მუნიციპალიტეტის ორგანოთა 2025 წლის 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის საუბნო საარჩევნო კომისიების სპეციალურ ჯგუფებად შესაძლო გარდაქმნის შესახებ

მიღების თარიღი 28.09.2025
გამომცემი ორგანო საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
ნომერი №53/2025
სარეგისტრაციო კოდი 010250010.15.008.016825 32
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 29/09/2025
228 სიტყვა · ~1 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
საოლქო საარჩევნო კომისიების სპეციალურ ჯგუფებად შესაძლო გარდაქმნის შესახებ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება 94% 13.11.2020 2024 წლის 26 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის არჩევნებისთვის სხვა სახელმწიფოში შექმნილი საუბნო საარჩევნო კომისიების სპეციალურ ჯგუფებად შესაძლო გარდაქმნის შესახებ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება 93% 11.10.2024 2020 წლის 31 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის მორიგი/აჭარის უმაღლესი საბჭოს მორიგი/საკრებულოების შუალედური/მერების რიგგარეშე არჩევნებისთვის საუბნო საარჩევნო კომისიების სპეციალურ ჯგუფებად შესაძლო გარდაქმნის შესახებ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება 91% 21.10.2020 „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის გამოქვეყნებისა და მისი საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის შექმნის შესახებ საქართველოს პარლამენტის დადგენილება 88% 17.03.2020 სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში (კარანტინი, თვითიზოლაცია) მყოფი ამომრჩევლების 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობის, საარჩევნო უბნებისა და სპეციალური ჯგუფების შექმნის, ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიებისა და სანიტარიულ-ჰიგიენური მოთხოვნების განსაზღვრის შესახებ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება 87% 19.10.2020

დოკუმენტის ტექსტი

მუნიციპალიტეტის ორგანოთა 2025 წლის 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის საუბნო საარჩევნო კომისიების სპეციალურ ჯგუფებად შესაძლო გარდაქმნის შესახებ საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება №53/2025 2025 წლის 28 სექტემბერი ქ. თბილისი მუნიციპალიტეტის ორგანოთა 2025 წლის 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის საუბნო საარჩევნო კომისიების სპეციალურ ჯგუფებად შესაძლო გარდაქმნის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ მე-14 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ და „ვ“ ქვეპუნქტების, 30-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 61-ე მუხლის პირველი პუნქტისა და 77-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს: მუხლი 1🔗 თუ კენჭისყრის დღეს საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა რაოდენობა ცხრაზე ნაკლები აღმოჩნდება, საუბნო საარჩევნო კომისიები ჩაითვალოს სპეციალურ ჯგუფებად (შემდგომში – სპეცჯგუფი) გარდაქმნილად და სპეცჯგუფს მიეცეს უფლება ჩაატაროს კენჭისყრა. სპეცჯგუფის კვორუმად განისაზღვროს არსებული შემადგენლობის უმრავლესობა და სპეცჯგუფის წევრებისთვის ფუნქციების მინიჭება განხორციელდეს თავმჯდომარის მიერ წილისყრის გარეშე. თუ კენჭისყრის დღეს აღმოჩნდება, რომ არსებული სპეცჯგუფის შემადგენლობა ვერ უზრუნველყოფს არჩევნების ჩატარებას, შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისია დაუყოვნებლივ იკრიბება და განკარგულებით არსებულ შემადგენლობას ამატებს სპეცჯგუფის იმდენ წევრს, რამდენიც უზრუნველყოფს კენჭისყრის ჩატარებას. მუხლი 2🔗 თუ სპეცჯგუფს არ ჰყავს თავმჯდომარე და თავმჯდომარის მოადგილე ერთდროულად ან სპეცჯგუფის მდივანი ან/და მათ არ შეუძლიათ საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” განსაზღვრული მოვალეობების შესრულება, სპეცჯგუფი საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ არჩეულ წევრთაგან დაუყოვნებლივ ირჩევს სპეცჯგუფის თავმჯდომარეს ან მდივანს. მუხლი 3🔗 ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში. მუხლი 4🔗 ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.კომისიის თავმჯდომარეგიორგი კალანდარიშვილიკომისიის მდივანიგიორგი ჯავახიშვილი