საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე დისლოცირებული სამხედრო უწყებთა მოსამსახურეების ბინის მიღების აღრიცხვაზე აყვანისა და საცხოვრებელი ფართობით უზრუნველყოფის შესახებ

მიღების თარიღი 06.08.1993
გამომცემი ორგანო საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი
ნომერი №603
სარეგისტრაციო კოდი 000000340.02(0).000.000553 4
გამოქვეყნების წყარო საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილებანი, 8, 31/08/1993
1,449 სიტყვა · ~7 წთ

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე დისლოცირებული სამხედრო უწყებთა მოსამსახურეების ბინის მიღების აღრიცხვაზე აყვანისა და საცხოვრებელი ფართობით უზრუნველყოფის შესახებ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილება №603 1993 წლის 6 აგვისტო ქ. თბილისი საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე დისლოცირებული სამხედრო უწყებთა მოსამსახურეების ბინის მიღების აღრიცხვაზე აყვანისა და საცხოვრებელი ფართობით უზრუნველყოფის შესახებ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი ადგენს: 1. დამტკიცდეს საქართველოს რესპუბლიკის კომუნალური მეურნეობის სახელმწიფო გაერთიანების მიერ დამუშავებული თანდართული დროებითი დებულება საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე დისლოცირებულ სამხედრო უწყებათა მოსამსახურეების ბინის მიღების აღრიცხვაზე აყვანისა და საცხოვრებელი ფართობით უზრუნველყოფის შესახებ. 2. საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე დისლოცირებულმა სამხედრო უწყებებმა, მათ შორის დროებით დისლოცირებულმა რუსეთის ფედერაციის ჯარების ჯგუფმა, ყოფილი სსრ კავშირის სამხედრო შენაერთებმა, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მინისტრთა საბჭოებმა, რესპუბლიკის მმართველობის ადგილობრივმა ორგანოებმა მტკიცედ იხელმძღვანელონ ამ დადგენილებით დამტკიცებული დროებითი დებულებით და მის საფუძველზე შესაბამისად უზრუნველყონ სამხედრო მომსახურეების, საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიის მთლიანობისა და დამოუკიდებლობისათვის საომარ (საბრძოლო) ოპერაციებში დაინვალიდებული მეომრების, დაღუპულ ან უგზო-უკვლოდ დაკარგულ მეომართა და სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპულ სამხედრო მოსამსახურეთა ოჯახების ბინის მიღების აღრიცხვაზე აყვანა და მათთვის საცხოვრებელი ფართობის მიცემა. 3. ეთხოვოს საქართველოს ტერიტორიაზე დროებით დისლოცირებულ რუსეთის ფედერაციის ჯარების ჯგუფისა და ყოფილის სსრ კავშირის სამხედრო შენაერთების სარდლობას სისტემატურად აცნობონ საქართველოს რესპუბლიკის შესაბამის სამხედრო უწყებებს მათ საბინაო ფონდში შეუსახლებელი (გამოთავისუფლებული) ბინების შესახებ და მათი მიღება-ჩაბარება მოახდინონ დადგენილი წესით. საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი   თ. სიგუა დროებითი დებულება საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე დისლოცირებულ სამხედრო უწყებათა მოსამსახურეების ბინის მიღების აღრიცხვაზე აყვანისა და მათი საცხოვრებელი ფართობით უზრუნველყოფის შესახებ I. ზოგადი დებულებანი 1. დროებითი დებულება არეგულირებს: - საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ჯარების და საქართველოს რესპუბლიკის საინფორმაციო-სადაზვერვო