საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ სადეპოზიტო სერტიფიკატების გამოშვების, გაყიდვის, მიმოქცევის, რეგისტრაციის და დაფარვის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე
მიღების თარიღი 05.09.2006
ძალის დაკარგვა 17.12.2010
გამომცემი ორგანო საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
ნომერი №238
სარეგისტრაციო კოდი 220.090.000.18.011.009.183
გამოქვეყნების წყარო სსმ, 121, 06/09/2006
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (2)
| N | ბანკის დასახელება |
| რაოდენობა | ნომინალური ღირებულება (ლარებით) |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული ოპერაციების დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება 17.12.2010
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ სადეპოზიტო სერტიფიკატების გამოშვების, გაყიდვის, მიმოქცევის, რეგისტრაციის და დაფარვის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე
/* Font Definitions */ @font-face {font-family:SimSun; panose-1:2 1 6 0 3 1 1 1 1 1;} @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:LitNusx;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:"\@SimSun"; panose-1:2 1 6 0 3 1 1 1 1 1;} @font-face {font-family:Geo_Arial;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} h1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; page-break-after:avoid; font-size:12.0pt; font-family:LitNusx; font-weight:bold;} h4 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:382.5pt; margin-bottom:.0001pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Geo_Arial","sans-serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.MsoCommentText, li.MsoCommentText, div.MsoCommentText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-justify:inter-ideograph; line-height:150%; font-size:14.0pt; font-family:"Geo_Arial","sans-serif";} a:link, span.MsoHyperlink {color:blue; text-decoration:underline;} a:visited, span.MsoHyperlinkFollowed {color:purple; text-decoration:underline;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; page-break-before:always; font-size:10.0pt; font-family:SPLiteraturuly; font-style:italic;} p {margin-right:0in; margin-left:0in; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-justify:inter-ideograph; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-justify:inter-ideograph; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:27.0pt 42.0pt 35.95pt 48.0pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 220.090.000.18.011.009.183
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის
ბრძანება №238
2006 წლის 5 სექტემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ სადეპოზიტო სერტიფიკატების გამოშვების, გაყიდვის, მიმოქცევის, რეგისტრაციის და დაფარვის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე
,,საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 29-ე და 73-ე მუხლების შესაბამისად და ეროვნული ბანკის ფულად-საკრედიტო პოლიტიკის ხელშეწყობის მიზნით, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს „საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ სადეპოზიტო სერტიფიკატების გამოშვების, გაყიდვის, მიმოქცევის, რეგისტრაციის და დაფარვის შესახებ“ თანდართული დებულება.
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
რ. გოცირიძე
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ სადეპოზიტო სერტიფიკატების გამოშვების, გაყიდვის, მიმოქცევის, რეგისტრაციისა და დაფარვის შესახებ
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი
1. ეს დებულება განსაზღვრავს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ მოკლევადიანი დისკონტური სადეპოზიტო სერტიფიკატების (შემდგომში – სადეპოზიტო სერტიფიკატები) გამოშვების, გაყიდვის, მიმოქცევის, რეგისტრაციის და დაფარვის წესს.
2. დებულება შემუშავებულია „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 29-ე მუხლის შესასრულებლად და 73-ე მუხლის შესაბამისად.
3. ეროვნული ბანკი უშვებს სადეპოზიტო სერტიფიკატებს ფულად-საკრედიტო პოლიტიკის მიზნების განსახორციელებლად.
4. სადეპოზიტო სერტიფიკატების გამოშვება ხდება ეროვნული ვალუტით, არამატერიალიზებული ფორმით, სისტემა-ანგარიშზე ჩანაწერის სახით.
5. ერთი ფასიანი ქაღალდის ნომინალური ღირებულებაა 1000 ლარი.
6. სადეპოზიტო სერტიფიკატების გამოშვება ხდება ერთ წლამდე დაფარვის ვადით, დისკონტით და დაიფარება ნომინალური ღირებულებით.
