ქალაქ თბილისში, დიდუბის რაიონში, ბორის პაიჭაძის ქუჩასთან არსებული უსახელო სკვერისთვის 13 მაისის სახელის მინიჭების შესახებ

მიღების თარიღი 23.09.2025
გამომცემი ორგანო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
ნომერი №447
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.101.017017
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 26/09/2025
156 სიტყვა · ~1 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
ქალაქ თბილისში, ისნის რაიონში, სერგი წულაძის ქუჩის მონაკვეთისთვის შალვა დოლიძის სახელის მინიჭების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 84% 27.04.2021 ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ურეკის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე ქუჩისათვის "შოთა გოგუაძის" სახელის მინიჭების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 83% 25.11.2022 ქალაქ თბილისში, დიდუბის რაიონში, რობერტ ბარძიმაშვილის ქუჩასთან არსებული უსახელო სკვერისთვის კინორეჟისორის სიკო დოლიძის სახელის მინიჭების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 82% 23.07.2021 ქალაქ თბილისში, ისნის რაიონში, ბოგდან ხმელნიცკის ქუჩასთან არსებული უსახელო ჩიხისთვის ბოგდან ხმელნიცკის I ჩიხის სახელის მინიჭების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 82% 13.09.2024 ქალაქ თბილისში, მთაწმინდის რაიონში, ზაალ დუმბაძის ქუჩისთვის გერგეტის შესახვევის სახელის მინიჭების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 82% 21.02.2023

დოკუმენტის ტექსტი

ქალაქ თბილისში, დიდუბის რაიონში, ბორის პაიჭაძის ქუჩასთან არსებული უსახელო სკვერისთვის 13 მაისის სახელის მინიჭების შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება №447 2025 წლის 23 სექტემბერი ქ. თბილისი ქალაქ თბილისში, დიდუბის რაიონში, ბორის პაიჭაძის ქუჩასთან არსებული უსახელო სკვერისთვის 13 მაისის სახელის მინიჭების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და „ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 ივნისის №14-59 დადგენილების თანახმად,  ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა: 1. დიდუბის რაიონში, ბორის პაიჭაძის ქუჩასთან არსებულ უსახელო სკვერს მიენიჭოს 13 მაისის სახელი, თანდართული რუკის თანახმად. 2. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება. 3. განკარგულება ერთი თვის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს  თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით  აღმაშენებლის ხეივანი, №64), კანონმდებლობით დადგენილი წესით. საკრებულოს თავმჯდომარე  ზურაბ აბაშიძე