დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ანტიმონოპოლიური პოლიტიკის სახელმწიფოთაშორისო საბჭოში საქართველოს რესპუბლიკის სრულუფლებიანი წარმომადგენლების დანიშვნის შესახებ

მიღების თარიღი 07.02.1994
გამომცემი ორგანო საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი
ნომერი №75
სარეგისტრაციო კოდი 000000430.02(0).000.000644 172
გამოქვეყნების წყარო საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილებანი, 2, 28/02/1994
111 სიტყვა · ~1 წთ

დოკუმენტის ტექსტი

დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ანტიმონოპოლიური პოლიტიკის სახელმწიფოთაშორისო საბჭოში საქართველოს რესპუბლიკის სრულუფლებიანი წარმომადგენლების დანიშვნის შესახებ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილება №75 1994 წლის 7 თებერვალი ქ. თბილისი დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ანტიმონოპოლიური პოლიტიკის სახელმწიფოთაშორისო საბჭოში საქართველოს რესპუბლიკის სრულუფლებიანი წარმომადგენლების დანიშვნის შესახებ 1993 წლის 24 დეკემბერს ქალაქ აშგაბადში შეთანხმებული ანტიმონოპოლიური პოლიტიკის გატარებაზე ხელმოწერილი ხელშეკრულების თანახმად საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი ადგენს: 1. დაინიშნონ საქართველოს რესპუბლიკიდან ანტიმონოპოლიური პოლიტიკის სახელმწიფოთაშორისო საბჭოში სრულუფლებიან წარმომადგენლებად: - ივერი შალამბერიძე – საქართველოს რესპუბლიკის ეკონომიკის მინისტრის მოადგილე; - ვაჟა მაისურაძე – საქართველოს რესპუბლიკის ეკონომიკის სამინისტროს კონკურენციის განვითარების, მონოპოლიზმის შეზღუდვისა და მომხმარებელთა ინტერესების დაცვის სამმართველოს უფროსი. 2. დაევალოს საქართველოს რესპუბლიკის სამინისტროს უზრუნველყოს ზემოთ ხსენებულ საბჭოში მივლინებებთან დაკავშირებული ხარჯების გამოყოფა. საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი                                           ო. ფაცაცია