“საჯარო სამართლის იურიდიული პირის_ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2006 წლის 12 ივნისის №2-96 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ”

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2-170
სარეგისტრაციო კოდი
040.030.000.22.032.009.187
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 122, 17/09/2006
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.032.009.187

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის

ბრძანება №2-170

2006 წლის 5 სექტემბერი

ქ. თბილისი

,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2006 წლის 12 ივნისის №2-96 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტისა და ,,საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №38 დადგენილებით დამტკიცებულ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის ,,თ“ ქვეპუნქტის თანახმად, ვბრძანებ:

1. ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2006 წლის 12 ივნისის №2-96 ბრძანებით (სსმ III, 14.06.06, №80, მუხლი 1045) დამტკიცებულ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტში შეტანილ იქნეს ცვლილება და იგი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ბ) გურჯაანის, დუშეთის მარნეულის, გორის, ზუგდიდის, ოზურგეთის, ამბროლაურის, ბათუმის საველე სადგურები. საველე სადგურების ძირითადი ფუნქციებია ბრუცელოზის, ჯილეხისა და სხვა სახის გადამდები და არაგადამდები დაავადებების სადიაგნოსტიკოდ პათოლოგიური მასალის მოძიება-აღება, მისი პირველადი დამუშავება და გამოკვლევა, ხოლო საჭიროების შემთხვევაში ეპიდემიოლოგიური მონიტორინგის სადგურში გადაგზავნა. სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახურის და მისი ტერიტორიული ორგანოების გადაწყვეტილების საფუძველზე სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებულ ეპიზოოტიის საწინააღმდეგო ღონისძიებებზე სერომონიტორინგის განხორციელება. დაავადებების აფეთქების შემთხვევაში, შესაბამის სამსახურებთან ერთად, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამისი ვეტერინარულ-სანიტარიული და საკარანტინო ღონისძიებების განხორციელებაში მონაწილეობა.“.

2. დაევალოს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (შ. ლორთქიფანიძე) უზრუნველყოს ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ბრძანების სახელმწიფო რეესტრში გატარება და ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნება.

3. კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დაევალოს მინისტრის პირველ მოადგილეს ლილი ბეგიაშვილს.

4. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

მ. სვიმონიშვილი