📋

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ანაკლიაში მდებარე უსახელო ქუჩების სახელდების თაობაზე

კონსოლიდირებული ვერსია — პუბლიკაცია #0 საწყისი რედაქცია
პუბლიკაციის თარიღი 30.09.2025
მოქმედების პერიოდი 30.09.2025 — 09.10.2025
გამომცემი ორგანო ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
ნომერი №62
კონსოლიდირებული ვერსიები (2)
30.09.2025
09.10.2025
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ანაკლიაში მდებარე უსახელო ქუჩების სახელდების თაობაზე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება №62 2025 წლის 23 სექტემბერი ქ. ზუგდიდი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ანაკლიაში მდებარე უსახელო ქუჩების სახელდების თაობაზე საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტისა და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის პირველი ივნისის №239 დადგენილების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის და მე-7 მუხლის მე-13 პუნქტის, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის 2025 წლის 23 მაისის №24-242514374 მომართვის და რეგიონალური განვითარების სამინისტროს 2025 წლის 16 სექტემბრის MRD №01/1352 წერილის შესაბამისად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მიიღო განკარგულება: 1. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ანაკლიაში მდებარე უსახელო ქუჩას, რომლის სათავედ განისაზღვროს სოფელ ანაკლიის შოთა რუსთაველის ქუჩის გადაკვეთა და გაგრძელდეს სოფელ ანაკლიის დავით გურამიშვილის ქუჩის გადაკვეთამდე, ეწოდოს საქართველოს ეროვნული გმირის – ჟიული შარტავას სახელი (დანართი №1). 2. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ანაკლიაში მდებარე I შესახვევს გადაერქვას სახელწოდება და მასთან ერთად უსახელო ქუჩის მონაკვეთი სოფელ ანაკლიის დავით გურამიშვილის ქუჩის გადაკვეთამდე, ასევე აღნიშნული ქუჩის I და II შესახვევი და I ჩიხი დამტკიცდეს ახალ ქუჩად, რომლის სათავედ განისაზვროს სოფელ ანაკლიის შოთა რუსთაველის ქუჩის გადაკვეთა და გაგრძელდეს სოფელ ანაკლიის დავით გურამიშვილის ქუჩის გადაკვეთამდე, აღნიშნულ ქუჩას, ასევე ამ ქუჩის I და II შესახვევსა და I ჩიხს ეწოდოს საქართველოს ეროვნული გმირის – გურამ გაბესკირიას სახელი (დანართი №2). 3. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ანაკლიაში მდებარე უსახელო ქუჩას, რომლის სათავედ განისაზღვროს სოფელ ანაკლიის შოთა რუსთაველის ქუჩის გადაკვეთა, ეწოდოს შოთა რუსთაველის ქუჩის I შესახვევი (დანართი №3). 4. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ანაკლიაში მდებარე უსახელო ქუჩას, რომლის სათავედ განისაზღვროს სოფელ ანაკლიის შოთა რუსთაველის ქუჩის გადაკვეთა, ეწოდოს საქართველოს ეროვნული გმირის – მამია ალასანიას სახელი (დანართი №4). 5. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ანაკლიაში მდებარე უსახელო ქუჩას, რომლის სათავედ განისაზღვროს სოფელ ანაკლიის შოთა რუსთაველის ქუჩის გადაკვეთა, ეწოდოს შოთა რუსთაველის ქუჩის I ჩიხი (დანართი №5). 6. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ანაკლიაში მდებარე უსახელო ქუჩას, რომლის სათავედ განისაზღვროს სოფელ ანაკლიის შოთა რუსთაველის ქუჩის გადაკვეთა და გაგრძელდეს სოფელ ანაკლიის ცოტნე დადიანის ქუჩის გადაკვეთამდე, ასევე აღნიშნული ქუჩის I ჩიხს ეწოდოს საქართველოს ეროვნული გმირის – ამბროსი ხელაიას სახელი (დანართი №6). 7. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ანაკლიაში მდებარე უსახელო ქუჩას და მის ჩიხს, რომლის სათავედ განისაზღვროს სოფელ ანაკლიის შოთა რუსთაველის ქუჩის გადაკვეთა, ეწოდოს საქართველოს ეროვნული გმირის – მერაბ კოსტავას სახელი (დანართი №7). 8. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ანაკლიაში მდებარე უსახელო ქუჩას, რომლის სათავედ განისაზღვროს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ანაკლიის გურამ გაბესკირიას ქუჩის გადაკვეთა და ქუჩა გაგრძელდეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ცვანეს მიმართულებით, ეწოდოს საქართველოს ეროვნული გმირის – გენო ადამიას სახელი (დანართი №8). 9. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ანაკლიაში მდებარე უსახელო ქუჩას, რომლის სათავედ განისაზღვროს სოფელ ანაკლიის ცოტნე დადიანის ქუჩის გადაკვეთა, ეწოდოს საზოგადო მოღვაწის, ქართველი მეცნიერისა და ლიტერატურათმცოდნის, ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორის, საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწისა და საპატიო ნიშნის ორდენოსნის – სერგი დანელიას სახელი (დანართი №9). 10. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ანაკლიაში მდებარე უსახელო ქუჩას და ამ ქუჩის I და II შესახვევს, რომლის სათავედ განისაზღვროს სოფელ ანაკლიის რევაზ ესართიას ქუჩის გადაკვეთა, ეწოდოს საქართველოს ისტორიული მხარის, გვიანდელი შუა საუკუნეების ხანის სამეგრელოს ძირითადი ნაწილის, სამეგრელოს სამთავროს მეორე სახელწოდების – ოდიშის ქუჩის სახელი (დანართი №10). 11. განკარგულება გადაგზავნილ იქნეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში, სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოში, სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში, შინაგან საქმეთა სამინისტროში და საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში. 12. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ უზრუნველყოს კონკრეტული ღონისძიებების გატარება (აბრების, ფირნიშების, რუკების (არსებობის შემთხვევაში), ცნობარების და სხვ. დამზადება, კორექტირება, გავრცელება და სხვ.) 13. განკარგულება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე. 14. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში, ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში (მისამართი: ქ. ზუგდიდი, რ. ლაღიძის ქუჩა №12). საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი                          კახაბერ ჩანგელია