ბაღდათის მუნიციპალიტეტის ფერსათის ადმინისტრაციულ ერთეულში (სოფელი ფერსათი), სოფელ ფერსათსი 28-ე ქუჩისათვის „აკადემიკოს ალბერტ თავხელიძის“ სახელის მინიჭების შესახებ

მიღების თარიღი 26.09.2025
გამომცემი ორგანო ბაღდათის მუნიციპალიტეტი
ნომერი №30
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.124.016013
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 30/09/2025
293 სიტყვა · ~1 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
ქალაქ თბილისში, ჩუღურეთის რაიონში, გაბრიელ სუნდუკიანის ქუჩის შესახვევისთვის ფოლკლორისტის კუკური ჭოხონელიძის ქუჩის სახელის მინიჭების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 93% 04.11.2022 ქალაქ თბილისში, მთაწმინდის რაიონში, ტაბახმელაში, არჯევან ანანიაშვილის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის იუნკერ ოთარ ლორთქიფანიძის სახელის მინიჭების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 93% 28.01.2025 ქალაქ თბილისში, საბურთალოს რაიონში, თბილისის ზოოლოგიური პარკის მიმდებარედ არსებული ისტორიულად ჩამოყალიბებული უბნისთვის ხილიანის სახელის მინიჭების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 92% 24.07.2020 ქალაქ თბილისში, ისნის რაიონში, ძევერას ქუჩისთვის მშვილდოსნის ქეთევან ლოსაბერიძის სახელის მინიჭების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 92% 19.05.2023 ქალაქ თბილისში, დიდუბის რაიონში, ბათუმის შესახვევისთვის ქორეოგრაფის რევაზ ჭოხონელიძის ქუჩის სახელის მინიჭების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 92% 24.05.2024

დოკუმენტის ტექსტი

ბაღდათის მუნიციპალიტეტის ფერსათის ადმინისტრაციულ ერთეულში (სოფელი ფერსათი), სოფელ ფერსათსი 28-ე ქუჩისათვის „აკადემიკოს ალბერტ თავხელიძის“ სახელის მინიჭების შესახებ  ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება №30 2025 წლის 26 სექტემბერი  ქ. ბაღდათი ბაღდათის მუნიციპალიტეტის ფერსათის ადმინისტრაციულ ერთეულში (სოფელი ფერსათი), სოფელ ფერსათში  28-ე ქუჩისათვის „აკადემიკოს ალბერტ თავხელიძის“ სახელის მინიჭების შესახებ  „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ე“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ საქართველოს კანონის 63-ე მუხლის, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების მე-7 მუხლის მე-13 პუნქტის შესაბამისად და „გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, აღრიცხვისა და დაცვის მიზნით, გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედი სამთავრობო კომისიის 2025 წლის 8 სექტემბრის გადაწყვეტილების (ამონაწერი სხდომის ოქმის №48) საფუძველზე, ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გადაწყვიტა: 1. შეტანილ იქნეს ცვლილება „ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერსათის ქუჩების სახელდების, საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობა-ნაგებობების გადანომრის შესახებ“ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 29 აგვისტოს №115 განკარგულებაში და ბაღდათის მუნიციპალიტეტის ფერსათის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ ფერსათის (საკადასტრო კოდი 30.12.00.000) მდებარე 28-ე ქუჩას მიენიჭოს „აკადემიკოს ალბერტ თავხელიძის“ სახელი (ქუჩის რუკა თან ერთვის). 2. ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიამ 4 თვის ვადაში უზრუნველყოს განკარგულების შესასრულებლად კონკრეტული ღონისძიებების გატარება (აბრების, ფირნიშების, რუკების (არსებობის შემთხვევაში), ცნობარების და სხვა დამზადება, კორექტირება, გავრცელება და სხვა). 3. დაევალოს ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პირველად სტრუქტურულ ერთეულს (შემდგომში – საკრებულოს აპარატს), განკარგულების მიღებიდან 10 დღის ვადაში საკრებულოს გადაწყვეტილება გადაუგზავნოს: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, მონაცემთა ბაზაში ცვლილების შეტანის მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, აგრეთვე ს.ს.ი.პ. საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს. 4. საკრებულოს აპარატმა საკრებულოს გადაწყვეტილების მიღებიდან 10 დღის ვადაში უზრუნველყოს განკარგულების გამოქვეყნება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე. 5. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე. 6. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ქ. ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (ქ. ქუთაისი კუპრაძის ქ. №11) ხელმოწერიდან ერთი თვის ვადაში. საკრებულოს თავმჯდომარე                                              ნოდარ გიორგიძე