მუხლი 60 სახელმწიფო ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობის განხორციელების ღონისძიებები სახანძრო დაცვის დანაყოფების სამუშაო გეგმაში შეიტანება დამოუკიდებელი კარის სახით. გეგმაში შესატანი ღონისძიებები უნდა შემუშავდეს ხანძრების ვითარების, დასახლებული პუნქტების, ზედამხედველობის ობიექტების სახანძრო უსაფრთხოების მდგომარეობის ანალიზის შედეგების საფუძველზე, სახელმწიფო ხელისუფლების, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, ზემდგომი სახელმწიფო ინსპექტორების გადაწყვეტილების, აგრეთვე სეზონური და ადგილობრივი პირობების გათვალისწინებით🔗