საქართველოს რესპუბლიკაში მუზეუმის დაარსების წესის შესახებ
მიღების თარიღი 15.01.1994
გამომცემი ორგანო საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი
ნომერი №30
სარეგისტრაციო კოდი 000000210.02(0).000.000626 17
გამოქვეყნების წყარო საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილებანი, 1, 31/01/1994
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
15.01.1994 მიღება
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს რესპუბლიკაში მუზეუმის დაარსების წესის შესახებ
საქართველოს რესპუბლიკის
მინისტრთა კაბინეტის
დადგენილება №30
1994 წლის 15 იანვარი
ქ. თბილისი
საქართველოს რესპუბლიკაში მუზეუმის დაარსების წესის შესახებ
საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი ადგენს:
1. დამტკიცდეს საქართველოს რესპუბლიკაში მუზეუმის დაარსების თანდართული წესი.
2. საქართველოს რესპუბლიკის კულტურის სამინისტრომ დაინტერესებულ უწყებებთან შეთანხმებით მუზეუმის შესახებ კანონის მიღებამდე შეიმუშაოს და დაამტკიცოს საქართველოს რესპუბლიკაში მუზეუმის დაარსების წესის შესაბამისი დროებითი ტიპობრივი მომწესრიგებელი სხვა აქტები.
საქართველოს რესპუბლიკის
პრემიერ-მინისტრის მოადგილე ა. მარგიანი
მუზეუმის დაარსების წესი
საქართველოს რეპსუბლიკის ტერიტორიაზე არსებული სულიერი და მატერიალური კულტურის ძეგლები ქვეყნის საკუთრებაა და მას სახელმწიფო იცავს. მოძრავი ძეგლეის მოძიებას, დაცვას, შესწავლას და პუპულარიზაციას ახორციელებს მუზეუმი.
მუზეუმი არსდება როგორც დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი და სამეცნიერო-საგანმანათლებლო დაწესებულება იურიდიული პირის უფლებით, აქვს საკუთარი ბეჭედი, შტამპი, შეუძლია გახსნას ანგარიში ბანკში. მუზეუმის უძრავ-მოძრავი ქონება ირიცხება მუზეუმის ბალანსზე, სახელმწიფო მუზეუმის ქონების სახელმწიფო საკუთრებას წარმოადგენს. დამუშავებულია სამუზეუმო ქონების გაჩუქება ან გაყიდვა, აკრძალულია მისი დროებით ან მუდმივ სარგებლობაში გადაცემა მუზეუმის თანხმობის გარეშე.
მუზეუმები დაქვემდებარების მიხედვით იყოფა რესპუბლიკურ, ადგილობრივ, საზოგადოებრივ საწყისებზე არსებულ, საზოგადოებრივ ორგაიზაციათა და კერძო მფლობელობის მუზეუმებად, ხოლო პროფილის მიხედვით – საისტორიო, შორეული, სახვითი ხელოვნებისა და საბუნებისმეტყველო პროფილის მუზეუმებად.
მუზეუმის დააესების აუცილებელი პირობები
I. რესპუბლიკური დაქვემდებარების სახელმწიფო მუზეუმის დაარსებისათვის საჭიროა უწყების ან მმართველობის ადგილობრივი ორგანოს შუამდგომლობა საქართველოს რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს წინაშე, რომელიც თავის მხრივ, შეისწავლოს მუზეუმის გახსნისათვის აუცილებელი პირობების არსებობას და დადებითი დასკვნის შემთხვევაში, საქართველოს რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროს თანხმობით, მიმართოს საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტს გადაწყვეტილების მიღების თაობაზე.
ადგილობრივი და უწყებრივი დაქვემდებარების სახელმწიფო მუზეუმის გახსნისათვის საჭიროა მმართველობის ადგილობრივი ორგანოსა და უწყების შუამდგომლობა საქართველოს რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს წინაშე, რომელიც შეისწავლის მუზეუმის გახნისათვის აუცილებელი პირობების არსებობას, სამინისტროს დასკვნის საფუძველზე ადგილობრივი მმართველობის ორგანო და უწყება იღებენ შესაბამის გადაწყვეტილებას.
კერძო და საზოგადოებრივ საწყისებზე არსებულ მუზეუმებს აარსებენ კერზო პირები, საწარმოები, დაწესებულებები და საზოგადოებრივი ორგანიზაციები მმართველობის ადგილობრივ ორგანოებთან შეთანხმებით და მათს საკუთრებას შეადგენს.
შენიშვნა: ყველა მუზეუმს რეგისტრაციაში ატარებს კულტურის სამინისტრო
II. სახელმწიფო მუზეუმი არსდება ამისათვის საგანგებოდ აშენებულ ან შეგუებულ შენობაში, რომესაც აქვს საექსპოზიციო დარბაზები, ტექნიკურად გამართული ფონდსაცავი, სამუშაო ოთახები. აუცილებელია, რომ შენობა უზრუნველყოფილი იყოს სახანძრო და დაცვითი სიგნალიზაციით.
მემორიალური პროფილის მუზეუმი არსდება მემორიალურ სახლში, როგორც კერძო ან საზოგადოებრივ საწყისებზე არსებული მუზეუმი. მისი სახელმწიფო მუზეუმად გადაქმნის საკითხი შეიძლება განხილულ იქნეს საქართველოს რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს მიერ მუზეუმის დაარსებიდან 10 წლის შემდეგ.
III. მუზეუმის გახნისათვის აუციელებელი პირობების არსებობა უნდა უზრუნველყონ იმ პირებმა და ორგანოებმა, რომელთა ინიციატივით არსდება მუზეუმი.
IV. მუზეუმის შენობაში აკრძალულია სხვა დაწესებულების არსებობა.
V. ძირითადი სამუზეუმო ფონდის ექსპონატთა რაოდენობა გახსნის მომენტისათვის საორიენტაციოდ უნდა იყოს: საისტორიო მუზეუმებისა – 1500 ერთეული;
(მათ შორის მემორიელურის – 200 ერთეული);
შორეული მუზეუმისა – 1000 ერთეული;
სახვითი ხელოვნების მუზეუმისა – 500 ერთეული;
საბუნებისმეტყველო-დარგობრივი მუზეუმისა – 1000 ერთეული (დასაშვებია გამონაკლისი შემთხვევების განხილვა).
შენიშვნა: საქართველოს რესპუბლიკის მუზეუმებში დაცული ძირითადი ფონდის მასალები შედის საქართველოს რესპუბლიკის სამუზეუმო ფონდში და მას სახელმწიფო იცავს.
VI. მუზეუმების მუშაკთა შრომის ანაზღაურების ჯგუფს განსაზღვრას საქართველოს რესპუბლიკის კულტურის სამინისტრო.