# სახელმწიფო ენის გამოცდის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ

- ტიპი: საქართველოს მთავრობის დადგენილება
- მიმღები ორგანო: საქართველოს მთავრობა
- დოკუმენტის ნომერი: №418
- მიღების თარიღი: 24.09.2025
- კონსოლიდირებული რედაქცია: 24.09.2025
- სარეგისტრაციო კოდი: 010030000.10.003.025311
- სტატუსი: ძალაშია
- ოფიციალური წყარო: https://matsne.gov.ge/ka/document/view/6632774/0
- წყარო: https://legali.ge/law/6632774/

> ეს არის 24.09.2025 მდგომარეობით მოქმედი კონსოლიდირებული ტექსტი.
> ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge).

---

## მუხლი 1. რეგულირების საგანი

_თავი I — ზოგადი დებულებები_

„სახელმწიფო ენის გამოცდის ჩატარების წესი“ (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს საჯარო სამართლის იურიდიული პირების – შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრისა (შემდგომში – ცენტრი) და სსიპ − სახელმწიფო ენის დეპარტამენტის (შემდგომში –  დეპარტამენტი) მიერ სახელმწიფო ენის გამოცდის ჩატარებასა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სახელმწიფო ენის ცოდნასთან დაკავშირებულ მოთხოვნასთან პირის შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტის (მოწმობის) გაცემასთან დაკავშირებულ საკითხებ

[https://legali.ge/law/6632774/muxli-1-2/](https://legali.ge/law/6632774/muxli-1-2/)

---

## მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

_თავი I — ზოგადი დებულებები_

ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს, ამავე წესის მიზნებისათვის, აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) გამოსაცდელი – ამ წესით დადგენილი პროცედურების დაცვით ტესტირებაზე დარეგისტრირებული პირი;

ბ) დაშიფვრის ინდივიდუალური სისტემა – ცენტრის მიერ დადგენილი კოდირების სისტემა;

გ) ნაშრომი – ტესტირების პრაქტიკული ან/და წერითი ნაწილის ტესტურ დავალებებზე გამოსაცდელის მიერ გაცემული პასუხები;

დ) საგამოცდო ცენტრი – ტესტირების ჩატარების მიზნით, ცენტრის მიერ სპეციალურად მოწყობილი, შესაბამისი ტექნიკით აღჭურვილი შენობა ან მისი ნაწილი;

ე) საგამოცდო სექტორი – საგამოცდო ცენტრის დანაყოფი, სადაც გამოსაცდელები განთავსდებიან ტესტირების მიმდინარეობისას;

ვ) საგნობრივი კომისია – ტესტის შეფასებასთან დაკავშირებით წარდგენილი საპრეტენზიო განაცხადების განხილვის მიზნით, ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნილი დროებითი ორგანო;

ზ) საპრეტენზიო კომისია – ტესტირების პროცედურის დადგენილი წესის დარღვევის ფაქტის თაობაზე წარდგენილი საპრეტენზიო განაცხადების განხილვის მიზნით, ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნილი დროებითი ორგანო;

თ) საცდელი ტესტირება – ტესტირება, რომელიც შესაძლებელია, ჩატარდეს ტესტური დავალებების აპრობაციის მიზნით, რათა დადგინდეს ტესტური დავალებების ფსიქომეტრული მაჩვენებლები (მაგ., სირთულე, დისკრიმინაციის ინდექსი და სხვა);

ი) ტესტი – სახელმწიფო ენის გამოცდის ჩატარების მიზნით, ცენტრის მიერ „ქართული სალიტერატურო ენის ნორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 30 ივნისის №394 დადგენილების (შემდგომში − დადგენილება) მე-4 დანართით განსაზღვრული „ქართული ენის ფლობის დონეების ზოგადი აღწერილობის“ შესაბამისად შედგენილი ტესტური დავალებების ერთობლიობა, რომელიც კონფიდენციალურია და არ ქვეყნდება;

კ) ტესტირება – სახელმწიფო ენის გამოცდის ჩატარებისათვის ცენტრის მიერ ორგანიზებული პროცესი, რომელიც მოიცავს წერით ან/და პრაქტიკულ ნაწილს;

ლ) ტესტირების პრაქტიკული ნაწილი – პროცესი, რომლის დროსაც გამოსაცდელი ტესტურ დავალებებს პასუხს სცემს კომპიუტერის და/ან საამისოდ გამიზნული სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით;

მ) ტესტირების წერითი ნაწილი – პროცესი, რომლის დროსაც გამოსაცდელი ტესტურ დავალებებს პასუხს სცემს წერილობითი ფორმით;

ნ) შეფასების ზოგადი კრიტერიუმი – ცენტრის მიერ გამოსაცდელისა და ტესტისათვის დადგენილი ზოგადი მოთხოვნები, რომელთა საფუძველზეც იქმნება შეფასების სქემა;