7. საქართველოს ეროვნული ბანკი სადეპოზიტო სერტიფიკატებს ყიდის მხოლოდ სათავო-კომერციულ ბანკებზე.
8. ეროვნული ბანკის ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის კომისია ადგენს სადეპოზიტო სერტიფიკატების გამოშვების თარიღს, ვადიანობას, ემისიის მოცულობას და მაქსიმალურ საპროცენტო განაკვეთს, რომლის ზემოთაც არ შეიძლება სადეპოზიტო სერტიფიკატების გაყიდვა. ამასთან, ფულადსაკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის კომისიას უფლება აქვს დაადგინოს თითოეული ემისიისათვის ერთი მონაწილის მიერ სადეპოზიტო სერტიფიკატების შესყიდვის მაქსიმალური ოდენობა.
მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება
1. ქვემოთ ჩამოთვლილ ტერმინებს ამ დებულებაში აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) სადეპოზიტო სერტიფიკატი – საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოშვებული მოკლევადიანი დისკონტური ფასიანი ქაღალდი;
ბ) სადეპოზიტო სერტიფიკატი არამატერიალიზებული ფორმით – ფასიანი ქაღალდი, რომელიც არსებობს სისტემა-ანგარიშზე ჩანაწერების სახით ფასიანი ქაღალდების რეესტრში;
გ) სადეპოზიტო სერტიფიკატების პირველადი ბაზარი – ეროვნული ბანკის მიერ სადეპოზიტო სერტიფიკატების პირველადი შეთავაზება კომერციული ბანკებისათვის წინასწარ დადგენილ დროსა და დანიშნულ ადგილზე;
დ) სადეპოზიტო სერტიფიკატების პირველადი ბაზრის მონაწილეები – საქართველოს ტერიტორიაზე რეგისტრირებული სათავო კომერციული ბანკები;
ე) კომერციული ბანკი – ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული იურიდიული პირი, რომელიც იღებს დეპოზიტებს და მათი გამოყენებით თავისი სახელით აწარმოებს კანონმდებლობით განსაზღვრულ საბანკო საქმიანობას;
ვ) ნომინალური ღირებულება – თანხა, რომელიც ემიტენტმა (ეროვნულმა ბანკმა) უნდა გადაუხადოს ინვესტორს განაღდების თარიღის დადგომისთანავე;
ზ) საანგარიშსწორებო ფასი – თანხა, რომელსაც იხდის მყიდველი სადეპოზიტო სერტიფიკატების შეძენისას;
თ) სისტემა-ანგარიში – სისტემა, რომლის მეშვეობითაც ეროვნული ბანკი რეესტრში ჩანაწერის სახით რეგისტრაციაში ატარებს ფასიან ქაღალდს;
ი) დისკონტის თანხა – სხვაობა სადეპოზიტო სერტიფიკატის ნომინალურ ღირებულებასა და მის საანგარიშსწორებო ფასს შორის, რომელიც ნომინალურ ღირებულებაზე ნაკლებია;
კ) მაქსიმალური საპროცენტო განაკვეთი – საპროცენტო განაკვეთი, რომლის ზემოთაც ეროვნული ბანკი არ გაყიდის სადეპოზიტო სერტიფიკატებს;
ლ) შეძენის დღე – აუქციონის ჩატარების დღე, როდესაც მოხდა ფასიანი ქაღალდის შეძენა;
მ) დაფარვამდე დღეების რაოდენობა – სადეპოზიტო სერტიფიკატების შეძენის დღიდან დაფარვის დღემდე კალენდარული დღეების რაოდენობა;
ნ) დაფარვის დღე – დღე, როდესაც უნდა მოხდეს ფასიანი ქაღალდის ნომინალური ღირებულებით განაღდება;
ო) მრავალი ფასის მეთოდი – მეთოდი, რომლის დროსაც აუქციონში გამარჯვებული მყიდველი დაკმაყოფილდება განაცხადში მის მიერ მითითებული ფასით;
პ) საშუალო შეწონილი ფასი – აუქციონზე გამარჯვებული განაცხადების მიხედვით გამოთვლილი საშუალო შეწონილი ფასი;
ჟ) გამოცხადებული ემისია – საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გასაყიდად გამოტანილი სადეპოზიტო სერტიფიკატების ოდენობა;
რ) ნომინალური მფლობელი – ფასიანი ქაღალდების მფლობელი;
ს) ემისიის სახელმწიფო რეგისტრაციის ნომერი – ნომერი, რომელსაც ანიჭებს საქართველოს ეროვნული ბანკი სადეპოზიტო სერტიფიკატების ყოველ გამოშვებას (ემისიას).