სამსახურის სამხედრო მომსახურეების, აგრეთვე საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიის  მთლიანობასა და დამოუკიდებლობისათვის საომარ (საბრძოლო) ოპერაციებში დაინვალიდებული მეომრების, დაღუპულ ან უგზო-უკვლოდ დაკარგულ მეომართა და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპულ სამხედრო მოსამსახურეთა ოჯახების ბინის მიღების აღრიცხვაზე აყვანისა და მათთვის საცხოვრებელი ფართობის მიცემის ერთიან წესს; - საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე დროებით დისლოცირებული რუსეთის ფედერაციის ჯარების სამხედრო მოსამსახურეებისათვის საუწყებო საბინაო ფონდში ბინების მიცემის პირობებს; - საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე დროებით დისლოცირებული რუსეთის ფედერაციის ჯარების ჯგუფის და სხვა შენაერთების სამხედრო მოსამსახურეების მიერ გამოთავისუფლებული ბინების საქართველოს რესპუბლიკის სამხედრო უწყებებისათვის გადაცემის პირობებს და სხვ. 2. საქართველოს რესპუბლიკის სამხედრო უწყებების საბინაო ფონდში, აგრეთვე სახელმწიფო საცხოვრებელი ფართობიდან ბინებით უზრუნველყოფას ექვემდებარებიან: გენერლები, ადმირალები, ოფიცრები და ზემდეგები თავიანთი ოჯახებით, ამასთან, გენერლებს და ადმირალების ბინები ეძლევათ უვადო სარგებლობის (დამქირავებლის) უფლებით, ხოლო დანარჩენ ოფიცერთა შემადგენლობას ბინები ეძლევათ სამსახურებრივი დანიშნულებით. ამ პუნქტში მოხსენიებული პირების ბინებით დაკმაყოფილება ხორციელდება იმ სამხედრო უწყებათა მიერ, სადაც ისინი მსახურობენ. 3. საქართველოს რესპუბლიკის შეირაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურე ბინის მიღების აღრიცხვაზე აიყვანება და საცხოვრებელი ფართობი (ბინა) მიეცემა იმ დასახლებულ პუნქტში, რომლის ტერიტორიაზედაც მუდმივ არის დისლოცირებული სამხედრო ნაწილი, სადაც ის მსახურობს. 4. სამხედრო სამსახურში გაწვეულ თადარიგს ოფიცრების, სამედიცინო პერსონალის და სხვა სპეციალისტების საცხოვრებელი ფართობით უზრუნველყოფა ხორციელდება, როგორც წესი, სამსახურებრივი დანიშნულების ბინებით ან საერთო საცხოვრებლებში. 5. სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვეული (მობილიზაციით) პირების (რიგითი ჯარისკაცები და სერჟანტები) განთავსება ხორციელდება საცხოვრებლად სპეციალურად განკუთვნილ ყაზარმებში ან ამ დანიშნულებით გამოყოფილ სხვა ადგილებში. II. ბინის მიღების აღრიცხვაზე აყვანის პირობები 6. სამხედრო მოსამსახურე ბინის მიღების აღრიცხვაზე აიყვანება თუ: ა) სამხედრო ნაწილში ან სამხედრო უწყების იმ ორგანიზაციაში, სადაც იმ მსახურობს; ამასთან, იმ დასახლებულ ადგილას, სადაც სამხედრო ნაწილია (ორგანიზაცია) მუდმივად დისლოცირებული, არ გააჩნია ბინა ან ოჯახის ერთ წევრზე დაკავებული საცხოვრებელი ფართობი არ აღემატება 8 კვ მეტრს; ბ) ცხოვრობს ბინაში, რომელიც არ შეესაბამება საქართველოს რესპუბლიკის ნორმატიული აქტებით გათვალისწინებულ სანიტარულ-ტექნიკურ მოთხოვნებს; გ) ცხოვრობს ერთად ბინაში ცხოვრობს ქრონიკული სნეულების მძიმე ფორმით დაავადებული  პირი და მასთან ცხოვრება შეუძლებელია; ე) ცხოვრობს საერთო საცხოვრებელში. 7. საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიის მთლიანობისა და დამოუკიდებლობისათვის საომარ (საბრძოლო) ოპერაციებში დაინვალიდებული მეომრები, დაღუპულ ან უგზო-უკვლოდ დაკარგულ მეომართა, აგრეთვე სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპულ სამხედრო მოსამსახურეთა ოჯახების ბინის აღრიცხვაზე აიყვანებიან საცხოვრებელი ადგილის მიხედვით მმართველობის ადგილობრივი ორგანოების მიერ, ამასთან, პირის (ოჯახის) ბინის მიღების აღრიცხვაზე აყვანისათვის დასახლებულ ადგილას მუდმივად უნდა ცხოვრობდეს: ქ. თბილისში და საკურორტო ადგილებში სულ ცოტა 5 წლის, ხოლო სხვა ქალაქებისა და დასახლებულ ადგილებში - 3 წლის განმავლობაში. ეს პირობა არ ვრცელდება სოფელში მუდმივად მცხოვრებ პირზე, რომლის ბინის მიღების აღრიცხვაზე აყვანა დაიშვება აგრეთვე რაიონულ ცენტრში. აღნიშნული პირი უნდა აკმაყოფილებდეს ამ დებულების მე-6 პუნქტის ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. 8. სამხედრო მოსამსახურეების ბინის მიღების აღრიცხვაზე აყვანა ხდება შესაბამისი სამხედრო ნაწილის (ორგანიზაციის) მიერ, რისთვისაც სამხედრო ნაწილში იქმნება საბინაო კომისია. საბინაო კომისია შეტანილი განცხადების საფუძველზე სწავლობს სამხედრო მოსამსახურის საბინაო პირობებს და ადგენს შესაბამის აქტს, რომელშიც ძირითადად უნდა აისახოს ოჯახის შემადგენლობა, დაკავებული ფართობი, მისი ტექნიკური დახასიათება და სხვ. ამავე აქტში უნდა აისახოს აგრეთვე კომისიის დასკვნა აღრიცხვაზე აყვანის შესაძლებლობის შესახებ. 9. საბინაო კომისიის აქტს იხილავს, და ამტკიცებს სამხედრო ნაწილის (ორგანიზაციის) მეთაური, რაც ფორმდება შესაბამისი ბრძანებით. აღრიცხვაზე აყვანილი პირი შეიტანება სპეციალურ ზონარგაყრილ წიგნში (დანართი № 1). 10. იმ სამხედრო ნაწილში, სადაც საბინაო კომისია არ არის დანიშნული, მის ფუნქციას ასრულებს სამხედრო გარნიზონის საბინაო კომისია. III. ბინის მიცემის წესი 11. საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტრო და საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ჯარების სამმართველო, მათ კუთვნილ შეუსახლებელ (თავისუფალ) საბინაო ფონდს (სამხედრო მოსამსახურეების საცხოვრებელი ფართობით უზრუნველსაყოფად) უნაწილებენ სამხედრო ნაწილებსა და ორგანიზაციებს მათთან აღრიცხვაზე აყვანილ პირთა რაოდენობის გათვალისწინებით. შენიშვნა: შეუსახლებელ (თავისუფალი) საბინაო ფონდს განეკუთვნება: - საკუთარი სახსრებით აშენებული საცხოვრებელი სახლები; - საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის დადგენილების შესაბამისად მმართველობის ადგილობრივი ორგანოების მიერ სამხედრო უწყებებისათვის გადაცემული შეუსრულებელი ბინები; - საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე დროებით დისლოცირებული რუსეთის ფედერაციის ჯარებისა და ყოფილი სსრ კავშირის სამხედრო უწყებათა მიერ გამოთავისუფლებული და გადაცემული საცხოვრებელი ფონდი. 12. აღრიცხვაზე აყვანილ სამხედრო მოსამსახურეებს ბინები მიეცემათ შემდეგი პირობების დაცვით: - პოლკოვნიკებს, პირველი რანგის კაპიტნებსა და მათზე მაღალი წოდების სამხედრო პირებს - ოჯახის თითოეულ წევრზე საცხოვრებელი ფართობი 9-10 კვ. მეტრამდე და დამატებით ერთი ოთახი, ან საცხოვრებელი ფართობი 20 კვ. მეტრამდე; - ოფიცერთა დანარჩენ შემადგენლობას ოჯახის თითოეულ წევრზე საცხოვრებელი ფართობი - 9-12 კვ მეტრამდე; - ამავე პირობების დაცვით ბინები მიეცემათ მმართველობის ადგილობრივი ორგანოების მიერ საომარ (საბრძოლო) ოპერაციებში დაინვალიდებულ მეომრებს, დაღუპულ ან უგზო-უკვლოდ დაკარგულ მეომართა ოჯახებს. 13. სამხედრო მოსამსახურეებს ბინები ეძლევათ საბინაო კომისიის გადაწყვეტილებით. სიას სამხედრო მოსამსახურეებისა, რომლებსაც ეძლევათ ბინები, (დანართი № 2)  სათანადო დამადასტურებელი დოკუმენტაციებით სამხედრო ნაწილის მეთაური შესათანხმლებლად აგზავნის საბინაო-საექსპლუატაციო ნაწილში, რომლის წარდგინებითაც მას ამტკიცებს ზემდგომი სამხედრო უწყება. 14. საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე დროებით დისლოცირებული რუსეთის ფედერაციის ჯარების ჯგუფი და ყოფილი სსრ კავშირის სამხედრო უწყებები; - თავიანთი საუწყებო საბინაო ფონდში სამხედრო მოსამსახურეებს ბინებს აძლევენ დროებით სარგებლობისათვის საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე მათი სამხედრო სამსახურის გავლის პერიოდის ვადით; - სამხედრო მოსამსახურეების სიას, რომლებსაც ეძლევათ ბინები, წარუდგენენ ორდერის გამოსაწერად შესაბამისი საქალაქო და რაიონული მმართველობის ადგილობრივ ორგანოებს; - თავიანთ საუწყებო საბინაო ფონდში გამოთავისუფლებულ ბინებს (რომლებიც აღარ ესაჭიროებათ) აძლევენ საქართველოს რესპუბლიკის შესაბამის სამხედრო უწყებებს დაქვემდებარების მიხედვით ურთერთშეთანხმების საფუძველზე. IV. ორდერის გაცემის წესი 15. მმართველობის ადგილობრივი ორგანო იხილავს სამხედრო უწყებიდან გადაცემულ დოკუმენტაციას და ორი კვირის ვადაში გასცემს ორდერს, რომლის საფუძველზე ხორციელდება ბინაში შესახლება. 16. ორდერში იწერება სამხედრო მოსამსახურის გვარი, სახელი, მამის სახელი, წოდება, მისი ოჯახის წევრების შემადგენლობა, ნათესაური კავშირი და დაბადების წელი, ბინის მისამართი, საცხოვრებელი ოთახების რაოდენობა და მათი ფართობი, ორდერში იწერება აგრეთვე, რომ ბინა ეძლევა უვადო ან დროებითი სარგებლობისათვის. შენიშვნა: დახურულ სამხედრო ქალაქებში ორდერები გაიცემა საბინაო-საექსპლუატაციო ნაწილის მიერ. V. ბინების პრივატიზაცია 17. გენერლებს და ადმირალებს, რომლებმაც სამხედრო უწყებიდან მიიღეს ბინები უვადო სარგებლობის (დამქირავებლის) პირობით, უფლება აქვს თავიანთ სურვილის მიხედვით მოახდინონ მათი პრივატიზაცია (უსასყიდლოდ საკუთრებაში გაფორმება), ხოლო დანარჩენს ოფიცერთა შემადგენლობას, რომლებმაც ბინები მიიღეს სამსახურებრივი დანიშნულებით, უფლება აქვს ბინის მიღებიდან და სამხედრო ნაწილში სულ ცოტა ათი წლის სამსახურის ვადის გავლის შემდეგ მოახდინონ მათი პრივატიზაცია. შენიშვნა: ამ პუნქტში აღნიშნული პირობები ვრცელდება მხოლოდ საქართველოს რესპუბლიკის სამხედრო უწყებათა სამხედრო მოსამსახურეებზე. 18. ყოფილ სამხედრო მოსამსახურეებს (მოქალაქეებს), რომლებმაც ბინები მიიღეს რუსეთის ფედერაციის ჯარების ჯგუფისა და ყოფილი სსრ კავშირის სამხედრო უწყებათა კუთვნილ საბინაო ფონდში და აღარ მსახურობენ ამ სამხედრო შენაერთებში, უფლება აქვთ მოახდინონ მათ მიერ დაკავებული ბინების პრივატიზაცია დადგენილი წესის დაცვით. 19. პირებს, რომლებმაც ამ დროებითი დებულების დამტკიცებამდე პრივატიზაციის გზით გაიფორმოს საკუთრებაში სამხედრო უწყებებიდან მიღებული ბინები, უნარჩუნდებათ ყველა ის უფლება, რომლებიც გათვალისწინებულია საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობით. 20. საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე დროებით დისლოცირებული რუსეთის ფედერაციის ჯარების ჯგუფის და ყოფილი სსრ კავშირის სამხედრო უწყებების დასაქმებულ სამხედრო მოსამსახურეებს და მათი ოჯახის წევრებს შეუნარჩუნდეთ დაკავებულ საცხოვრებელ ფართობზე ცხვრების უფლება (დამქირავებლად). 