ო) შეფასების სქემა – ცენტრის მიერ დადგენილების მე-4 დანართით განსაზღვრული „ქართული ენის ფლობის დონეების ზოგადი აღწერილობისა“ და შეფასების ზოგადი კრიტერიუმების შესაბამისად შედგენილი დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც ხორციელდება გამოსაცდელების ნაშრომების გასწორება;

პ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სახელმწიფო ენის ცოდნასთან დაკავშირებულ მოთხოვნასთან პირის შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტი (მოწმობა) − სახელმწიფო ენის ცოდნის დონის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელსაც, სახელმწიფო ენის გამოცდის შედეგების გათვალისწინებით, გასცემს დეპარტამენტ

[https://legali.ge/law/6632774/muxli-2-2/](https://legali.ge/law/6632774/muxli-2-2/)

---

## მუხლი 4. ტესტირება

_თავი II — ტესტირება_

1. ტესტირება ჩატარდება სახელმწიფო ენის ფლობის დონეების (A1, A2, B1, B2, C1) შესაბამისად.

2. ცენტრის დირექტორის გადაწყვეტილებით, შესაძლებელია ერთი ტესტი შემუშავდეს როგორც ცალკეული დონის, ისე რამდენიმე დონისათვის.

3. ტესტირება ტარდება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ თარიღებში.

4. ტესტირება შესაძლებელია ჩატარდეს წელიწადში რამდენჯერმ

[https://legali.ge/law/6632774/muxli-4/](https://legali.ge/law/6632774/muxli-4/)

---

## მუხლი 6. ტესტირების საფასური

_თავი II — ტესტირება_

1. ტესტირების საფასური მოიცავს:

ა) ტესტირებაში მონაწილეობის საფასურს, რომელსაც იხდის ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებული პირი და რომლის ოდენობაც შეადგენს 50 ლარს;

ბ) გამოსაცდელის ინიციატივით ტესტის შეფასებასთან დაკავშირებით წარდგენილი საპრეტენზიო განაცხადის განხილვის საფასურს, რომლის ოდენობაც შეადგენს 50 ლარს.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული თანხის შეტანა ხდება ცენტრის საბანკო ანგარიშზე.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფასური სრულად ბრუნდება, თუ შესაბამისი პირი ცენტრში რეგისტრაციის ვადის განმავლობაში არ დარეგისტრირდა ტესტირებაზე ან ამ ვადის ამოწურვამდე უარი განაცხადა ტესტირებაში მონაწილეობაზე, ხოლო „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფასური სრულად ბრუნდება, თუ გამოსაცდელი საპრეტენზიო განაცხადის წარდგენის ვადის ამოწურვამდე არ წარადგენს საპრეტენზიო განაცხადს ან ამ ვადის ამოწურვამდე უარს განაცხადებს საპრეტენზიო განაცხადზე.

4. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადახდილი საფასური სრულად ბრუნდება, თუ ტესტის შეფასებასთან დაკავშირებული საპრეტენზიო განაცხადის საფუძველზე შეიცვლება ტესტის შეფასება.

5. თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საფასურები გადახდილია ამავე პუნქტით განსაზღვრულზე მეტი ოდენობით, საფასურის გადამხდელს (ასეთი ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში) ან შესაბამის გამოსაცდელს უბრუნდება სხვაობა გადახდილ თანხასა და საფასურის დადგენილ ოდენობას შორის.

6. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადახდილი საფასურის დაბრუნების შესახებ ცენტრის მიერ დადგენილი ფორმით განცხადების წარდგენა ხდება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ ვადებში, ხოლო „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადახდილი თანხის დაბრუნების შესახებ ცენტრის მიერ დადგენილი ფორმით განცხადების წარდგენა – ტესტირების საბოლოო შედეგების გამოქვეყნებიდან ერთი თვის განმავლობაში. ამავე ვადებში ხდება ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული თანხის დაბრუნების მოთხოვნით განაცხადების წარდგენაც. საფასურის თანხა ცენტრის მიერ დაბრუნდება საფასურის დაბრუნების შესახებ განცხადების მიღების ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს ერთი თვის განმავლობაშ

[https://legali.ge/law/6632774/muxli-6/](https://legali.ge/law/6632774/muxli-6/)

---

## მუხლი 7. ტესტირების ჩატარებაზე პასუხისმგებელი ორგანოები

_თავი II — ტესტირება_

1. ტესტირების ჩატარებას კოორდინაციას უწევს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, ხოლო ჩატარებას უზრუნველყოფს ცენტრი.

2. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოები − საგანმანათლებლო რესურსცენტრები, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და სპორტის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოები − რესურსცენტრები  და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოები – საგანმანათლებლო რესურსცენტრები (შემდგომში – რესურსცენტრი) ვალდებულნი არიან, ცენტრის მიმართვის შემთხვევაში, უზრუნველყონ ისეთი პირობების შექმნა, რომლებიც ხელს შეუწყობს ტესტირებაში მონაწილეობის უფლების მქონე პირთა რეგისტრაციასა და ტესტირების ჩატარებას.

