობების სამმართველოს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი. 3. ევროინტეგრაციისა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობების სამმართველოს უფროსი: ა) ხელმძღვანელობს სამმართველოს საქმიანობას; ბ) განიხილავს და სამმართველოს საჯარო მოსამსახურეებს შორის ანაწილებს სამმართველოში შემოსულ დოკუმენტაციას; გ) ანაწილებს მოვალეობებს სამმართველოს საჯარო მოსამსახურეებს შორის, უზრუნველყოფს სამმართველოს მუშაობის ორგანიზებას და კოორდინაციას, პასუხისმგებელია სამმართველოს საჯარო მოსამსახურეთა მიერ დისციპლინის დაცვაზე სამინისტროს შინაგანაწესის შესაბამისად; დ) ხელს უწყობს სამმართველოში შრომის სათანადო პირობების შექმნას და საჯარო მოსამსახურეთა პროფესიული ცოდნის დონის ამაღლებას; ე) ასრულებს მინისტრის, მინისტრის პირველი მოადგილის, მინისტრის მოადგილეებისა და დეპარტამენტის უფროსის/დეპარტამენტის უფროსის მოადგილის ცალკეულ დავალებებს. 4. ევროინტეგრაციისა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობების სამმართველოს უფროსი სამმართველოს კომპეტენციის ფარგლებში უფლებამოსილების განხორციელებისას ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის უფროსისა და დეპარტამენტის უფროსის მოადგილის წინაშე. 5. ევროინტეგრაციისა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობების სამმართველოს უფროსის მივლინებაში, შვებულებაში, საავადმყოფო ფურცელზე ყოფნის შემთხვევაში სამმართველოს უფროსის ფუნქციას ასრულებს მინისტრის/უფლებამოსილი პირის ბრძანებით განსაზღვრული დეპარტამენტის ერთ-ერთი საჯარო მოხელე. 6. ევროინტეგრაციისა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობების სამმართველოს საჯარო მოსამსახურეები, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კომპეტენციების განხორციელების მიზნით, ასრულებენ დეპარტამენტის უფროსის, დეპარტამენტის უფროსის მოადგილისა და სამმართველოს უფროსის ცალკეულ დავალებებს. მუხლი 12🔗 1. საერთაშორისო პროგრამებისა და ინტერნაციონალიზაციის სამმართველოს კომპეტენციაა: ა) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისა და ორგანიზაციების მიერ დაფინანსებული პროგრამების/პროექტების განხორციელების კოორდინაცია, მონიტორინგი და ამ პროგრამებში საქართველოს მონაწილეობის გაუმჯობესების ხელშეწყობა; ბ) „საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეთა სწავლების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში უცხო ქვეყნის მოქალაქეთა სწავლის ხელშეწყობა, საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე, ასევე სამინისტროს მიერ საერთაშორისო შეთანხმებებით, ხელშეკრულებებით, პროგრამებითა და მემორანდუმებით ნაკისრი ვალდებულებების ფარგლებში და აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი უწყების მიერ სამინისტროსათვის დასაბუთებული მომართვის საფუძველზე; გ) კომპეტენციის ფარგლებში საერთაშორისო ღონისძიებებში (კონფერენცია, ფორუმი, სიმპოზიუმი, შეხვედრა და სხვა) მინისტრის, მინისტრის პირველი მოადგილისა და მოადგილეების მონაწილეობის უზრუნველყოფა; დ) საერთაშორისო პროგრამებისა და ინტერნაციონალიზაციის სამმართველოს კომპეტენციაში შემავალი საკითხების შესახებ სხვადასხვა სახელმწიფო და არასახელმწიფო დაწესებულების, აგრეთვე მოქალაქეთა განცხადებებისა და წერილების დადგენილი წესით განხილვა და მათზე რეაგირება; ე) კომპეტენციის ფარგლებში პროგრამების/ქვეპროგრამების შემუშავებასა და შესრულების მონიტორინგში მონაწილეობის მიღება; ვ) ამ დებულებითა და საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება. 2. საერთაშორისო პროგრამებისა და ინტერნაციონალიზაციის სამმართველოს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი. 3. საერთაშორისო პროგრამებისა და ინტერნაციონალიზაციის სამმართველოს უფროსი: ა) ხელმძღვანელობს სამმართველოს საქმიანობას; ბ) განიხილავს და სამმართველოს საჯარო მოსამსახურეებს შორის ანაწილებს სამმართველოში შემოსულ დოკუმენტაციას; გ) ანაწილებს მოვალეობებს სამმართველოს საჯარო მოსამსახურეებს შორის, უზრუნველყოფს სამმართველოს მუშაობის ორგანიზებას და კოორდინაციას, პასუხისმგებელია სამმართველოს საჯარო მოსამსახურეთა მიერ დისციპლინის დაცვაზე სამინისტროს შინაგანაწესის შესაბამისად; დ) ხელს უწყობს სამმართველოში შრომის სათანადო პირობების შექმნას და საჯარო მოსამსახურეთა პროფესიული ცოდნის დონის ამაღლებას; ე) ასრულებს მინისტრის, მინისტრის პირველი მოადგილის, მინისტრის მოადგილეებისა და დეპარტამენტის უფროსის/დეპარტამენტის უფროსის მოადგილის ცალკეულ დავალებებს, ახორციელებს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. 4. საერთაშორისო პროგრამებისა და ინტერნაციონალიზაციის სამმართველოს უფროსი სამმართველოს კომპეტენციის ფარგლებში უფლებამოსილების განხორციელებისას ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის უფროსისა და დეპარტამენტის უფროსის მოადგილის წინაშე. 5. საერთაშორისო პროგრამებისა და ინტერნაციონალიზაციის სამმართველოს უფროსის მივლინებაში, შვებულებაში, საავადმყოფო ფურცელზე ყოფნის დროს ან მის მიერ სამმართველოს უფროსის მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში სამმართველოს უფროსის ფუნქციას ასრულებს მინისტრის/უფლებამოსილი პირის ბრძანებით განსაზღვრული დეპარტამენტის ერთ-ერთი საჯარო მოხელე. 6. საერთაშორისო პროგრამებისა და ინტერნაციონალიზაციის სამმართველოს  საჯარო მოსამსახურეები, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კომპეტენციების განხორციელების მიზნით ასრულებენ დეპარტამენტის უფროსის, დეპარტამენტის უფროსის მოადგილის და სამმართველოს უფროსის ცალკეულ დავალებებს. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრიგივი მიქანაძე