საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის შესახებ საერთაშორისო კონვენციასა და საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის ეგიდით მიღებულ კონვენციებთან საქართველოს რესპუბლიკის შეერთების თაობაზე
მიღების თარიღი 15.11.1993
გამომცემი ორგანო საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი
ნომერი №805
სარეგისტრაციო კოდი 000000430.02(0).000.000589 172
გამოქვეყნების წყარო საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილებანი, 11, 30/11/1993
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
15.11.1993 მიღება
დოკუმენტის ტექსტი
საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის შესახებ საერთაშორისო კონვენციასა და საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის ეგიდით მიღებულ კონვენციებთან საქართველოს რესპუბლიკის შეერთების თაობაზე
საქართველოს რესპუბლიკისმინისტრთა კაბინეტის
დადგენილება №805
1993 წლის 15 ნოემბერი
ქ. თბილისი
საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის შესახებ საერთაშორისო კონვენციასა და საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის ეგიდით მიღებულ კონვენციებთან საქართველოს რესპუბლიკის შეერთების თაობაზე
საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი ადგენს:
1. მიღებულ იქნეს საზღვაო სანაოსნო დეპარტამენტის წინადადება საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის შესახებ 1948 წლის კონვენციასთან საქართველოს რესპუბლიკის შეერთების თაობაზე.
2. მიღებულ იქნეს საქართველოს რესპუბლიკის საზღვაო-სანაოსნო დეპარტამენტის წინადადება საქართველოს რესპუბლიკის შეერთების შესახებ საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის ეგიდით მიღებულ შემდეგ საერთაშორისო კონვენციებთან:
ა) საერთაშორისო კონვენცია სატვირთო მარკის შესახებ, 1966 წ.;
ბ) საერთაშორისო კონვენცია ხომალდების გაზომვის შესახებ;1969წ.,
გ) საერთაშორისო კონვენცია ნავთობით გაჭუჭყიანებისაგან მიყენებული ზარალისათვის სამოქალაქო პასუხისმგებლობის შესახებ 1969წ.;
დ) საერთაშორისო კონვენცია ზღვაში ხომალდების შეჯახების გაფრთხილების წესების შესახებ, 1972 წ.;
ე) საერთაშორისო კონვენცია ხომალდებიდან გაჭუჭყიანების აღკვეთის შესახებ, 1973 წ. 1978 წლის ოქმით;
ვ) საერთაშორისო კონვენცია ზღვაზე ადამიანის სიცოცხლის დაცვის შესახებ, 1974 წ. 1978 წლის ოქმით;
ზ) საერთაშორისო კონვენცია მეზღვაურის მომზადების, დიპლომირებისა და ვახტის გაწევის შესახებ, 1978წ.
3. დაევალოს საქართველოს რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს ზემოაღნიშნულ საერთაშორისო კონვენციებთან საქართველოს რესპუბლიკის შეერთების დოკუმენტები გაგზავნოს სათანადო საერთაშორისო ორგანიზაციებში.
4. ეთხოვოს საზღვაო რეგისტრს (სანკტ-პეტერბურგი) საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის სახელით სახომალდო დოკუმენტების გაცემა და დამოწმება განხორციელდეს შესაბამისი საერთაშორისო კონვენციების გათვალისწინებით.
საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის მოადგილე ზ.კერვალიშვილი