3. ცენტრის მიმართვის შემთხვევაში, სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული საგანმანათლებლო დაწესებულება ტესტირებისა და საცდელი ტესტირებების ჩატარებისთვის უზრუნველყოფს მის სარგებლობაში არსებული შენობების ან/და შენობებში არსებული საჭირო ფართის გამოყოფას.

თავი III

ტესტირების ორგანიზე

[https://legali.ge/law/6632774/muxli-7/](https://legali.ge/law/6632774/muxli-7/)

---

## მუხლი 8. ტესტის, შეფასების ზოგადი კრიტერიუმებისა და შეფასების სქემის მომზადება

_თავი III — ტესტირების ორგანიზება_

1. ტესტირების თითოეული ნაწილისათვის ტესტებს, შეფასების ზოგად კრიტერიუმებსა და შეფასების სქემებს შეიმუშავებს ცენტრი.

2. ტესტი შეიძლება, შედგებოდეს შემდეგი ნაწილებისაგან:

ა) მოსმენის ნაწილი;

ბ) წერითი ნაწილი;

გ) კითხვის ნაწილი;

დ) ლაპარაკის ნაწილი.

3. ტესტირების შეფასების ზოგადი კრიტერიუმები და ტესტის მაქსიმალური ქულები დგინდება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ტესტირების დაწყებამდე.

4. ტესტის შექმნამდე, საჭიროების შემთხვევაში, ცენტრის მიერ ტარდება საცდელი ტესტირება. საცდელი ტესტირების შედეგად დგინდება:

ა) ტესტის საბოლოო ფორმატი;

ბ) ტესტში დავალებათა რაოდენობა;

გ) ტესტზე სამუშაო დრო.

5. ტესტირების ჩატარების შემდეგ, ცენტრი ქმნის პირველადი შეფასების სქემებს. შეფასების სქემები საბოლოოდ ფორმირდება და გამოსაცდელთა ნაშრომების პირველადი გასწორების შემდგომ მტკიცდება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი

[https://legali.ge/law/6632774/muxli-8/](https://legali.ge/law/6632774/muxli-8/)

---

## მუხლი 9. ცენტრში რეგისტრაცია

_თავი III — ტესტირების ორგანიზება_

1. ტესტირებაში მონაწილეობის მიზნით, ცენტრში პირის რეგისტრაცია ხორციელდება ამ მუხლით დადგენილი პროცედურებით ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ ვადებში.

2. ტესტირებაზე რეგისტრაციის მიზნით, პირი განცხადებას ავსებს სპეციალური ელექტრონული პროგრამის მეშვეობით, ონლაინფორმატში.

3. პირი ვერ გაივლის რეგისტრაციას, თუ მას წინასწარ გადახდილი არ აქვს ამ წესის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ტესტირებაში მონაწილეობის საფასური.

4. პირი ვერ გაივლის რეგისტრაციას, თუ შესაბამის ველში აღნიშვნით არ დაადასტურებს, რომ ეთანხმება ცენტრის მიერ დადგენილ პირობებს და გამოთქვამს მზადყოფნას, გააგრძელოს რეგისტრაცია. ტესტირების ჩატარებასთან დაკავშირებით ცენტრის მიერ დადგენილი პირობები არ შეიძლება ავალდებულებდეს პირს, გასცეს თანხმობა მისი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე.

5. რეგისტრაციის დროს პირი უთითებს/აღნიშნავს:

ა) პერსონალურ მონაცემებს (სახელი, გვარი და პირადი ნომერი);

ბ) საკონტაქტო ტელეფონის ნომერს;

გ) ელექტრონული ფოსტის მისამართს;

დ) ცენტრის მიერ განსაზღვრულ სხვა ინფორმაციას (რომელიც არ შეიცავს გამოსაცდელის პერსონალურ მონაცემებს).

6. გამოსაცდელს რეგისტრაციის დასრულების შემდეგ არ აქვს უფლება, შეცვალოს სარეგისტრაციო განცხადებაში მითითებული მონაცემები.

7. გამოსაცდელები, რომლებიც გამოცდების დროს საჭიროებენ სპეციფიკურ საგამოცდო გარემოს, ვალდებული არიან, ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ ვადებში წარადგინონ ფორმა № IV – 100/ა რაიმე ტიპის ფუნქციური დარღვევის თაობაზე.

8. რეგისტრაციასთან/სარეგისტრაციო მონაცემების ცვლილებასთან დაკავშირებული საჩივარი დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პირს სპეციალური პროგრამიდან შენახული ან ამობეჭდილი აქვს რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი.