მუხლი 3🔗. პირველადი ბაზრის ორგანიზება
1. პირველად ბაზარზე სადეპოზიტო სერტიფიკატების გაყიდვა ხდება აუქციონის მეშვეობით.
2. აუქციონების ჩატარება ეფუძნება მრავალი ფასის მეთოდს.
3. აუქციონი ეწყობა საქართველოს ეროვნული ბანკის (შემდგომში – ეროვნული ბანკი) ადმინისტრაციულ შენობაში 11.00 საათზე, ეროვნული ბანკის შეტყობინების (დანართი №1) საფუძველზე. შესაძლებელია აუქციონის დაწყების დროის შეცვლა, რასაც ეროვნული ბანკი 2 სამუშაო დღით ადრე აცნობებს აუქციონის მონაწილეებს.
4. ეროვნული ბანკი კომერციულ ბანკებს 3 სამუშაო დღით ადრე წარუდგენს შეტყობინებას აუქციონის ჩატარების თაობაზე.
5. ეროვნულ ბანკს შეუძლია გააუქმოს დანიშნული აუქციონი, რაც მან აუქციონამდე 2 სამუშაო დღით ადრე წერილობით უნდა აცნობოს კომერციულ ბანკებს.
6. აუქციონის მუშაობას წარმართავს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებით დანიშნული საკრედიტო კომიტეტი (შემდგომში – კომიტეტი) არანაკლებ 3 პირის შემადგენლობით.
მუხლი 4🔗. განაცხადების წარდგენის წესი
1. კომიტეტი განაცხადების მიღებას იწყებს აუქციონის დღეს 10.00 საათზე და წყვეტს 11.00 საათზე აუქციონის დაწყების მომენტში.
2. განაცხადებს კომერციული ბანკები აუქციონში მონაწილეობის შესახებ ელექტრონული ფორმით წარადგენენ აუქციონის მომსახურე პროგრამული უზრუნველყოფის მეშვეობით.
3. აუქციონზე დაიშვება მხოლოდ სწორად შევსებული ელექტრონული განაცხადი, რომელიც უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას: კომერციული ბანკის კოდს, პირად ანგარიშს, შესასყიდი ფასიანი ქაღალდების რაოდენობას, საპროცენტო განაკვეთს და შესაბამის საანგარიშსწორებო ფასს.
4. კომერციულ ბანკს უფლება აქვს 10.00-დან 11.00 საათამდე გამოგზავნილი ძველი განაცხადი გააუქმოს და/ან დაითხოვოს, ხოლო მის ნაცვლად წარადგინოს ახალი განაცხადი. დაუშვებელია აუქციონის დაწყების შემდეგ განაცხადის შეცვლა ან უკან გამოთხოვა.
5. სადეპოზიტო სერტიფიკატების შესყიდვაზე ბანკის მიერ წარდგენილ განაცხადში სადეპოზიტო სერტიფიკატების რაოდენობა არ უნდა იყოს 50 ცალზე ნაკლები.
6. აუქციონის მონაწილე ბანკები ვალდებული არიან აუქციონის დაწყებამდე უზრუნველყონ განაცხადში მითითებული საანგარიშსწორებო ფასის შესაბამისი თანხის არსებობა ეროვნულ ბანკში თავიანთ საკორესპონდენტო ანგარიშებზე.