21. სამხედრო მოსამსახურეს ან მისი ოჯახის წევრს, რომელსაც საკუთრებაში აქვს პრივატიზებული საცხოვრებელი სახლი ან ბინა, არა აქვს უფლება მოახდინოს სხვა საცხოვრებელ ადგილას მიღებული საცხოვრებელი სახლის ან ბინის პრივატიზაცია. 22. სამხედრო მოსამსახურეების მიერ ბინების პრივატიზაცია და გაცვლა ხორციელდება სამხედრო უწყებათა შესაბამისი სამსახურის ნებართვით. 23. უბინაო სამხედრო მოსამსახურეების და მათი ოჯახების წევრების დროებითი ჩაწერა ხდება შესაბამისი სამხედრო ნაწილების (ორგანიზაციების) მისამართზე, სადაც ისინი მსახურობენ. დანართი №1 ბინის მისაღებად სამხედრო მოსამსახურეების აღრიცხვაზე აყვანის წიგნი დასახლებული ადგილის სახელწოდება __________________________________________________ ________________________________________________________________________ სამხედრო ნაწილის დასახელება ____________________________________________________________ ________________________________________________________________________ დაიწყო 199 _______ წლის __________________________________________ პასუხისმგებელი პირის ხელის მოწერა სამხედრო წოდება, სამხედრო მოსამსახურის და მისი ოჯახის წევრების გვარი, სახელი და ნათესაური კავშირი დაბადების წელი რომელი წლიდან მსახურობს სამხედრო ნაწილში დაკავებული საცხოვრებელი ბინა აღრიცხვაზე აყვანის თარიღი და ნომერი შენიშვნა ოთახების რაოდენობა კვ, მეტრი მისამართი „ვამტკიცებ“ ___________________________                                 ____________________________                            დანართი №2 საცხოვრებელი ფართობის განაწილების სია   საბინაო კომისიის გადაწყვეტილება სამხედრო წოდება, გვარი, სახელი, მამის სახელი სულადობა გამოსაყოფი საცხოვრებელი ფართობი ძველი საცხოვრებელი ადგილის მონაცემები კვ. მეტრი ოთახების რაოდენობა სართული მისამართი კვ. მეტრი ოთახების რაოდენობა მისამართი სამხედრო ნაწილის უფროსი: საბინაო კომისიის  თავმჯდომარე: დანართი №3 ___________________________________ მერის გთხოვთ თქვენს განკარგულებას გასცმეს საცხოვრებელი ბინის ორდერი _______________ ოჯახის შემადგენლობა: 1. __________________________________ 2. __________________________________ 3. __________________________________ 4. __________________________________ 5. __________________________________  მისამართი _________________________ კორპუსი _________ სადარბაზო _________ სართული ___________ ბინა _________ ოთახების რაოდენობა ___________ ფართობი __________ ზემოთ ხსენებული იზოლირებული ფართობი არის საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს ფონდი საფუძველი: __________________________________________________________ ______________________________________________________________________ ______________________________________________________________________ საბინაო-საექსპლუატაციო ნაწილის უფროსი                                                 ____________