9. ცენტრი უფლებამოსილია, გამოსაცდელისათვის გამოცდასთან დაკავშირებული ინფორმაციის მიწოდების მიზნით, გამოიყენოს გამოსაცდელის მიერ რეგისტრაციისას მითითებული ტელეფონის ნომერ

[https://legali.ge/law/6632774/muxli-9/](https://legali.ge/law/6632774/muxli-9/)

---

## მუხლი 11. ტესტირების ჩატარების დრო და ადგილი

_თავი IV — ტესტირების პროცედურა_

1. ტესტირება ტარდება საგამოცდო ცენტრებში, რომლებიც განლაგებულია ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ შენობებში.

2. ტესტირება ყველა საგამოცდო ცენტრში მიმდინარეობს ერთდროულად.

3. ფორსმაჟორის ან ტესტირების დროს ისეთი დაბრკოლების არსებობის შემთხვევაში, რომელიც გამოწვეული იყო ცენტრის ბრალეულობით, ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განისაზღვრება შესაბამის ან სხვა საგამოცდო ცენტრში ტესტირების ჩატარების განსხვავებული თარიღი ან/და ადგილ

[https://legali.ge/law/6632774/muxli-11/](https://legali.ge/law/6632774/muxli-11/)

---

## მუხლი 12. ტესტირების მიმდინარეობის პროცესზე დასწრება

_თავი IV — ტესტირების პროცედურა_

1. ტესტირების მიმდინარეობის დროს საგამოცდო ცენტრში დაშვებულია მხოლოდ იმ პირების ყოფნა, რომელთაც აქვთ ცენტრის მიერ გაცემული სპეციალური დოკუმენტი.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირის საგამოცდო ცენტრში ყოფნამ ხელი არ უნდა შეუშალოს ტესტირების მიმდინარეობას. საგამოცდო ცენტრში დაშვებულ პირს ეკრძალება ტესტის შინაარსთან დაკავშირებით გამოსაცდელის დახმარება ან მისი მუშაობისათვის ხელის შეშლ

[https://legali.ge/law/6632774/muxli-12/](https://legali.ge/law/6632774/muxli-12/)

---

## მუხლი 13. საგამოცდო ცენტრში რეგისტრაცია

_თავი IV — ტესტირების პროცედურა_

1. ტესტირებაში მონაწილეობის მიღების მიზნით, გამოსაცდელი ვალდებულია:

ა) დროულად გამოცხადდეს საგამოცდო ცენტრში რეგისტრაციის პროცედურაზე, რომელიც მიმდინარეობს ცენტრის დირექტორის მიერ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ დროს;

ბ) თან იქონიოს:

ბ.ა) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი ან საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ სათანადო წესით დამოწმებული განაცხადი/განცხადება-ანკეტა, რომელშიც მოცემულია პირის ფოტოსურათი, სახელი, გვარი და პირადი ნომერი;

ბ.ბ) სანოტარო წესით დამოწმებული ქართული თარგმანი, იმ შემთხვევაში, თუ დოკუმენტი/დოკუმენტები შედგენილია უცხოურ ენაზე.

2. საგამოცდო ცენტრში რეგისტრაციის დასრულების შემდეგ გამოცხადებული გამოსაცდელი ტესტირებაზე არ დაიშვება.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების გარეშე გამოცხადებული გამოსაცდელი ტესტირებაზე არ დაიშვება.

4. ტესტირებაზე გამოუცხადებლობა გამოსაცდელს ართმევს უფლებას, მოითხოვოს დამატებითი ტესტირების ჩატარება, მიუხედავად იმისა, ტესტირებაზე გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო თუ არა საპატიო მიზეზი

[https://legali.ge/law/6632774/muxli-13/](https://legali.ge/law/6632774/muxli-13/)

---

## მუხლი 14. სპეციფიკური საგამოცდო გარემოს შექმნა

_თავი IV — ტესტირების პროცედურა_

1. ამ წესის მე-9 მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული ფუნქციური დარღვევის/ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე ცნობის განხილვის მიზნით, ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით იქმნება კომისია, რომელიც დადგენილი წესით იხილავს წარდგენილ ცნობებს და შესაბამის რეკომენდაციებს/დასკვნას აწვდის ცენტრის დირექტორს. კომისიის საქმიანობის წესი მტკიცდება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

2. ცენტრის დირექტორი,  რეკომენდაციების გათვალისწინებით, იღებს გადაწყვეტილებას შესაბამისი გამოსაცდელებისათვის სპეციალური საგამოცდო გარემოს შექმნის თაობაზე. ცენტრი უზრუნველყოფს სპეციალურად მოწყობილ საგამოცდო სექტორში იმ გამოსაცდელების განთავსებას, რომლებიც საჭიროებენ სპეციფიკურ საგამოცდო გარემოს, ასევე, შესაძლებლობების ფარგლებში, უზრუნველყოფს სხვა ისეთი პირობების შექმნას, რომელთა უზრუნველყოფაც რეკომენდებულია ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული რეკომენდაციით /დასკვნით.