7. საკორესპონდენტო ანგარიშზე არსებული თანხის განაცხადში მითითებულ თანხაზე ნაკლებობის შემთხვევაში, განაცხადი მიიღება საკორესპონდენტო ანგარიშზე რიცხული თანხის ფარგლებში. ამასთან, თუ საკორესპონდენტო ანგარიშზე არსებული თანხა ვერ უზრუნველყოფს მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის მოთხოვნას, აღნიშნული განაცხადი გაუქმდება.
მუხლი 5🔗. საკრედიტო კომიტეტის მუშაობის წესი
1. აუქციონზე დაშვებული განაცხადები დაჯგუფდება ფასიანი ქაღალდების შესაძენად განცხადებული საპროცენტო განაკვეთის ზრდის მიხედვით.
2. აუქციონზე წარმოდგენილი განაცხადების დაკმაყოფილება ხდება მათი საპროცენტო განაკვეთის ზრდის მიხედვით და აუქციონი სრულდება მაშინ, როდესაც დალაგებული განაცხადების საერთო თანხა გაუთანაბრდება გასაყიდად გამოტანილ სადეპოზიტო სერტიფიკატების საერთო თანხას ან საპროცენტო განაკვეთი გაუთანაბრდება მაქსიმალურ საპროცენტო განაკვეთს.
3. იმ შემთხვევაში, თუ აუქციონის დასრულებისას ყველაზე მაღალი ერთი და იმავე საპროცენტო განაკვეთის მქონე რამდენიმე განაცხადის თანხა აღემატება ჯერ კიდევ განუთავსებელი სადეპოზიტო სერტიფიკატების ოდენობას, ეს განაცხადები დაკმაყოფილდება პროპორციული განაწილების პრინციპით, მძიმის შემდეგ, რიცხვის მე-100-მდე დამრგვალებით.
4. კომიტეტი ვალდებულია აუქციონის დამთავრების დღეს 16.00 საათამდე უზრუნველყოს ბანკები დოკუმენტაციით აუქციონის შედეგების შესახებ და აუქციონში მათი მონაწილეობის თაობაზე ამონაწერით (დანართი № 2).
5. აუქციონის შედეგები გამოქვეყნდება მისი დამთავრების შემდეგ, მაგრამ არა უგვიანეს 17.00 საათისა ეროვნული ბანკის ვებგვერდზე.
მუხლი 6🔗. სადეპოზიტო სერტიფიკატების ყიდვაზე შემდგარი გარიგებების რეგისტრაცია
1. კომიტეტი აწარმოებს სადეპოზიტო სერტიფიკატების შემდგარ გარიგებათა რეგისტრაციას რეესტრში ანგარიშზე ჩანაწერის სახით.
2. აუქციონზე შემდგარი გარიგებების რეესტრს ენიჭება თორმეტი ციფრისაგან შემდგარი ნომერი, რომლის პირველი ორი ციფრი აღნიშნავს ფასიანი ქაღალდების ტიპს: CD-სადეპოზიტო სერტიფიკატები, შემდეგი ოთხი ციფრი აღნიშნავს აუქციონის ჩატარების წლის ბოლო ორ ციფრს, აუქციონის ნომერს და ბოლო ექვსი ციფრი აღნიშნავს დაფარვის თარიღს (დღეს, თვეს, და წლის ბოლო ორ რიცხვს). რეესტრში ფასიანი ქაღალდების მფლობელების მიხედვით აისახება ბანკის კოდი, პირადი ანგარიში, შეძენილი ფასიანი ქაღალდების რაოდენობა, გასხვისებული/დაგირავებული ფასიანი ქაღალდების რაოდენობა.
3. მფლობელს უფლება აქვს სადეპოზიტო სერტიფიკატები გაასხვისოს ან დააგირაოს მხოლოდ სხვა კომერციულ ბანკთან ან ეროვნულ ბანკთან.
4. სადეპოზიტო სერტიფიკატების გასხვისების ან დაგირავების (გარდა ეროვნულ ბანკთან დადებული გარიგებისა) შემთხვევაში, კომერციული ბანკი იმავდროულად წარუდგენს კომიტეტს შეტყობინებას (დანართი №3) რეესტრში ცვლილებების შესატანად (დაუშვებელია ფასიანი ქაღალდების დაფარვის დღეს რეესტრში ცვლილებების შეტანა) ახალი მფლობელისათვის დაფარვის ვადის დადგომისას ფასიანი ქაღალდების ნომინალური ღირებულებით ანაზღაურების მიზნით.
