ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს რესპუბლიკის სავაჭრო-ეკონომიკური წარმომადგენლობის დაარსების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მოქმედი ეკონომიკა
გამოქვეყნების წყარო

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის

 

დადგენილება №838

 

1993 წლის 30 ნოემბერი

 

ქ. თბილისი

 

ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს რესპუბლიკის სავაჭრო-ეკონომიკური წარმომადგენლობის დაარსების შესახებ

საქართველოს რესპუბლიკისა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობათა გაღრმავების მიზნით საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი ადგენს:

1. შეიქმნას საქართველოს რესპუბლიკის სავაჭრო-ეკონომიკური წარმომადგენლობა ამერიკის შეერთებულ შტატებში (ქ. ნიუ-იორკი).

2. დაევალოს საქართველოს რესპუბლიკის საგარეო ეკონომიკურ ურთიერთობათა კომიტეტს შეიმუშაოს საქართველოს რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროსთან, სხვა შესაბამის სამინისტროებთან და უწყებებთან, ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს რესპუბლიკის სავაჭრო-ეკონომიკურ წარმომადგენელთან ერთად წარმოუდგინოს დასამტკიცებლად საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტს წინადადებები ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს რესპუბლიკის სავაჭრო-ეკონომიკური წარმომადგენლობის აპარატის მუშაკთა რიცხოვნობის, შესანახი ხარჯებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის შესახებ.

საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი   ო. ფაცაცია

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს რესპუბლიკის სავაჭრო-ეკონომიკური წარმომადგენლობის დაარსების შესახებ“?
დიახ, სამართლებრივი აქტი „ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს რესპუბლიკის სავაჭრო-ეკონომიკური წარმომადგენლობის დაარსების შესახებ“ ამჟამად ძალაშია.
სად არის „ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს რესპუბლიკის სავაჭრო-ეკონომიკური წარმომადგენლობის დაარსების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge).

როგორ დავიმოწმოთ

სამართლებრივი აქტი „ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს რესპუბლიკის სავაჭრო-ეკონომიკური წარმომადგენლობის დაარსების შესახებ“. ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6632573/