3. გამოსაცდელი ვალდებულია გადამდები დაავადების თაობაზე (დაავადება, რომელმაც შეიძლება საგამოცდო პროცესში მონაწილე სხვა პირის ჯანმრთელობას შეუქმნას საფრთხე) სამედიცინო ცნობა ცენტრში ან საგამოცდო ცენტრში წარადგინოს ტესტირების დაწყებამდე არაუგვიანეს 1 დღის

[https://legali.ge/law/6632774/muxli-14/](https://legali.ge/law/6632774/muxli-14/)

---

## მუხლი 15. ტესტირების მიმდინარეობა

_თავი IV — ტესტირების პროცედურა_

1. ტესტირება მიმდინარეობს ცენტრის მიერ დადგენილი პროცედურებით.

2. ცენტრი ტესტის თითოეული ნაწილისათვის ადგენს ტესტირებისათვის გამოყოფილ საგამოცდო დროს.

3. ტესტზე მუშაობის პროცესში გამოსაცდელს ცენტრი უზრუნველყოფს შესაბამისი კომპიუტერული ტექნიკით, კალმითა და სუფთა თაბახის ფურცლებით.

4. ტესტირების მიმდინარეობისას გამოსაცდელს უფლება აქვს, თან იქონიოს:

ა) წყალი;

ბ) პირადი ჰიგიენის საგნები;

გ) ამ წესის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტები;

დ) საჭიროების შემთხვევაში, სხვა ნივთები ცენტრის წინასწარი თანხმობით.

5. ტესტირების მიმდინარეობისას გამოსაცდელს ეკრძალება:

ა) მობილური ტელეფონის ან სხვა ელექტრონული აპარატურის შეტანა;

ბ) ტესტირებაზე დამხმარე მასალის – სახელმძღვანელოების, ჩანაწერების, ფურცლებისა და სხვათა ფლობა/გამოყენება. ტესტირების პრაქტიკული ნაწილის დროს დასაშვებია ცენტრის უფლებამოსილი პირის მიერ გადაცემული სუფთა თაბახის ფურცლების გამოყენება;

გ) ტესტზე პასუხების გაცემისას ან ტესტირების პრაქტიკული ნაწილის დროს სახელისა და გვარის ან/და სხვა ისეთი მაიდენტიფიცირებელი ნიშნის/სიტყვის გამოყენება, რომელიც შესაძლებელს ხდის პირის იდენტიფიცირებას;

დ) გადალაპარაკება, დახმარების გაწევა ან მიღება, სხვა გამოსაცდელისათვის რაიმე ფორმით ხელის შეშლა;

ე) სამუშაო ადგილის უნებართვოდ დატოვება. სამუშაო ადგილის დატოვება შესაძლებელია მხოლოდ თანმხლებ პირთან ერთად;

ვ) ტესტირების დროს მერხზე კალმის, ცენტრის უფლებამოსილი პირის მიერ გადაცემული თაბახის ფურცლებისა და ამ წესის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტის გარდა სხვა ნივთების მოთავსება (გარდა ცენტრის მიერ ნებადართული ნივთებისა);

ზ) ტესტზე მუშაობის დაწყება შესაბამისი მითითების გარეშე;

თ) ტესტირებისთვის განსაზღვრული დროის ამოწურვის შემდეგ ტესტზე მუშაობის გაგრძელება.

6. ცენტრი ტესტირების მიმდინარეობაზე დაკვირვებას უზრუნველყოფს ვიდეოაღჭურვილობის მეშვეობი

[https://legali.ge/law/6632774/muxli-15/](https://legali.ge/law/6632774/muxli-15/)

---

## მუხლი 16. ტესტირების მიმდინარეობის წესის დარღვევა

_თავი IV — ტესტირების პროცედურა_

1. ტესტირების მიმდინარეობისას გამოსაცდელი მიიღებს გაფრთხილებას:

ა) ამ წესის მე-15 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ნივთების გარდა, სხვა ნივთის აღმოჩენის შემთხვევაში;

ბ) ამ წესის მე-15 მუხლის მე-5 პუნქტის „გ“ – „თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში.

2. ამ წესის მე-15 მუხლის მე-4 პუნქტითა და მე-5 პუნქტის „გ“ – „თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნების განმეორებით დარღვევის შემთხვევაში, გამოსაცდელი მოიხსნება ტესტირებიდან, რაც ფორმდება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული ოქმით.

3. ტესტირებიდან გამოსაცდელის გაფრთხილების გარეშე მოხსნა შესაძლებელია:

ა) ამ წესის მე-15 მუხლის მე-5 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში;

ბ) წესრიგის უხეში დარღვევის, საგამოცდო პროცესის მონაწილე პირის შეურაცხყოფის ან სხვა მსგავს შემთხვევაში;

გ) ალკოჰოლის, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ ყოფნის შემთხვევაში.

4. გაფრთხილების გარეშე გამოსაცდელის ტესტირებიდან მოხსნა ფორმდება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული ოქმით.