მუხლი 7🔗. სადეპოზიტო სერტიფიკატების ყიდვა-გაყიდვასა და დაფარვასთან დაკავშირებული ანგარიშსწორების წესი
1. სადეპოზიტო სერტიფიკატების აუქციონის შედეგების მიხედვით საბოლოო ანგარიშსწორება უნდა დასრულდეს აუქციონის ჩატარების დღეს.
2. ერთი სადეპოზიტო სერტიფიკატის საანგარიშსწორებო ფასი გამოიანგარიშება შემდეგი ფორმულით:
ნომინალური ღირებულება
საანგარიშსწორებო ფასი = ——————————————————————
საპროცენტო განაკვეთი დაფარვამდე დღეების რაოდენობა
1+ ( —————————— * ——————————————)
100 365
3. განთავსებული ფასიანი ქაღალდების დაფარვის ვადის დადგომისას, შესაბამისი რეესტრით გათვალისწინებული ნომინალური მფლობელის ანგარიშზე ჩაირიცხება სადეპოზიტო სერტიფიკატების ნომინალური ღირებულება.
მუხლი 8🔗. მხარეთა პასუხისმგებლობა
1. კომერციულ ბანკებს ეკრძალებათ ისეთი გარიგებებისა და მოქმედებების განხორციელება, რომელთა შედეგადაც ისინი დამოუკიდებლად ან სხვა პირებთან ერთად დომინირებულ მდგომარეობაში აღმოჩნდებიან სადეპოზიტო სერტიფიკატების ბაზარზე, აგრეთვე ნებისმიერი სხვა მანიპულაცია, რომლებიც დაუმსახურებელ უპირატესობას მიანიჭებს მათ ან მესამე პირებს და შექმნის კონკურენციის შეზღუდვის საშიშროებას.
2. ბანკების მხრიდან აღნიშნული სახის დარღვევების გამოვლენისას, ეროვნული ბანკი სანქციებს გაატა-რებს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
3. აუქციონის მონაწილეები ვალდებული არიან განუხრელად დაიცვან აუქციონის დებულების მოთხოვნები.
4. კომიტეტი უფლებამოსილია გააკონტროლოს აუქციონის მონაწილეების მიერ ამ დებულების პირობების დაცვის მდგომარეობა.
დანართი №1
საქართველოს ეროვნულ ბანკის
შეტყობინება
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ
სადეპოზიტო სერტიფიკატების გაყიდვის მიზნით აუქციონების ჩატარების შესახებ
ქ. თბილისი ––– –––––200– წელი
200 წლის ––––––––––––– შედგება სადეპოზიტო სერტიფიკატების N-- აუქციონი. აუქციონზე გამოტანილი იქნება ––––––––––––––––––– ლარის ნომინალური ღირებულების ––––––––––––
(თანხა სიტყვებით)
სადეპოზიტო სერტიფიკატი.
სადეპოზიტო სერტიფიკატის დაფარვა განხორციელდება 200 წლის „–––“––––––––––––.
კომერციულმა ბანკებმა ელექტრონული განაცხადი უნდა წარუდგინონ საქართველოს ეროვნულ ბანკს 200 წლის ––––––––– (თვე, რიცხვი) 10.00 საათიდან 11.00 საათამდე .
აუქციონის შედეგები სადეპოზიტო სერტიფიკატის მყიდველ ბანკებს ეცნობებათ იმავე დღეს და გამოქვეყნდება ეროვნული ბანკის ვებგვერდზე.
აუქციონში მონაწილეობის მსურველები გაცნობილი უნდა იყვნენ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ სადეპოზიტო სერტიფიკატების გამოშვების, გაყიდვის, მიმოქცევის, რეგისტრაციის და დაფარვის შესახებ დებულებას და აღიარებდნენ მის სავალდებულო შესრულებას.
