ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხის უსახელო ქუჩების სახელდების თაობაზე
მიღების თარიღი 23.09.2025
გამომცემი ორგანო ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
ნომერი №64
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.105.016045
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 30/09/2025
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
23.09.2025 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალაბასთუმანში მშვიდობის ქუჩის პირველი შესახვევის დამტკიცების თაობაზე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ უჩაშონაში ახალი ქუჩის დამტკიცებისა და სახელდების შესახებ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ახალაბასთუმნის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე უსახელო ქუჩის სახელდების თაობაზე ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ლეწურწუმეს ადმინისტრაციული ერთეულის მე-3 ქუჩის სახელდების თაობაზე „დუშეთის მუნიციპალიტეტის ბაზალეთის ადმინისტრაციული ერთეულში შემავალ სოფლებში მდებარე უსახელო ქუჩების სახელდების შესახებ” დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 28 აპრილის N19 განკარგულებაში დამატების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხის უსახელო ქუჩების სახელდების თაობაზე
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
განკარგულება №64
2025 წლის 23 სექტემბერი
ქ. ზუგდიდი
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხის
უსახელო
ქუჩების სახელდების
თაობაზე
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის, აგრეთვე „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის პირველი ივნისის №239 დადგენილების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ პუნქტის და მე-7 მუხლის მე-13 პუნქტის, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის 2025 წლის 31 მარტის №24-2425090173 წერილის და რეგიონალური განვითარების სამინისტროს 2025 წლის 6 სექტემბრის MRD №01/1352 წერილის შესაბამისად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მიიღო განკარგულება:
1. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში მდებარე უსახელო ქუჩების სახელდება განისაზღვროს შემდეგნაირად (ორთოფოტო თან ერთვის):
1.1. V ქუჩას ეწოდოს დავით აღმაშენებლის ქუჩა;
1.2. XI ქუჩას ეწოდოს სამეგრელოს ქუჩა;
1.3. XVI ქუჩას ეწოდოს წმინდა ნინოს ქუჩა;
1.4. XIX ქუჩას ეწოდოს იპოლიტე ხვიჩიას ქუჩა.
2. განკარგულება გადაგზავნილ იქნეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში, სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოში, სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში, შინაგან საქმეთა სამინისტროში და საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში.
3. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ უზრუნველყოს კონკრეტული ღონისძიებების გატარება (აბრების, ფირნიშების, რუქების (არსებობის შემთხვევაში), ცნობარების და სხვ. დამზადება, კორექტირება, გავრცელება და სხვ.).
4. განკარგულება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.
5. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში, ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში (მისამართი: ქ. ზუგდიდი, რ.ლაღიძის ქუჩა №12).
საკრებულოს თავმჯდომარის
მოვალეობის შემსრულებელი კახაბერ ჩანგელია