5. გამოსაცდელი ტესტირებიდან შესაძლოა, მოიხსნას ტესტირების მიმდინარეობის დროს ან ტესტირების შემდეგ. ტესტირების შემდეგ გამოსაცდელი შესაძლოა, ტესტირებიდან მოიხსნას მის მიერ ტესტირების პროცედურის დარღვევის დადგენის შემთხვევაში.

6. ტესტირებიდან მოხსნის შემთხვევაში გამოსაცდელის ნაშრომი არ გასწორდებ

[https://legali.ge/law/6632774/muxli-16/](https://legali.ge/law/6632774/muxli-16/)

---

## მუხლი 19. ნაშრომების გასწორება და ტესტირების შედეგები

_თავი V — ტესტირების შედეგები_

1. ნაშრომები სწორდება შესაბამისი ტესტირების დასრულებიდან 30 დღის ვადაში.

2. გამსწორებლის მიერ სწორდება მხოლოდ ნაშრომი.

3. ტესტის შინაარსის გათვალისწინებით, ნაშრომები სწორდება:

ა) კომპიუტერისა და საამისოდ გამიზნული სხვა ტექნიკური საშუალებების მეშვეობით;

ბ) დამოუკიდებელი გამსწორებლის მიერ.

4. არ გასწორდება ნაშრომის ის ნაწილი, რომელიც შეიცავს მაიდენტიფიცირებელ ნიშანს ან რაიმე სახის გამოსახულებას, რომელიც დაკავშირებული არ არის ტესტურ დავალებასთან.

5. ნაშრომი არ გასწორდება ამ წესის მე-15 მუხლის მე-5 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში.

6. ტესტირებაში მიღებული შეფასება, რომელიც ხელმისაწვდომია მხოლოდ დაინტერესებული პირისთვის, განთავსდება ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე.

თავი VI

ტესტირების ფარგლებში წარმოშობილი პრეტენზიების წარდგენა და განხილ

[https://legali.ge/law/6632774/muxli-19/](https://legali.ge/law/6632774/muxli-19/)

---

## მუხლი 21. საპრეტენზიო განაცხადის მიღებაზე უფლებამოსილი ორგანო

_თავი VI — ტესტირების ფარგლებში წარმოშობილი პრეტენზიების წარდგენა და განხილვა_

1. ტესტირების პროცედურის დადგენილი წესის დარღვევის ფაქტის თაობაზე საპრეტენზიო განაცხადის წარდგენა ხდება საგამოცდო ცენტრში.

2. ტესტის შეფასებასთან დაკავშირებით საპრეტენზიო განაცხადის წარდგენა ხდება ცენტრში, ცენტრის დირექტორის მიერ განსაზღვრულ ვადაშ

[https://legali.ge/law/6632774/muxli-21/](https://legali.ge/law/6632774/muxli-21/)

---

## მუხლი 22. საპრეტენზიო განაცხადის ფორმა და მისი წარდგენა

_თავი VI — ტესტირების ფარგლებში წარმოშობილი პრეტენზიების წარდგენა და განხილვა_

1. გამოსაცდელი საპრეტენზიო განაცხადს წარადგენს ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული ფორმის შესაბამისად.

2. ტესტის შეფასებასთან დაკავშირებით საპრეტენზიო განაცხადი არ განიხილება, თუ გამოსაცდელს წინასწარ არ აქვს გადახდილი ამ წესის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საპრეტენზიო განაცხადის განხილვის საფასურ

[https://legali.ge/law/6632774/muxli-22/](https://legali.ge/law/6632774/muxli-22/)

---

## მუხლი 23. საპრეტენზიო განაცხადის წარდგენის ვადა

_თავი VI — ტესტირების ფარგლებში წარმოშობილი პრეტენზიების წარდგენა და განხილვა_

1. ტესტირების პროცედურის დადგენილი წესის დარღვევის ფაქტის თაობაზე გამოსაცდელს არაუგვიანეს იმავე საგამოცდო დღის 21:00 საათისა საგამოცდო ცენტრში, სადაც ჩააბარა ტესტირება, შეაქვს საპრეტენზიო განაცხადი, რომელიც არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა ეგზავნება ცენტრს. ცენტრი საპრეტენზიო კომისიისათვის საპრეტენზიო განაცხადის მიწოდებას დაუყოვნებლივ უზრუნველყოფს.

2. გამოსაცდელი ტესტის შეფასებასთან დაკავშირებით საპრეტენზიო განაცხადს ავსებს ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ ვადებში. საპრეტენზიო განაცხადის წარდგენის ვადა არ უნდა იყოს 3 დღეზე ნაკლებ

[https://legali.ge/law/6632774/muxli-23/](https://legali.ge/law/6632774/muxli-23/)

---

## მუხლი 24. საპრეტენზიო განაცხადის განხილვაზე უფლებამოსილი ორგანო

_თავი VI — ტესტირების ფარგლებში წარმოშობილი პრეტენზიების წარდგენა და განხილვა_

1. ტესტირების პროცედურის დადგენილი წესის დარღვევის ფაქტის თაობაზე წარდგენილი საპრეტენზიო განაცხადები განიხილება საპრეტენზიო კომისიის მიერ.

