„აეროდრომისა და ვერტოდრომის დაცვის არის დადგენისა და ამ არეში საავიაციო დაბრკოლების შემქმნელი შენობა-ნაგებობის მშენებლობის, აგრეთვე აღნიშნული შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციის, შეზღუდვისა და ნიშანდების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 6 მარტის №73 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №416 |
|
2025 წლის 24 სექტემბერი ქ. თბილისი |
1. მე-2 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ხ“ ქვეპუნქტი:
„ხ) სააერნაოსნო კვლევა − სარეკომენდაციო სახის შეფასება, რომელიც აღწერს დაბრკოლების ზეგავლენას ფრენების უსაფრთხოებასა ან/და რეგულარულობაზე.“.
2. 24-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. დაცვის არეში დაუშვებელია დაგეგმილი უძრავი ან დროებით მოძრავი ობიექტები აღემატებოდეს შესაბამის ზედაპირებს, გარდა ამ წესის 23-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით, ამ მუხლის მე-2−მე-4 პუნქტებითა და 261 მუხლით განსაზღვრული შემთხვევისა.“.
3. 26-ე მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 261 მუხლი:
„მუხლი 261. სააერნაოსნო კვლევა
1. სააერნაოსნო კვლევა ტარდება სააგენტოსთან წინასწარ შეთანხმებით იმ მიზნით, რომ გამოვლინდეს დაგეგმილი შენობა-ნაგებობით წარმოქმნილი ან არსებული დაბრკოლებით გამოწვეული საფრთხეები და დადგინდეს ის შემარბილებელი ქმედებები, რომლებიც მნიშვნელოვანია, გათვალისწინებულ იქნეს ფრენების უსაფრთხოებისთვის ან/და რეგულარულობისთვის, ასევე აეროდრომის დაცვის არის შიდაჰორიზონტალური და/ან კონუსური ზედაპირების მოდიფიცირების მიზნით.
2. სააგენტოსთან წინასწარი შეთანხმების გარეშე სააერნაოსნო კვლევა ტარდება ახალი აეროდრომის მშენებლობის ან არსებული აეროდრომის განვითარების დაგეგმვის დროს აეროდრომის დაცვის არეში არსებული დაბრკოლებების ზეგავლენის შეფასების მიზნით, რა დროსაც შეფასებული უნდა იქნეს აეროდრომის დაცვის არის თითოეულ ზედაპირში არსებული დაბრკოლებების ზეგავლენა ფრენების უსაფრთხოებაზე.
3. სააერნაოსნო კვლევის ჩატარების თაობაზე სააგენტოსთან წინასწარი შეთანხმების საკითხები რეგულირდება სააგენტოს დირექტორის ნორმატიული აქტით.
4. ახალი შენობა-ნაგებობის (ობიექტის) განთავსების მიზნით სააერნაოსნო კვლევის განხორციელება დაუშვებელია აეროდრომის დაცვის არის აფრენისას სიმაღლის აღების, დასაფრენად შესვლისა და გარდამავალ ზედაპირებში.
5. სააერნაოსნო კვლევის დოკუმენტი განსახილველად და გადაწყვეტილების მისაღებად წარედგინება სააგენტოს, რომელიც აღნიშნულ დოკუმენტს, კომპეტენციის შესაბამისად, დასკვნის წარმოდგენის მიზნით, წარუდგენს აეროდრომის ექსპლუატანტს, სააერნაოსნო მომსახურების საწარმოსა და, საჭიროებისამებრ, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს.
6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისიწინებული დასკვნა სააგენტოს წარედგინება არაუმეტეს ერთი თვის ვადაში.
7. სააგენტო, სააერნაოსნო კვლევის დოკუმენტს იხილავს და გადაწყვეტილებას იღებს, სააგენტოში დოკუმენტის წარდგენიდან 2 თვის ვადაში.
8. თუ სააერნაოსნო მომსახურების საწარმოსა და შესაბამისი აეროდრომის ექსპლუატანტის დასკვნების საფუძველზე სააგენტო მიიჩნევს, რომ რისკის შემარბილებელი აუცილებელი ღონისძიებების გატარება აღემატება კანონმდებლობით მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებას, სააგენტო აღნიშნულ დასკვნას, შემდგომი განხილვის მიზნით, წარუდგენს შესაბამის სახელმწიფო ორგანოებს.
9. სააერნაოსნო კვლევის წესს ადგენს სააგენტო.“.
2. ბათუმის აეროდრომზე, სააერნაოსნო მომსახურების გამწევმა საწარმომ, ამ დადგენილების პირველი მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ბათუმის აეროდრომის დაცვის არეში, 2026 წლის 31 მაისამდე უზრუნველყოს არსებული შენობა-ნაგებობების ფრენის უსაფრთხოებაზე ან/და რეგულარულობაზე ზეგავლენის შეფასებისა და ბათუმის აეროდრომის დაცვის არის პოტენციური მოდიფიცირების მიზნით სააერნაოსნო კვლევის განხორციელება და სსიპ − სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსთვის წარდგენა.
2. დადგენილების პირველი მუხლი ამოქმედდეს 2025 წლის 30 სექტემბრიდან.
|