„მონრეალის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებების 2026 წლის წლიური საიმპორტო კვოტის დამტკიცების შესახებ“

მიღების თარიღი 22.09.2025
გამომცემი ორგანო საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი
ნომერი №2-578
სარეგისტრაციო კოდი 360160000.22.023.016940 217
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 24/09/2025
150 სიტყვა · ~1 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
მონრეალის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებების 2025 წლის წლიური საიმპორტო კვოტის დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 98% 17.09.2024 მონრეალის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებების 2024 წლის წლიური საიმპორტო კვოტის დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 98% 18.09.2023 ოზონის შრის დამშლელი ნივთიერებების 2020 წლის წლიური საიმპორტო კვოტის დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 94% 19.12.2019 ოზონის შრის დამშლელი ნივთიერებების 2019 წლის წლიური საიმპორტო კვოტის დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 93% 24.12.2018 ოზონდამშლელი ნივთიერებების 2021 წლის წლიური საიმპორტო კვოტის დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 90% 16.12.2020

დოკუმენტის ტექსტი

„მონრეალის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებების 2026 წლის წლიური საიმპორტო კვოტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანება №2-578 2025 წლის 22 სექტემბერი ქ. თბილისი მონრეალის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებების 2026 წლის წლიური საიმპორტო კვოტის დამტკიცების შესახებ „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს  კანონის 38​1 მუხლის მე-6 პუნქტის და „ტექნიკური რეგლამენტის − „ოზონის შრის დამშლელ ნივთიერებათა შესახებ“ მონრეალის 1987 წლის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტისა და ტრანზიტის ნებართვის გაცემის, წლიური საიმპორტო კვოტის განაწილების წესისა და სანებართვო მოწმობის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 3 აგვისტოს №286 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ : მუხლი 1🔗 დამტკიცდეს 2026 წლის საიმპორტო წლიური კვოტა შემდეგი ნივთიერებისთვის: 1. ქლორდიფთორმეთანი (CHF2Cl, HCFC-22) – 20,00 მეტრული ტონა; 2. „ოზონის შრის დამშლელ ნივთიერებათა შესახებ“ მონრეალის 1987 წლის ოქმის F დანართით განსაზღვრული ნივთიერებები –  740 000  ტონა ნახშირორჟანგის (CO2) ეკვივალენტი. მუხლი 2🔗 ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრიდავით სონღულაშვილი