2. ტესტის შეფასებასთან დაკავშირებით წარდგენილი საპრეტენზიო განაცხადები განიხილება შესაბამისი საგნობრივი კომისიის მიერ.

3. ტესტის შეფასებასთან დაკავშირებით წარდგენილი საპრეტენზიო განაცხადების განხილვისას საგნობრივი კომისიისთვის ცნობილი არ უნდა იყოს გამოსაცდელის ვინაობა.

4. საგნობრივი კომისიის შემადგენლობაში არ შეიძლება იყოს პირი, რომელიც მონაწილეობდა ტესტის შედგენაში ან მიმდინარე წელს არის გამსწორებელ

[https://legali.ge/law/6632774/muxli-24/](https://legali.ge/law/6632774/muxli-24/)

---

## მუხლი 25. ტესტირების პროცედურის დადგენილი წესის დარღვევა

_თავი VI — ტესტირების ფარგლებში წარმოშობილი პრეტენზიების წარდგენა და განხილვა_

ტესტირების პროცედურის დადგენილი წესის დარღვევის ფაქტის თაობაზე წარდგენილი საპრეტენზიო განაცხადი შეიძლება ეხებოდეს:

ა) პრეტენზიის წარმდგენი გამოსაცდელის უფლებების დარღვევას ტესტირების პროცესის მონაწილე სხვა პირის მიერ;

ბ) სხვა გამოსაცდელის მიმართ ტესტირების პროცედურის დადგენილი წესის დარღვევას ტესტირების პროცესის მონაწილე სხვა პირის მიერ (გამოსაცდელისათვის დახმარების აღმოჩენა და ა. შ.

[https://legali.ge/law/6632774/muxli-25/](https://legali.ge/law/6632774/muxli-25/)

---

## მუხლი 26. საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილება

_თავი VI — ტესტირების ფარგლებში წარმოშობილი პრეტენზიების წარდგენა და განხილვა_

1. საპრეტენზიო კომისია ტესტირების პროცედურის დადგენილი წესის დარღვევის ფაქტის თაობაზე წარდგენილ საპრეტენზიო განაცხადთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს საპრეტენზიო განაცხადების მიღების ვადის დასრულებიდან 5 დღის ვადაში.

2. ტესტირების პროცედურის დარღვევის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში, საპრეტენზიო კომისიამ შეიძლება მიიღოს შემდეგი გადაწყვეტილება:

ა) გამოსაცდელის უფლებების დარღვევის დადასტურებისას – მისი ნაშრომის გასწორების თაობაზე;

ბ) გამოსაცდელის მიერ ტესტირების პროცედურის დარღვევისას – მისი გამოცდიდან მოხსნის თაობაზე.

3. საპრეტენზიო კომისია გადაწყვეტილებას მისი მიღებიდან ორი დღის ვადაში გადასცემს ცენტრის დირექტორს.

4. ცენტრის დირექტორი, საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილების მისთვის გადაცემიდან ორი დღის ვადაში, უზრუნველყოფს გადაწყვეტილების გამოსაცდელისთვის გაცნობა

[https://legali.ge/law/6632774/muxli-26/](https://legali.ge/law/6632774/muxli-26/)

---

## მუხლი 27. ტესტის შეფასებასთან დაკავშირებით წარდგენილი საპრეტენზიო განაცხადის განხილვა და საგნობრივი კომისიის გადაწყვეტილება

_თავი VI — ტესტირების ფარგლებში წარმოშობილი პრეტენზიების წარდგენა და განხილვა_

1. ტესტის შეფასებასთან დაკავშირებით წარდგენილი საპრეტენზიო განაცხადი, ნაშრომთან ერთად, გადაეცემა შესაბამის საგნობრივ კომისიას, რომლის მიერ გადაწყვეტილების მიღების წესი განისაზღვრება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

2. საპრეტენზიო განაცხადის განხილვისას საგნობრივი კომისია უფლებამოსილია, იმსჯელოს მხოლოდ საპრეტენზიო განაცხადში მითითებული ტესტური დავალების/დავალებების ფარგლებში, ტესტური დავალების/დავალებების შეფასების სისწორეზე და საპრეტენზიო განაცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში მიიღოს შემდეგი გადაწყვეტილება/გადაწყვეტილებები:

ა) გამოსაცდელისთვის ქულის მომატების შესახებ;

ბ) გამოსაცდელისთვის ქულის დაკლების შესახებ;

გ) გამოსაცდელისთვის ქულის უცვლელად დატოვების შესახებ.

3. საგნობრივი კომისია ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებას მისი მიღებიდან ორი დღის ვადაში გადასცემს ცენტრის დირექტორს.

