ქალაქ თბილისში, გლდანის რაიონში, გლდანისხევის ქუჩისთვის აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლის, მაიორ მიხეილ გამკაძის სახელის მინიჭების შესახებ
მიღების თარიღი 23.09.2025
გამომცემი ორგანო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
ნომერი №449
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.101.017016
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 26/09/2025
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
23.09.2025 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
ქალაქ თბილისში, ვაკის რაიონში, წყნეთში, იოსებ გრიშაშვილის ქუჩასთან არსებული უსახელო სკვერისთვის აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლის მიხეილ ოძელაშვილის სახელის მინიჭების შესახებ ქალაქ თბილისში, გლდანის რაიონში, დემნა შენგელაიას ქუჩისთვის აფხაზეთის ომში მებრძოლის თორნიკე ქურდაძის სახელის მინიჭების შესახებ ქალაქ თბილისში, გლდანის რაიონში, იოსებ ნონეშვილის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლის გიორგი წულაიას სახელის მინიჭების შესახებ ქალაქ თბილისში, ნაძალადევის რაიონში, მარიამ დადიანი-ანჩაბაძის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლის მიხეილ ქორიძის სახელის მინიჭების შესახებ ქალაქ თბილისში, ისნის რაიონში, საბარგოს დასახლების XII შესახვევისთვის აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლის დიმიტრი კორახაშვილის ქუჩის და დიმიტრი კორახაშვილის I,II და III ჩიხების სახელის მინიჭების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ქალაქ თბილისში, გლდანის რაიონში, გლდანისხევის ქუჩისთვის აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლის, მაიორ მიხეილ გამკაძის სახელის მინიჭების შესახებ
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
განკარგულება №449
2025 წლის 23 სექტემბერი
ქ. თბილისი
ქალაქ თბილისში, გლდანის რაიონში, გლდანისხევის ქუჩისთვის აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლის, მაიორ მიხეილ გამკაძის სახელის მინიჭების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და „ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 ივნისის №14-59 დადგენილების თანახმად, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
1. გლდანის რაიონში გლდანისხევის ქუჩას მიენიჭოს აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლის, მაიორ მიხეილ გამკაძის, სახელი, თანდართული რუკის თანახმად.
2. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება.
3. განკარგულება ერთი თვის ვადაში, შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64), კანონმდებლობით დადგენილი წესით.
საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძე