ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ურეკში ექვთიმე თაყაიშვილის ქუჩის მე-2 შესახვევისათვის და უსახელო ქუჩისათვის „ქუთაისის“ სახელის მინიჭების შესახებ

მიღების თარიღი 24.09.2025
გამომცემი ორგანო ოზურგეთის მუნიციპალიტეტი
ნომერი №40
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.113.016049
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 29/09/2025
151 სიტყვა · ~1 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ურეკის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე უსახელო ქუჩისათვის ,,ბერი გაბრიელ სალოსის“ სახელის მინიჭების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 86% 24.09.2025 ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ურეკის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე უსახელო ქუჩისათვის ,,იაკობ შემოქმედელის“ სახელის მინიჭების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 84% 24.09.2025 ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ურეკში მდებარე გაბრიელ ეპისკოპოსის ქუჩის ნაწილისა და მიმდებარე უსახელო ქუჩისათვის ,,დავით სარაჯიშვილის“ ქუჩის სახელის მინიჭების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 84% 30.04.2024 ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ურეკის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე ქუჩისათვის "მეგობრობის" სახელის მინიჭების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 84% 25.11.2022 ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ურეკის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე ქუჩისათვის "მთისბროლის" სახელის მინიჭების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 83% 25.11.2022

დოკუმენტის ტექსტი

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ურეკში ექვთიმე თაყაიშვილის ქუჩის მე-2 შესახვევისათვის და უსახელო ქუჩისათვის „ქუთაისის“ სახელის მინიჭების შესახებ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება №40 2025 წლის 24 სექტემბერი ქ. ოზურგეთი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ურეკში ექვთიმე თაყაიშვილის ქუჩის მე-2 შესახვევის და უსახელო ქუჩისთვის ,,ქუთაისის“ სახელის მინიჭების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების შესაბამისად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გადაწყვიტა: მუხლი 1🔗. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ურეკში ექვთიმე თაყაიშვილის ქუჩის მე-2 შესახვევსა და უსახელო ქუჩას ეწოდოს „ქუთაისის“ ქუჩა თანდართული რუკის თანახმად. მუხლი 2🔗. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიამ ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება. მუხლი 3🔗. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს დაინტერესებული პირის მიერ მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში (მის.: ქ. ოზურგეთი, ი.სიორიძის ქ. №14). მუხლი 4🔗. განკარგულება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე                                  დავით დარჩია