4. საგნობრივი კომისიის გადაწყვეტილებები ცენტრის მიერ განთავსდება ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე, საპრეტენზიო განაცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 25 კალენდარული დღის ვადაში. საგნობრივი კომისიის გადაწყვეტილებები ხელმისაწვდომია მხოლოდ დაინტერესებული პირისათვის.

თავი VII

ტესტირების საბოლოო შედეგე

[https://legali.ge/law/6632774/muxli-27/](https://legali.ge/law/6632774/muxli-27/)

---

## მუხლი 28. ტესტირების საბოლოო შედეგები

_თავი VII — ტესტირების საბოლოო შედეგები_

1. საგნობრივი კომისიის მიერ გადაწყვეტილებების მიღებიდან 10 დღის ვადაში ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით მტკიცდება იმ პირთა სია, რომელთაც მიიღეს მონაწილეობა სახელმწიფო ენის გამოცდაში.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ სიაში მიეთითება გამოსაცდელის სახელი, გვარი, პირადი ნომერი, მის მიერ ტესტირებისას მიღებული შეფასება, ასევე ინფორმაცია გამოსაცდელის მიერ სახელმწიფო ენის შესაბამისი დონის დაძლევის შესახებ.

3. სახელმწიფო ენის შესაბამისი დონის დაძლევა გულისხმობს ტესტში ცენტრის დირექტორის მიერ სახელმწიფო ენის შესაბამისი დონისათვის დადგენილი ოდენობის ქულების დაგროვებას. ქულათა ოდენობა მტკიცდება ტესტირების ჩატარებამდე.

4. გამოსაცდელს ამ მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე დადგენილი ქულა დაგროვებულად ჩაეთვლება, თუ მის მიერ მიღებული ქულა ამ მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე დადგენილი ქულის ტოლი ან ამ ქულაზე მეტი აღმოჩნდება.

5. ცენტრი იმ პირთა შესახებ ინფორმაციას (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, პირის მიერ ტესტირებისას მიღებული შეფასება, ასევე ინფორმაცია გამოსაცდელის მიერ სახელმწიფო ენის შესაბამისი დონის დაძლევის შესახებ), რომელთაც წარმატებით დაძლიეს სახელმწიფო ენის შესაბამისი დონე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სახელმწიფო ენის ცოდნასთან დაკავშირებულ მოთხოვნასთან პირის შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტის (მოწმობის) გაცემის მიზნით, უგზავნის დეპარტამენტს. დეპარტამენტი აღნიშნულ მოწმობას გასცემს 10 დღის ვადაში.

6. საგანმანათლებლო დაწესებულება, სახელწმიფო ენაში მომზადების პროგრამის მსმენელებზე სერტიფიკატის გაცემის მიზნით, უფლებამოსილია, ცენტრს წარუდგინოს სახელმწიფო ენაში მომზადების პროგრამის მსმენელთა სია (სახელი, გვარი, პირადი ნომერი) და მოითხოვოს ინფორმაცია მათ მიერ სახელმწიფო ენის გამოცდაზე მიღებული შედეგის შესახე

[https://legali.ge/law/6632774/muxli-28/](https://legali.ge/law/6632774/muxli-28/)

---

## მუხლი 29. პერსონალური მონაცემების დამუშავების ვადები

_თავი VII — ტესტირების საბოლოო შედეგები_

1. ცენტრში არსებული მონაცემები გამოსაცდელთა მიერ მიღებული შედეგების შესახებ ინახება 70 წლის განმავლობაში და შემდგომ ნადგურდება.

2. გამოსაცდელთა ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული ინფორმაციის შემცველი მონაცემები ცენტრში ინახება ერთი წლის ვადით.

3.  გამოსაცდელის მიერ მითითებული ტელეფონის ნომერი ცენტრში ინახება ტესტირებამდე, ტესტირებასთან დაკავშირებულ საკითხებზე გამოსაცდელის ინფორმირების მიზნით და იშლება ტესტირების ჩატარების შემდეგ. რეგისტრაციისას გამოსაცდელის მიერ მითითებული ელექტრონული ფოსტის მისამართი ინახება გამოსაცდელისათვის ნაშრომის მიწოდების მიზნით და იშლება გამოსაცდელისათვის ელექტრონული ფოსტის მეშვეობით ცენტრის მიერ ნაშრომის მიწოდების შემდეგ.

4. ცენტრში ნებისმიერი ფორმით არსებულ პერსონალურ მონაცემებზე წვდომა აქვთ მხოლოდ იმ პირებს, რომლებსაც სამსახურებრივი ფუნქციების შესრულებისათვის ესაჭიროებათ პერსონალური მონაცემების დამუშავება, კანონმდებლობით დადგენილი მიზნითა და მოცულობით.

თავი VIII

გარდამავალი დებულება

[https://legali.ge/law/6632774/muxli-29/](https://legali.ge/law/6632774/muxli-29/)