საკრედიტო კომიტეტი
დანართი №2
ამონაწერი
დაკმაყოფილებული განაცხადები
N
ბანკის დასახელება
პირადი ანგარიში
დაფარვის ვადა
ფასიანი ქაღალდების
ერთი ფასიანი ქაღალდის საანგარიშსწორებო ფასი
(ლარებით, თეთრებით)
ნაყიდი ფასიანი ქაღალდების საანგარიშსწორებო ფასი
(ლარებით, თეთრებით )
რაოდენობა
ნომინალური ღირებულება
(ლარებით)
1
2
3
4
5
6
7
8
1
2
3
დაუკმაყოფილებელი განაცხადები
4
5
6
საკრედიტო კომიტეტი
დანართი №3
შეტყობინება №
სადეპოზიტო სერტიფიკატის გასხვისების ან დაგირავების თაობაზე
„––––“––––––––––––––––– 200 წ.
გამსხვისებლის (დამგირავებლის) დასახელება:––––––––––––––––––––––––––––
ბანკის კოდი, პირადი ანგარიშის ნომერი:––––––––––––––––––––––––––––––––
გაცნობებთ, რომ ჩვენ მიერ 200- წლის „––––“–––––––– № –––––აუქციონზე ნაყიდი სადეპოზიტო სერტიფიკატი გასხვისებულია (დაგირავებულია)
რაოდენობა:––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
(ციფრებით და სიტყვებით)
* *პირველად ბაზარზე შეძენილი სადეპოზიტო სერტიფიკატის საპროცენტო განაკვეთი და საანგარიშსწორებო ფასი: –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
(ციფრებით და სიტყვებით)
გასხვისებისას (დაგირავებისას) სადეპოზიტო სერტიფიკატის საპროცენტო განაკვეთი და საანგარიშსწორებო ფასი:––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
(ციფრებით და სიტყვებით)
* * *დაკმაყოფილების ვადა––––200–––წლის „–––“ –––––––––––––
ახალი მფლობელის (მოგირავნის) დასახელება:––––––––––––––––––––––––
ბანკის კოდი, პირადი ანგარიშის ნომერი: ––––––––––––––––––––––––––––
გთხოვთ აცნობოთ საქართველოს ეროვნულ ბანკს დაფარვის ვადის დადგომისას ახალი მფლობელისათვის (მოგირავნისათვის) სადეპოზიტო სერტიფიკატების ნომინალური ღირებულებით ანაზღაურების მიზნით.
გამსხვისებლის (დამგირავებლის) ხელმოწერა: ბ. ა.
ახალი მფლობელის (მოგირავნის) ხელმოწერა: ბ. ა.
ბანკში შეტყობინების შემოსვლის თარიღი:
ხელმოწერები: 1.
2. ბ. ა.
მ ხ ო ლ ო დ ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო ს ე რ ო ვ ნ უ ლ ი ბ ა ნ კ ი ს ა თ ვ ი ს:
შეტყობინება გასხვისების/დაგირავების თაობაზე შემოვიდა ეროვნულ ბანკში 200 წლის „–––“––––– და შეტანილია ცვლილებები აუქციონზე შემდგარი გარიგებების რეესტრში. სადეპოზიტო სერტიფიკატების ვადის დადგომისას ანგაშირსწორება განხორციელდება შეტყობინებაში მითითებული ანგარიშების მიხედვით.
ხელმოწერები: 1.
2.
ბ. ა.
აღნიშნული შეტყობინება დგება 3 ცალად, ერთი ინახება საქართველოს ეროვნულ ბანკში. ხოლო თითო-თითო სადეპოზიტო სერტიფიკატის გასხვისების/გირავნობის მონაწილეებთან.
* * პირველად ბაზარზე სადეპოზიტო სერტიფიკატების განსხვავებული ფასით შესყიდვის შემთხვევაში მიეთითება ცალ-ცალკე.
* * * ივსება ფასიანი ქაღალდების დაგირავებისას.