ქალაქ თბილისში, ისნის რაიონში, ელიას მთის ქუჩის მონაკვეთისთვის და I ჩიხისთვის იელის სახელის მინიჭების შესახებ
მიღების თარიღი 23.09.2025
გამომცემი ორგანო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
ნომერი №456
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.101.017021
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 26/09/2025
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
23.09.2025 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
ქალაქ თბილისში, ისნის რაიონში, ელიას მთის ქუჩის გაგრძელების შესახებ ქალაქ თბილისში, ისნის რაიონში, სერგი წულაძის ქუჩის მონაკვეთისთვის შალვა დოლიძის სახელის მინიჭების შესახებ ქალაქ ქუთაისში, ტიციან ტაბიძის ქუჩის მე-2 შესახვევისათვის ცნობილი ქირურგის, ედუარდ როძევიჩის სახელის მინიჭების შესახებ ხობის მუნიციპალიტეტის პირველი მაისის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ბულიწყუში შოთა რუსთაველის ქუჩის პირველი შესახვევისთვის სპარტაკ ბუკიას ქუჩის სახელის მინიჭების თაობაზე ქალაქ თბილისში, ვაკის რაიონში, ნაძვების ქუჩის მონაკვეთისთვის ნაძვების I შესახვევის სახელის მინიჭების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ქალაქ თბილისში, ისნის რაიონში, ელიას მთის ქუჩის მონაკვეთისთვის და I ჩიხისთვის იელის სახელის მინიჭების შესახებ
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
განკარგულება №456
2025 წლის 23 სექტემბერი
ქ. თბილისი
ქალაქ თბილისში, ისნის რაიონში, ელიას მთის ქუჩის მონაკვეთისთვის და I ჩიხისთვის იელის სახელის მინიჭების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 ივნისის №14-59 დადგენილების თანახმად, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
1. ისნის რაიონში, ელიას მთის ქუჩის მონაკვეთს და I ჩიხს მიენიჭოს იელის სახელი, თანდართული რუკის თანახმად.
2. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება.
3. განკარგულება ერთი თვის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), კანონმდებლობით დადგენილი წესით.
საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძე