ქალაქ თბილისში, ჩუღურეთის რაიონში, დოდო ჭიჭინაძის ქუჩასთან არსებული უსახელო მოედნისთვის მსახიობის, დოდო ჭიჭინაძის სახელის მინიჭების შესახებ
მიღების თარიღი 23.09.2025
გამომცემი ორგანო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
ნომერი №450
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.101.017013
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 26/09/2025
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
23.09.2025 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
ქალაქ თბილისში, მთაწმინდის რაიონში, ფრიდონ ხალვაშის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის პოეტის, ზურაბ გორგილაძის სახელის მინიჭების შესახებ ქალაქ თბილისში, გლდანის რაიონში, ბარალეთის ქუჩის მონაკვეთისთვის და მასთან არსებული სამი ჩიხისთვის მსახიობის ნინო დავითაშვილის სახელის მინიჭების შესახებ ქალაქ თბილისში, ჩუღურეთის რაიონში, მაქსიმ გორკის შესახვევისთვის და ვეძათხევის შესახვევის მონაკვეთისთვის მსახიობის დუდუხანა წეროძის ქუჩის სახელის მინიჭების შესახებ ქალაქ თბილისში, ვაკის რაიონში, რამაზ ჩხიკვაძის ქუჩასთან მდებარე უსახელო სკვერისთვის მსახიობის გურამ ფირცხალავას სახელის მინიჭების შესახებ ქალაქ თბილისში, გლდანის რაიონში, სანდრო ახმეტელის თეატრთან მდებარე უსახელო სკვერისთვის მსახიობის, საბჭოთა რეპრესიების მსხვერპლის თამარ წულუკიძის სახელის მინიჭების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ქალაქ თბილისში, ჩუღურეთის რაიონში, დოდო ჭიჭინაძის ქუჩასთან არსებული უსახელო მოედნისთვის მსახიობის, დოდო ჭიჭინაძის სახელის მინიჭების შესახებ
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
განკარგულება №450
2025 წლის 23 სექტემბერი
ქ. თბილისი
ქალაქ თბილისში, ჩუღურეთის რაიონში, დოდო ჭიჭინაძის ქუჩასთან არსებული უსახელო მოედნისთვის მსახიობის, დოდო ჭიჭინაძის სახელის მინიჭების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და „ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 ივნისის №14-59 დადგენილების თანახმად, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
1. ჩუღურეთის რაიონში, დოდო ჭიჭინაძის ქუჩასთან არსებულ უსახელო მოედანს მიენიჭოს მსახიობის, დოდო ჭიჭინაძის სახელი, თანდართული რუკის თანახმად.
2. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება.
3. განკარგულება ერთი თვის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), კანონმდებლობით დადგენილი წესით.
საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძე