„დუშეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოქალაქეების სოციალური დახმარებისა და ჯანდაცვის 2025 წლის პროგრამებისა და პროგრამებში მონაწილეობის წესების დამტკიცების შესახებ“ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 26 დეკემბრის N20 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №26 |
|
2025 წლის 26 სექტემბერი ქ. დუშეთი |
ა) მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „პ“ ქვეპუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„პ) მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ხანდაზმული მოქალაქეების მხარდაჭერის პროგრამა;“;
ბ) მე-9 მუხლის მე-5 პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. 5 წლამდე ასაკის ბავშვებსა და 80 წელს გადაცილებულ ხანდაზმულებს ოპერაციები და ამბულატორიული და სტაციონალური მკურნალობა შეიძლება აუნაზღაურდეთ 100%-ით, მაგრამ არაუმეტეს 3000 (სამი ათასი) ლარისა.“;
გ) 22-ე მუხლი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 22. მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ხანდაზმული მოქალაქეების მხარდაჭერის პროგრამა
1. დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის თემის სოციალური მუშაკის დასკვნის, ასევე ბენეფიციარისათვის სოციალური დახმარების მიღების აუცილებლობის შესახებ მერის წარმომადგენლის წერილობითი რეკომენდაციის საფუძველზე კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ხანდაზმული ბენეფიციარის იმ საჭიროებების მოგვარების უზრუნველსაყოფად, რომლებიც არ არის გათვალისწინებული აღნიშნული დადგენილებით და/ან აუცილებელია ზემოთ ხსენებული პირების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, გაიცემა ერთჯერადი ფულადი დახმარება 500 (ხუთასი) ლარამდე.
2. მერიაში წარსადგენი დოკუმენტები:
ა) დუშეთის მუნიციალიტეტში რეგისტრირებული ხანდაზმული მოქალაქის ან მისი სრულწლოვანი წარმომადგენლის განცხადება მერის სახელზე;
ბ) განმცხადებლის და ბენეფიციარის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (პ/მ/ID ბარათი / დაბადების მოწმობა / პასპორტი ან იძულებით გადაადგილებული პირის მოწმობა) ასლი;
გ) საბანკო დაწესებულებაში გახსნილი პირადი ანგარიშის რეკვიზიტები;
დ) მერის წარმომადგენლის წერილობითი რეკომენდაცია სოციალური დახმარების მიღების აუცილებლობის შესახებ;
ე) დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის თემის სოციალური მუშაკის დასკვნა სოციალური დახმარების მიღების აუცილებლობის შესახებ.“.
|